{{string}}


სახელი:
E-მაილი
ტექსტი
ხარაგაულის მუნიციპალიტეტი
MUNICIPALITY OF KHARAGAULI
  • სოფელ ცხრაწყაროში ქართული სიმღერის ფესტივალი გაიმართა

    11 ოქტომბერს, ზესტაფონში ფესტივალი ,,სულიკო-2015“ გაიმართა. ფესტივალი 1981 წლიდან აღინიშნება. საყოველთაოდ ცნობილი სიმღერის „სულიკოს“ მუსიკის ავტორი და პირველი შემსრულებელი  ვარინკა წერეთელი, 1874 წელს,  ზესტაფონის სოფელ ცხრაწყაროში დაიბადა. „ვარინკობის“ დღსასწაულთან დაკავშირებით,  სოფელ ცხრაწყაროში ქართული სიმღერის ფესტივალი გაიმართა, სადაც იმერეთის სხვადასხვა რაიონიდან  ანსამბლები და ინდივიდუალური შემსრულებლები იყვნენ წარდგენილნი. მონაწილეებს სპეციალურად შერჩეული ჟიური აფასებდა. ფესტივალზე, ხარაგაულიდან ახალგაზრდა მომღერალი სალომე კვირიკაშვილი იყო წარდგენილი. სალომე კვირიკაშვილმა ფესტივალზე მესამე ადგილი და ფულადი ჯილდო მოიპოვა. ფესტივალის გამარჯვებული და გრან პრის მფლობელი ზესტაფონელი სალომე მოდებაძე გახდა. პირველი ადგილი საჩხერის მუნიციპალიტეტის წარმომადგენელმა სალომე ცერცვაძემ, ხოლო მეორე ადგილი ვანის მუნიციპალიტეტიდან ტრიო „იმერეთმა“ მოიპოვა. ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ტარიელ თუთარაშვილმა და საკრებულოს თავმჯდომარემ დავით მაღრაძემგამარჯვებულებს სიგელები და ფულადი ჯილდოები გადასცეს.

     

    15 ოქტომბერი 2015

    ნანახია: 884 - ჯერ

    ვალუტის კურსი
    http://www.nbg.ge/rss.php not found!
    Kharagauli.ge © ხარაგაულის მუნიციპალიტეტი