{{string}}


სახელი:
E-მაილი
ტექსტი
ხარაგაულის მუნიციპალიტეტი
MUNICIPALITY OF KHARAGAULI
  • ლიტერატურულ კონკურს " ოდეონის" შედეგები 10 სექტემბერს გახდება ცნობილი

    ლიტერატურულ კონკურს " ოდეონის" შედეგები 10 სექტემბერს  მედიაკავშირ  ,,ობიექტივის" პირდაპირ ეთერში, 14 საათსა და 30 წუთზე გახდება ცნობილი. რეზო თაბუკაშვილის სახელობის ლიტერატურული თეატრის დირექტორის იზა ვეფხვაძის ინფორმაციით,მეორე დღეს, დილით, 10 საათსა და 10. წუთზე, ,,ხაზის რადიოში“, ეკა ტალახაძის საავტორო გადაცემაში, მიწვეული იქნებიან კონკურსის გამარჯვებულები და მხატვარ-დიზაინერი მაქს შავიტი, რომელიც პირველი ადგილის მფლობელს ჯილდოს გადასცემს.

     ჯილდო სპეციალურად ამ კონკურსისთვის შექმნა ბატონიმაქს შავიტის სტუდიამდა ძალზე სერიოზული და ორიგინალური ნამუშევარია.

    პირველ ადგილზე გასული კონკურსანტის საპრიზო ფონდია 500 ლარი. პირველ ადგილზე გასულის საპრიზო ფონდს საკრებულოს წევრი, საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე ვარლამ ჭიპაშვილი 100 ლარს დაუმატებს.

     მეორე ადგილზე გასული 300 ლარს მიიღებს.

     ხოლო მესამე ადგილზე გასული 200 ლარს.

     ჟიური დამატებით შეარჩევს 5 საუკეთესო ნამუშევარს, თითოეულ მათგანს პავლე ჯიბუტი 100-100 ლარს გადასცემს. 

     

    8 სექტემბერი 2015

    ნანახია: 472 - ჯერ

    ვალუტის კურსი
    http://www.nbg.ge/rss.php not found!
    Kharagauli.ge © ხარაგაულის მუნიციპალიტეტი