-
მერია
- მერი
- პირველი მოადგილე
- მოადგილე
- მერიის დებულება
-
სტრუქტურული ერთეულები
- ადმინისტრაციული სამსახური
- საფინანსო საბიუჯეტო-სამსახური
- ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახური
- ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამსახური
- ზედამხედველობისა და არქიტექტურის სამსახური
- კულტურის, განათლების, სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახური
- ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის სამსახური
- სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახური
- შიდა აუდიტისა და მონიტორინგის სამსახური
- საკრებულო
- მაჟორიტარი დეპუტატი
- ადმინისტრაციული ერთეულები
-
იურიდიული პირები
- ა.ა.ი.პ ,,რეზო თაბუკაშვილის სახელობის სახალხო ლიტერატურული თეატრი"
- ა.ა.ი.პ ხარაგაულის ,,კულტურის ცენტრი"
- ა.ა.ი.პ ,,ნინო სახვაძის სახელობის მოსწავლე ახალგაზრდობის სახლი"
- ა.ა.ი.პ ,,ხარაგაულის ცენტრალური ბიბლიოთეკა"
- ა.ა.ი.პ ,,ეთერ კიკნაძის სახელობის სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანება"
- ა.ა.ი.პ ,,ხარაგაულის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი"
- ა.ა.ი.პ ,,ხარაგაულის ისტორიული მუზეუმი"
- ა(ა)იპ ,,ხარაგაულის სპორტის განვითარებისა და მართვის მუნიციპალური ცენტრი'
- ა.ა.ი.პ შოთა ბუაჩიძის სახელობის სამუსიკო სკოლა"
- ა.ა.ი.პ ,,სათნოების სახლი"
- ა.ა.ი.პ ,,ხარაგაულდასუფთავება"
- ა.ა.ი.პ ,,ხარაგაულკეთილმოწყობა''
- ა.(ა)ი.პ. „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის განვითარებისა და შიგა ტურიზმის სამსახურის
-
ა(ა)ი.პ. ხალხური შემოქმედების სახლი
- სამსახურის შესახებ
-
განათლება
- საგანმანათლებლო რესურსცენტრი
-
საჯარო სკოლები
- სადგურ მარელისის საჯარო სკოლა
- კიცხის საჯარო სკოლა
- ბორის საჯარო სკოლა - პანსიონი
- ზვარის საჯარო სკოლა
- ვაშლევის საჯარო სკოლა
- ბაზალეთის საჯარო სკოლა
- დაბის N 2 საჯარო სკოლა
- ხარაგაულის N3 საჯარო სკოლა
- საღანძილის საჯარო სკოლა
- ლეღვნის საჯარო სკოლა
- ვახანის საჯარო სკოლა
- მოლითის საჯარო სკოლა
- წიფის საჯარო სკოლა
- ხიდრის საჯარო სკოლა
- ვარძიის საჯარო სკოლა
- წყალაფორეთის საჯარო სკოლა
- ლაშის საჯარო სკოლა
- ნადაბურის საჯარო სკოლა
- ღორეშის საჯარო სკოლა
- ბორითის საჯარო სკოლა
- ხევის საჯარო სკოლა
- ვერტყვიჭალის საჯარო სკოლა
- სარგვეშის საჯარო სკოლა
- უბისის საჯარო სკოლა
- ხუნევის საჯარო სკოლა
- ვაშლევის საჯარო სკოლა
- წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის სასულიერო გიმნაზია
- სკოლამდელი დაწესებულებები
- მოსწავლე ახალგაზრდობის სახლი
- პროფკავშირები
- ადმინისტრაციის შესახებ
- ა.ა.ი.პ. „მოქალაქეთა ჩართულობისა და ინფორმირების მუნიციპლური ცენტრი“
- ბიუჯეტი
- სოფლის მეურნეობა
- სოფლის მხარდაჭერის პროგრამა
- კულტურა და სპორტი
- ჯანდაცვა და სოციალური სფერო
- ინფრასტრუქტურა
- სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო
- მართლწესრიგი
- კანონმდებლობა
- ნოტარიუსი
- არქივი


პროექტის პრეზენტაციას ხარაგაულის ისტორიული მუზეუმში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ
11 ოქტომბერს ხარაგაულის ისტორიული მუზეუმში „მუზეუმის რენოვაციის“ პროექტის პრეზენტაცია გაიმართა. საქართველოს ეროვნული მუზეუმის უფროსმა მეცნიერ თანამშრომელმა, ნინო სულავამ და არქიტექტორ დიზაინერმა ნინო ოქრუაშვილმა, დამსწრე საზოგადოებას რეგიონული მუზეუმების რეკონსტრუქციის პროექტი წარუდგინეს. შეხვედრას მუზეუმში, ხარაგაულის მაჟორიტარი დეპუტატი ნოდარ ებანოიძე, საკრებულოს თავმჯდომარე ინგა მაღრაძე და მუნიციპალიტეტის გამგებლის პირველი მოადგილე პაატა გოგოლაძე ესწრებოდნენ. საქართველოს ეროვნული მუზეუმის წარმომადგენლებმა კონკრეტულად ისაუბრეს იმ საკითხებზე, თუ როგორი უნდა იყოს რეგიონული მუზეუმი XXI საუკუნეში, როგორ უნდა შეესაბამდებოდეს იგი თანამედროვე სტანდარტებს.
,, რეგიონული მუზეუმების - თანამედროვე მუზეუმების სტანდარტზე გადასვლა, არამარტო საექსპოზიციო სივრცის, არამედ თავად მუზეუმის მუშაობის რენოვაციასაც გულისხმობს. აუცილებელია მოწესრიგდეს ფონდები. შენობა მთლიანად მოითხოვს საგანგებო გადაგეგმარებას. მნიშვნელოვანი სამუშაოები იქნება ჩასატარებელი. მუზეუმების განახლება თავისთავად გულისხმობს არაერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას“ - განაცხადა შეხვედრაზე საქართველოს ეროვნული მუზეუმის მეცნიერ თანამშრომელმა ნინო სულავამ.
არქიტექტორ-დიზაინერმა ნინო ოქრუაშვილმა პროექტის ძირითად დეტალებზე ისაუბრა : „თანამედროვე სტანდარტებს მისადაგებულ მუზეუმებში უნდა იყოს კაფე, სამკითხველო დარბაზი. შესასვლელი აუცილებლად უნდა იყოს მორგებული სამუზეუმო სივრცეს, სადაც ყველაზე მნიშვნელოვანია იყოს საინფორმაციო სივრცე, რომლის მეშვეობითაც ტურისტს საშუალება ექნება თავად უზრუნველყოს საკუთარი თავის მეგზურობა მუზეუმში, სადაც ის იმყოფება. აუცილებელია სპეციალური განათება, თუ ჩვენ არ გვეცოდინება, ამა თუ იმ ექსპოზიციაზე ან ნახატზე როგორი სანათები გამოვიყენოთ, ამით შეიძლება ექსპონატი დაზიანდეს. უნდა დავიცვათ ტენიანობის დონე, ანუ მუზეუმში აუცილებელია იყოს კონდიცირება. აუცილებელია მუზეუმში იყოს კამერები, უსაფრთხოების მიზნით. დამთვალიერებლებისთვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს ინტერნეტი, ტელევიზია და სხვა და სხვა“.
პროექტის მნიშვნელობაზე საუბრობს ხარაგაულის ისტორიული მუზეუმის დირექტორი, ქალბატონი ნინო დიდიძე: „ძალიან მნიშვნელოვანია, ხარაგაულში იყოს ასეთი სტანდარტების მქონე მუზეუმი. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა პროექტი დადებითად შეაფასეს. მიმდინარეობს მოლაპარაკებები, ვფიქრობთ, რომ აუცილებლად შევჯერდებით, რათა ხარაგაულის ისტორიული მუზეუმის რეკონსტრუქცია მოხდეს“.
შენობის აზომვითი სამუშაოები ჩატარებულია. ხარაგაულის ისტორიული მუზეუმის შენობის მდგარდობაზე ანალიზი ჩატარებულია. უკვე გამოკვლეულია და დადასტურებული, რომ გადაგეგმარებისთვის შენობა ნორმალურ მდგომარეობაშია.
12 ოქტომბერი 2015
ნანახია: 734 - ჯერ