{{string}}


სახელი:
E-მაილი
ტექსტი
ხარაგაულის მუნიციპალიტეტი
MUNICIPALITY OF KHARAGAULI
  • აქტიური ეტლები განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირებს გადაეცათ

     

    ხარაგაულის  მუნიციპალიტეტისგამგეობამ და  ა(ა)იპ ,,მოქალაქეთა ჩართულობისა და ინფორმირების მუნიციპალურმა ცენტრმა“ ერთობლივი ინიციატივით, თხოვნით მიმართეს საერთაშორისოორგანიზაციას „ქალები მშვიდობისა და სიცოცხლისათვის“, რათა მათხარაგაულში  განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირებისთვის  ეტლები გადმოეცათ.  მართლაც ორმხრივი მოლაპარაკებისა და შეთანხმების საფუძველზე 15 სექტემბერს  მუნიციპალიტეტის  გამგებელმა კობა ლურსმანაშილმა, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ  მანანა ბარბაქაძემ,  გამგებლის მოადგილე თემურ ჩხეიძემ და  საერთაშორისო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა მაია კვეზერელმა,  მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრებ 17  პირს დამხმარე მოწყობილობები პირადად გადასცეს.  მაია კვეზერელის  განცხადებით, თანამედროვე, რბილი სავარძლის

     მქონე, კომფორტული ეტლები ინდივიდუალური შესაძლებლობების მიხედვით გადაეცამათ მათ, ვისაც ან საერთოდ არ ჰქონდათ ეტლი, ან ჰქონდათ, მაგრამ დაზიანებული იყო.  ,,ის ბენეფიციარები, რომლებიც საჭიროებდნენ დამხმარე მოწყობილობებს, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის  წარმომადგენლების დახმარებით შეირჩნენ.   მსგავსი  ტიპის აქტივობებს   ჩვენი ორგანიზაცია რამდენიმე წელია ახორციელებს, მათ შორის ჩვენ ხარაგაულშიც გვქონდა ასეთი საქველმოქმედო აქცია. თუკი, ხარაგაულში კვლავ დადგება ეტლების საჭიროება (თუმცა სასურველი ნამდვილად არაა), ჩვენ მზად ვართ ბენეფიციარები ისევ დავაკმაყოფილოთ“, - აღნიშნა  "ქალები მშვიდობისა და სიცოცხლისათვის" ხელმძღვანელმა.

    ხარაგაულის  მუნიციპალიტეტის გამგებელმა, კობა ლურსმანაშვილმა, განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა ქალბატონ მაია კვეზერელს  ქველმოქმედებისთვის და  დასძინა,  რომ   ,,ხარაგაულის მუნიციპალიტეტი ყოველთვის მზადაა  განსაკუთრებული საჭირეობის მქონე  პირებს გვერდით დაუდგეს. ადგილობრივი ბიუჯეტიდან ამ მიმართულებით  სხვადასხვა სოციალური პროგრამები  ხორციელდება.  განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირებისთვის სულ მალე გაიხსნება  დღის ცენტრი ბორის სკოლა პანსიონის ბაზაზე.  ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ   ასეთი საჭიროების მქონე პირების საზოგადაოებაში ინტეგრაციას შევუწყოთ ხელი.“

      

      

     

     

    16 სექტემბერი 2015

    ნანახია: 733 - ჯერ

    ვალუტის კურსი
    http://www.nbg.ge/rss.php not found!
    Kharagauli.ge © ხარაგაულის მუნიციპალიტეტი