ხუთ საუკეთესო ავტორს შორის ხარაგაულელი მამუკა ჭიპაშვილიც დასახელდა
გამოვლინდნენ ლიტერატურული კონკურსის ,,ოდეონი -10“- ის გამარჯვებულები.დღეს დილით ,ეკა ტალახაძის საავტორო გადაცემაში ,,ხაზის რადიო“, მიწვეულნი გახლდნენ კონკურსის გამარჯვებულები, სადაც მათ პრიზები გადაეცათ.
პირველი ადგილი -- ნათია როსტიაშვილი
მეორე ადგილი - ლელა ცუცქირიძე
მესამე საპრიზო ადგილი - ნინო მოდრეკილაძე
საუკეთესო ხუთეულში მოხვდნენ: ინგა გოგიბერიძე, მამუკა ჭიპაშვილი, ედუარდ უგულავა, მაიკო მიქაია, ხვიჩა ყალაბეგაშვილი.
პირველ ადგილზე გასული კონკურსანტის საპრიზო თანხა - 500 ლარია. პირველ ადგილზე გასულის საპრიზო ფონდს საკრებულოს წევრი, საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე ვარლამ ჭიპაშვილი 100 ლარს დაუმატებს.
მეორე ადგილზე გასული 300 ლარს მიიღებს.
ხოლო მესამე ადგილზე გასული 200 ლარს.
რეზო თაბუკაშვილის სახელობის ლიტერატურული თეატრის დირექტორის იზა ვეფხვაძის ინფორმაციით,მხატვარ-დიზაინერი მაქს შავიტი, პირველი ადგილის მფლობელს ჯილდოს გადასცემს.ბატონ მაქს შავიტის სტუდიამ ჯილდო სპეციალურად ამ კონკურსისთვის შექმნა.
ჟიური მიერ შერჩეული 5 საუკეთესო ნამუშევარის ავტორს პავლე ჯიბუტი 100-100 ლარს გადასცემს.
მოცემულ ბმულზე შეგიძლიათ იხილოთ ეკა ტალახაძის საავტორო გადაცემა ,,ხაზის რადიო", სადაც გამარჯვებულების დაჯილდოება შედგა.
11 სექტემბერი 2015
ნანახია: 797 - ჯერ



