{{string}}


სახელი:
E-მაილი
ტექსტი
ხარაგაულის მუნიციპალიტეტი
MUNICIPALITY OF KHARAGAULI
  • სოფლის მხარდამჭრი პროგრამის ფარგლებში სოფელ დიდვაკის წყაროს რეაბილიტაცია ჩაუტარდება

    სოფლის მხარდამჭერი პროგრამის ფარგლებში ლეღვნის ადმინისტრაციულ ერთეულში 35 ათასი ლარი დაიხარჯა. სოფელ ლეღვანში სოფლის მხარადმჭერი პროგრამის ფარგლებში საბავშვო ბაღის ეზო მოეწყო , სამუშაოებზე 4 ათასი ლარი დაიხარჯა. სოფლის სარიტუალო დარბაზში მოეწყო სველი წერტილები, სამზარეულო და საწყობი ოთახი (7 ათასი ლარი). სოფლის ორი უბნისათვის შეძენილი იქნა სასმელი წყლის, ორი 8 ტონიანი ლითონის ავზი ( 4 ათასი ლარი).

    გამგებლის წარმომადგენლის ლეღვნის ადმინისტრაციულ ერთეულში პაატა ბურჯანაძის ინფორმაციით, სოფელ მარელისში მოეწყო სარიტუალო დარბაზის   ფრონტონები, ჭერი, ელექტრო წერტილები, გაილესა კედლები, ჩაისვა მეტალო- პლატსმასის ფანჯრები. შეძენილ იქნა და დამონტაჟდა სადგურ მარელისში არსებული კორპუსისათვის საკანალიზაციო მილები (4 ათასი ლარი).

    სოფლის მხარდამჭერი პროგრამის ფარგლებში სოფელ დიდვაკეში  სულ მალე დაიწყება არსებული წყაროს რეაბილიტაცია და თავშეყრის ადგილის მოწყობა. სამუშაოებისათვის 5 ათასი ლარია გათვალისწინებული.

      

      

    8 სექტემბერი 2015

    ნანახია: 716 - ჯერ

    ვალუტის კურსი
    http://www.nbg.ge/rss.php not found!
    Kharagauli.ge © ხარაგაულის მუნიციპალიტეტი