{{string}}


სახელი:
E-მაილი
ტექსტი
ხარაგაულის მუნიციპალიტეტი
MUNICIPALITY OF KHARAGAULI
  • პროექტზე მილიონ ექვსასი ათასი ლარი დაიხარჯება

      

    ხარაგაულში ახლადაშენებული ამბულატორიის გვერდით მრავალპროფილიანი, 15 საწოლიანი სტაციონარის მშენებლობა იწყება. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგებელ, კობა ლურსმანაშვილიდან მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით ამჟამად ჯანდაცვის სამინისტროს მხრიდან ეკონომიკის სამინისტროსთან მიმდინარეობს მოლაპარაკებები მშენებლობის ნებართვის მოპოვებაზე. „როგორც ჩემთან საუბარში ჯანდაცვის სამინისტროს ადმინისტრაციის სამსახურის უფროსმა დავით ბიბილაშვილმა აღნიშნა, უკვე გამოვლენილია  კომპანია „მშენებელი-2004“, რომელიც ხარაგაულში ორსართულიანი საავადმყოფოს მშენებლობას დაიწყებს. როცა ხარაგაულში, აპრილის თვეში ემერჯენს ამბულატორია გავხსენით, ჯანდაცვის მინისტრი დაგვპირდა, რომ 2016 წლის დასასრულამდე ხარაგაულში ახალი უფრო მძლავრი სამედიცინო დაწესებულება, სტაციონარი აშენდებოდა.  როგორც ვხედავთ დანაპირები სრულდება“ - აღნიშნა ჩვენთან საუბარში კობა ლურსმანაშვილმა. საავადმყოფოს მშენებლობა ემერჯენს ამბულატორიის გვერდით იგეგმება.

    პროექტს ჯანდაცვის სამინისტრო აფინანსებს და ჯამში სამუშაოებზე მილიონ ექვსასი ათასი ლარი დაიხარჯება.    

     

     

    30 სექტემბერი 2015

    ნანახია: 731 - ჯერ

    ვალუტის კურსი
    http://www.nbg.ge/rss.php not found!
    Kharagauli.ge © ხარაგაულის მუნიციპალიტეტი