{{string}}


სახელი:
E-მაილი
ტექსტი
ხარაგაულის მუნიციპალიტეტი
MUNICIPALITY OF KHARAGAULI
  • ხარაგაული ერთად,  გოგა კვინიკაძის დასახმარებლად...

    9 აგვისტოს მდინარე ჩხერიმელაზე მომხდარი  უბედური შემთხვევის შედეგად, 23 წლის ხარაგაულელმა ახალგაზრდამ, გოგა კვინიკაძემ ხერხემლის მძიმე დაზიანება მიიღო. გოგას მდგომარეობა რთულია. საჭიროა მკურნალობა, რომელიც საქართველოს საზღვრებს გარეთ უნდა ჩატარდეს და დიდ თანხებთან არის დაკავშირებული. გოგას ოჯახს დახმარება სჭირდება.  25 სექტემბერს, ხარაგაული მის დასახმარებლად გაერთიანდა და კინოთეატრში საქველმოქმედო კონცერტი, სახელწოდებით „ჩვენ ამას შევძლებთ“, გაიმართა. კონცერტში მონაწილეობდნენ კულტურის ცენტრთან არსებული ხალხური სიმღერის ანსამბლი  “უბისი”, ინდივიდუალური შემსრულებლები თიკო და თამარ ლურსმანაშვილები, თიკო ჯანიაშვილი, სალომე კვირიკაშვილი, ანა შარიქაძე, სპეციალური მოწვევით ცეკვავდნენ სტუდია “თელას” მოცეკვავეები, შესრულდა ლევან კიკნაძის დებიუტი. აქციის ფარგლებში, სულ 2 500 ლარამდე თანხა შემოვიდა, ხოლო მუნიციპალიტეტის გამგეობა ადგილობრივი ბიუჯეტიდან გოგას დასახმარებლად დამატებით 1 400 ლარს გამოყოფს. გოგა პროფესიით მოცეკვავეა, ჰყავს მეუღლე და 3 წლის შვილი ანდრია. გოგა კვინიკაძის ოჯახი მადლობას უხდის მუნიციპალიტეტის გამგეობას და ყველა ხარაგაულელს   გულწრფელი ქველმოქმედებისთვის. 

      

     

    28 სექტემბერი 2015

    ნანახია: 1227 - ჯერ

    ვალუტის კურსი
    http://www.nbg.ge/rss.php not found!
    Kharagauli.ge © ხარაგაულის მუნიციპალიტეტი