{{string}}


სახელი:
E-მაილი
ტექსტი
ხარაგაულის მუნიციპალიტეტი
MUNICIPALITY OF KHARAGAULI
  • სპორტსკოლის წესდება

    წესდება


    არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი _ „ ხარაგაულის
    სპორტის განვითარებისა და მართვის მუნიციპალური ცენტრი“

    მუხლი 1. ზოგადი დებულებები.იურიდიული სტატუსი და ადგილ-სამყოფელი.
    1.არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი _ „ხარაგაულის სპორტის განვითარებისა და მართვის მუნიციპალური ცენტრი“ შემდგომში „ცენტრი“ არის „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის,საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, „სპორტის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე შექმნილი სასპორტო სკოლა,სკოლის გარეშე სააღმზრდელო დაწესებულება და სპორტულ-გამაჯანსაღებელი ფიზიკური კულტურის საწვრთნელ-საშეჯიბრო (სავარჯიშო) ცენტრი.
    2.ცენტრის ორგანიზაციულ–სამართლებრივი ფორმაა „არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი“,შემოკლებით „ა(ა)ი.პ“.
    3.ცენტრის სრული სახელწოდებაა „არასამეწარმეო (არაკომერციული)იურიდიული პირი _ხარაგაულის სპორტის განვითარებისა და მართვის მუნიციპალური ცენტრი“.
    4.ცენტრის საქმიანობის სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენს საქართველოს კონსტიტუცია და „სპორტის შესახებ“ საკანონმდებლო, კანონქვემდებარე აქტები და ეს წესდება.
    5.ცენტრის ,როგორც იურიდიული პირის უფლებაუნარიანობა წარმოიშობა მარეგისტრირებელ ორგანოს მიერ რეგისტრაციის მომენტიდან და წყდება მისი ლიკვიდაციის დასრულების ფაქტის რეგისტრაციის მომენტიდან.
    6.ცენტრს აქვს დამოუკიდებელი ბალანსი,ბეჭედი,საანგარიშწორებო ანგარიშები საბანკო დაწესებულებებში და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის სხვა რეკვიზიტები.
    7.იურიდიული მისამართი: ხარაგაული, სოლომონ მეფის ქ. (რიყე). ელ.ფოსტა sport.hall@mail.ru ტელეფონი: 5 93 34 45 69.
    მუხლი 2. ცენტრის დამფუძვნებელი
    ცენრის დამფუძნელებელია საჯარო სამართლის იურიდიული პირი- „თვითმმართველი ერთეულის ხარაგაულის მუნიციპალიტეტი“. საინდეტიფიკაციო კოდი 243570989. იურიდიული მისამართი: დაბა ხარაგაული, 9აპრილის ქ. N15

     

    მუხლი 3. ცენტრის მიზნები და ამოცანები (საქმიანობის საგანი)
    1.ცენტრის ძირითადი მიზნებია:
    ა) სპორტის განვითარება,სპორტული ტრადიციების დაცვა, გაღრმავება და თაობათა შორის მემკვიდრეობითობის უწყვეტობა;
    ბ)თანასწორობის საფუძველზე სპორტული ცხოვრების საყოველთაობისა და ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა;
    გ)მოქალაქეთა გაჯანსაღება, ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრების ხელშეწყობა და ფიზიკურად განვითარებული პირის ფორმირება, მასობრივი სპორტის განვითარება.
    დ)სპორტის პრიორიტეტულ სახეობათა მიხედვით ძირითადი მიმართულებების შემუშავება და განხორციელება;
    ე) ბავშვთა და მოზარდთა მაქსიმალური რაოდენობის ჩაბმა სისტემურ, სპორტულ-გამაჯანსაღებელ მოძრაობაში,სკოლის პროფილის შესაბამისად,მათი მეთოდური აღზრდა და დაოსტატება.
    ვ) არსებული სპორტის სახეობების მიხედვით, მუნიციპალიტეტის, ეროვნული ნაკრები გუნდების კანდიდატებისა და სელექციის მეშვეობით შერჩეული პერსპექტიული ჭაბუკი სპორტსმენების მზადების წლიური საწვრთნელი პროცესის ორგანიზება და ნაკრები გუნდებისათვის რეზერვის მომზადება.
    ზ) მოსწავლეთათვის (სპორტსმენებისათვის) მუნიციპალიტეტის და ეროვნული ნაკრები გუნდების წევრებისათვის შესაბამისი სპორტის სახეობათა მიხედვით მატერიალურ-ტექნიკური და საწვრთნელი ბაზების შექმნა.
    თ) მოსახლეობის გაჯანსაღებისა და სპორტული განვითარების მიზნით მუნიციპალური პროგრამების გეგმის შემუშავება და განხორციელება.
    ი) სპორტულ სახეობათა მიხედვით სპორტული გუნდების,ჯგუფების სექციების შექმნა და მონაწილეობა სხვადასხვა ტურნირებში,შეჯიბრებებში,ოლიმპიადებში და სხვა სახის ღონისძიებებში.
    კ) სპორტულ ორგანიზაციებთან თანამშრომლობის გზით სპორტული შეჯიბრების სასწავლო-საწვრთნელი შეკრებების მოწყობა.
    ლ) თანამედროვე საწვრთნელი პროცესის დანერგვით ,საკუთარი სპორტულ ღონისძიებათა კალენდარის შემუშავებითა და შესრულებით სპორტული რეზერვების ეფექტური სისტემების შექმნა.
    მ) სამინისტროს ან სხვა ორგანიზაციების დაკვეთით სპორტულ მეთოდური საქმიანობის წარმოება,მონაწილეობის მიღება სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებათა ,სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის, სპორტის სახეობათა ფედერაციების და სხვა სპორტულ ორგანიზაცია დაწესებულებათა მიერ ორგანიზებულ კვალიფიკაციის ამაღლების კურსებში,სემინარებში და სხვა.
    ნ) სამედიცინო-დიაგნოსტიკური, სპორტის დარგში მოწინავე გამოცდილებისა და მეცნიერების მიღწევების განზოგადება ,მასზე დაყრდნობით სპორტულ გამაჯანსაღებელი პროცესის ორგანიზება.
    ო) თანამშრომელთა და სპორტსმენთა სოციალური პირობების გაუმჯობესებაზე ზრუნვა.
    პ) სპორტულ ნაგებობათა და სპორტულ ბაზათა ეფექტიანი გამოყენება და მოვლა-პატრონობა.
    2.ცენტრის ამოცანებია:
    თავისი მიზნებისა და ამოცანების შესასრულებლად ცენტრი ეტაპობრივად ახორციელებს შემდეგ სასპორტო-საწვრთნელ საქმიანობას სპორტულ სახეობებში
    2.1 პირველი( დაწყებითი) ეტაპის საერთო პიზიკური და დაწყებითი მომზადება მოიცავს:
    ა) მოძრავი-სახალისო სპორტული თამაშობების შესწავლა და მათში მონაწილეობის მიღებას.
    ბ) სპორტის საფუძვლებისა და ეროვნული სპორტული მემკვიდრეობის გაცნობას.
    გ) ჯანსაღი ცხოვრების წესის აღქმასა და უნარჩვევების გამომუშავებას.სპორტულ პატრიოტული სულის ჩამოყალიბებას.
    დ) მოსწავლე სპორტსმენების მომზადებას, შესაბამისად შემდგომ საწვრთნელ ეტაპზე გადასასვლელად.
    2.2 მეორე ( საბაზო-საორიენტაციო) ეტაპის საწვრთნელი სასპორტო საქმიანობა მოიცავს :
    ა)პირველ ( დაწყებით) ეტაპზე შეძენილი ცოდნისა და ფიზიკური ვარჯიშების სრულყოფასა და ფიზიკური კონდიციების ამაღლებას.
    ბ)შესაბამისი უნარ-ჩვევების გაღრმავებას
    გ) სპორტის კონკრეტული სახეობის დაუფლებაზე ორიენტირებულ მომზადებასა და შესაბამის სპორტულ ღონისძიებებში მონაწილეობას.
    დ)დამოუკიდებელ წვრთნის უნარ_ჩვევების გამომუშავებას.
    ე) მოსწავლის ( სპორტსმენის ) მომზადებას შემდგომი წვრთნის ეტაპზე გადასასვლელად.
    2.3 მესამე ( საშუალო ) ეტაპის სპორტული დახელოვნებისა და სრულყოფის სასპორტო საქმიანობა მოიცავს
    ა)წვრთნის პროცესის აქტივიზაციას.
    ბ) არჩეული სპორტის სახეობაში შეძენილი სპორტული მომზადების, სპორტული ცოდნისა და უნარ-ჩვევების რეალიზებას.
    გ) სპორტულ შეჯიბრებებზე მაქსიმალურად მაღალი შედეგის ჩვენებას და უმაღლესი სპორტული შედეგების მისაღწევად მომზადებას.
    დ)მოსწავლის ( სპორტსმენის) მომზადებას შესაბამისად შემდგომი წვრთნის ეტაპზე გადასასვლელად
    2.4 მეოთხე ( უმაღლესი) ეტაპის -უმაღლესი სპორტული დაოსტატების სასპორტო საქმიანობა მოიცავს: ა)მაღალი სპორტული შედეგების ჩვენება , როგორც ეროვნულ ასევე საერთაშორისო შეჯიბრებებზე , მათ შორის ევროპის, მსოფლიოსა და ოლიმპიურ თამაშებზე.
    2.5 ცენტრის სასპორტო -საწვრთნელი პროცესის ძირითად ფორმას წარმოადგენს:
    ა)ჯგუფური საწვრთნელი და თეორიული მეცადინეობები
    ბ)ინდივიდუალური წესით მეცადინეობები,რომელიც აუცილებელია (ინდივიდუალური და პერსპექტიული გეგმების შესაბამისად) დახელოვნებისა და უმაღლესი დაოსტატების გზაზე.
    2.6 სასპორტო მომზადებისა და უნარ-ჩვევების გამოვლენისა და კონტროლის ფორმებია:
    ა).მიმდინარე ( ვარჯიშების შესრულება ) და პერიოდული ( სპორტული შეჯიბრებები , ნაჩვენები შედეგები და სხვა) .
    ბ) თითოეული სასპორტო წვრთვნის ეტაპის დასრულებისას და შესაბამისი მოთხოვნების შესრულებისას ცენტრის ( სკოლის) დამთავრებულს ეძლევა მოწმობა,რომელიც გაიცემა საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს მიერ.
    მუხლი 4. ცენტრის ( სკოლის) სპორტსმენების, მოსწავლეთა და სხვადასხვა ვარჯიშში ჩაბმულ პირთა უფლება-მოსილება
    ცენტრის ( სკოლის ) სპორტსმენები,მოსწავლეები და სხვა ვარჯიშებში ჩაბმული სხვადასხვა პირები უფლებამოსილები არიან :
    1 . ისარგებლოს ცენტრის სპორტული ბაზით, ინვენტარით და სხვა ძირითადი თუ დამხმარე ნაგებობით.
    2. მოითხოვონ მათ მიერ ცენტრთან დადებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული ყველა პირობის შესრულება.
    3.ცენტრში ან მისი ეგიდით( სახელით) მოვარჯიშე ყველა პირი ( სპორტსმენი,მოსწავლე და სხვა) ვალდებულები არიან შეასრულონ ცენტრის წესდებით, ხელშკრულებითა და შინაგანაწესით გათვალისწინებულიუ პირობები.
    მუხლი 5. ცენტრის უფლებამოსილება
    ცენტრი უფლებამოსილია :
    1.საკუთარი სახელით განახორციელოს თავისი უფლება-მოვალეობანი,დადოს გარიგება,გამოვიდეს სასამართლოში მოსარჩელედ ან მოპასუხედ.
    2.მოქმედი კანონმდებლობისა და ამ წესდების საფუძველზე განკარგოს მასზე რიცხული უძრავი-მოძრავი ქონება და ფინანსური სახსრები,მატერიალური და არამატერიალური აქტივები.
    3.დასახული ამოცანების განხორციელების მიზნით მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შექმნას შესაბამისი პროფილის დაწესებულებები (ფილიალები).
    4. კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე შეიმუშაოს წინადადებები, დასკვნები და წარუდგინოს შესაბამის ორგამოებს.
    5. უფლებამოსილების ფარგლებში მიკუთნებულ საკითხებთან დაკავშირბით დადგენილი წესით მოითხოვოს საჭირო ინფორმაცია სხვადასხვა დაწესებულებებიდან,აგრეთვე ფიზიკური და იურიდიული პირებისგან.
    6.ითანამშრომლოს კულტურისა და სპორტის სხვადასხვა დარგის დაწესებულებებთან,არასამთავრობო და კომერციულ ორგანიზაციებთნ,შემოქმედებით კოლექტივებთან.
    7.შეიმუშოს შესაბამისი პროფილის პროგრამები თავისი საქმიანობის სფეროში,განავითაროს კავშირი მონათესავე დარგის დაწესებულებებთან.
    8.ჩაატაროს სემინარები,ტრენინგები,კონფერენციები და სხვა სახის ორგანიზაციული ღონისძიებები.
    9. მოაწყოს და მონაწილეობა მიიღოს სხვადასხვა სახის სპორტულ და კულტურულ ღონისძიებებში.
    10.განახორციელოს კანონით ნებადართული ნებისმიერი საქმიანობა,ხოლო იმ საქმიანობას რომლისთვისაც კანონით გათვალისწინებულია ლიცენზია/ნებართვა განახორციელოს მხოლოდ შესაბამისი ლიცენზიის/ნებართვის მიღების შემდეგ.
    11. ეწეოდეს დამხმარე ხასიათის სამეწარმეო საქმიანობას,რომლიდანაც მიღებული შემოსავალი ხმარდება მხოლოდ ცენტრის მიზნების რეალიზებას.
    12.ცენტრს მხოლოდ საკრებულოს თვმჯდომარესთნ შეთნხმებით შეუძლია განახორციელოს შემდეგი საქმიანობა:
    ა) ქონების შეძენა,გასხვისება და დატვირთვა
    ბ) სესხის აღება;
    გ) თავდებობა:
    დ) დაფინანსების პროგრამის,საშტატო განრიგისა და მოსამსახურეთა სახელფასო ანაზღაურების დამტკიცება;
    ე) ცენტრის ფილიალის (ფილიალების) დაფუძნება;
    ვ) სხვა გადაწყვეტილების მიღება ცენტრის ქონებასთან დაკვშირებით,თუ ისინი სცილდება ცენტრის ჩვეულებრივი საქმიანობის ფარგლებს.
    13. ცენტრი ვალდებულია:
    ა)წარმართოს საქმიანობა მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად;
    ბ) დაეხმაროს მოსახლეობას სპორტის სფეროში საკუთარი უფლებების დაცვასა და რეალიზებაში;
    გ)დაიცვას შესაბამის სფეროში დადგენილი წესები და სტანდარტები;
    დ)იზრუნოს ცენტრში მოწინავე მეთოდების,გამოცდილებების დანერგვასა და განხორციელებაზე.
    მუხლი 6. ცენტრის მართვა და წარმომადგენლობითი უფლებამოსილება
    1.ცენტრს ხელმძღვანელობს დირექტორი,რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მუნიციპალიტეტის გამგებელი.
    2. ცენტრის ერთპიროვნული ხელმძღვანელობითი და წარმომადგენლობითი უფლებამოსილება მინიჭებული აქვს ცენტრის დირექტორს,ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაში დირექტორის მოადგილეს.
    3. არასამეწარმეო(არაკომერციული) იურიდიული პირი (ხარაგაულის სპორტის განვითარებისა და მართვის მუნიციპალური ცენტრი) დირექტორი დავით გელაშვილი დაბადებული 1960 წლის 8 აპრილს,მცხოვრები ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფ.ლაშეში, პ/ნ 56001020060 .
    4. ცენტრის დირექტორი:
    ა) ხელმძღვანელობს ცენტრის საერთო საქმიანობას და პასუხისმგებლია ამ საქმიანობის კანონიერებასა და ეფექტურობაზე:
    ბ) მოქმედებს ცენტრის სახელით,მინდობილობის გარეშე წარმოადგენს ცენტრს სამართლებრივ ურთიერთობებში,გასცემს მინდობილობებს,დებს გარიგებებს;
    გ)კომპეტენციის ფარგლებში ერთპიროვნულად იღებს გადაწყვეტილებას და გამოსცემს ინდივიდუალურ-სამართლებრივ აქტს-ბრძანებას;
    დ)მუნიციპალიტეტის გამგებელთან შეთანხმებით ამტკიცებს ცენტრის (ფილიალის) დაფინანსების პროგრამას, საშტატო განრიგს,სტრუქტურასა და მოსამსახურეებს შორის ანაზღურების ოდენობას;
    ე) მუნიციპალიტეტის გამგებელთან შათანხმებით იღებს გადაწყვეტილებას ცენტრის ფილიალის (ფილიალების) დაფუძვნების შესახებ;
    ვ) შეიმუშავებს და გამგებელს წარუდგენს წინადადებასა და პროექტებს ცენტრის სამუშაო გეგმების შესახებ;
    ზ)კანონმდებლობით დადგენილი წესით განაგებს და განკარგავს ცენტრის ქონებასა და სახსრებს,მასვე ეკისრება პასუხისმგებლობა ქონებისა და ფულადი სახსრების მიზნობრივად და სწორად განკარგვაზე;
    თ) სამსახურში იღებს და ათავისუფლებს ცენტრის თანამშრომლებს და „შრომითი კოდექსის“ შესაბამისად დებს შრომით ხელშეკრულებას, იცავს მათ უფლებებს.
    ი)იღებს გადაწყვეტილებებს მოსამსახურეთა წახალისებასა და დისციპლინური პასუხისმგებლობის შესახებ;
    კ) ამტკიცებს ცენტრის სამუშაო გეგმებს, განსაზღვრავს საქმიანობის ძირითად მიმართულებებს;
    ლ) შეიმუშავებს და ამტკიცებს ცენტრის შინაგანაწესს, ფილიალების წესდებებსა და სამსახურებრივ ინსტრუქციებს,წლიურ ანგარიშს საფინანსო საქმიანობისა და მუშაობის პროცესის მიმდინარეობის შესახებ;
    მ) უზრუნველყოფს ცენტრის საფინანსო საქმიანობის კანონიერებას;
    ნ)მოითხოვს ანგარიშვალდებულ პირთა ანგარიშს მათი საქმიანობის შესახებ;
    ო) უფლებამოსილების ფარგლებში უზრუნველყოფს კანონმდებლობით,მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით და ამ წესდებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებების განხორციელებას;
    პ)დადგენილი წესით ხსნის ანგარიშებს საბანკო დაწესებულებებში;
    ჟ) დირექტორის მოადგილე დირექტორის დავალებით ასრულებს სხვა უფლებამოსილებებს;
    რ) დირექტორის მოადგილეს თანამდებობაზე ნიშნავს და თნამდებობიდან ათავისუფლებს ცენტრის დირექტორი.
    მუხლი 7. ცენტრის ქონება,დაფინანსება,ანგარიშგება
    1.დასახული მიზნებისა და ფუნქციების განსახორციელებლად ცენტრს გადაეცემა შესაბამისი ქონება
    კანონმდებლობის შესაბამისად; უსასყიდლოდ უზუფრუქტის წესით საკრებულოს მიერ. გამოიყენება მხოლოდ წესდების შესაბამისად.
    2. ცენტრის დაფინანსების წყაროებია:
    ა) ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი სახსრები;
    ბ) სახელმწიფო შეკვეთის შესრულებიდან მიღებული შემოსავალი;
    გ) ფასიანი სწავლებიდან მიღებული სახსრები, საჩუქრად, გრანტისა და შემოწირულობების სახით მირებული თანხები;
    დ) ხელშეკრულების საფუძველზე შესრულებული სამუშაოდან მიღებული შემოსავალი;
    ე) კანონმდებლობით ნებადართული დამხმარე სახის სამეურნეო საქმიანობიდან მიღებული შემოსავლები;საქართველოსა და უცხოეთის ფიზიკურ და იურიდიელ პირთა მიერ გადმოცემული ქონება;
    ვ) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები.
    3. ამ მუხლით განსაზღვრული სახსრები კანონმდებლობის შესაბამისად ხმარდება მხოლოდ ცენტრის მიზნებისა და ფუნქციების განხორციელებას.ცენტრის სახსრების სხვა მიზნებით გამოყენება დაუშვებელია.
    4. ცენტრი ვალდებულია კანონმდებლობით დადგენისი წესით შეადგინოს ბალანსი და აწარმოოს საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აღრიცხვა-ანგარიშგება.
    მუხლი 8. ცენტრის საქმიანობის კონტროლი
    1.ცენტრის საქმიანობის კონტროლი გულისხმობს ცენტრის მიერ განხორციელებულ საქმიანობის კანონიერების,მიზანშეწონილობის,ეფექტურობის და საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის ზედამხედველობას.
    2. ცენტრის საქმიანობის კონტროლს თანამდებობის შესაბამისად ახორხიელებს ხარგაულის მუნიციპალიტეტის გამგებელი.
    მუხლი 9. ცენტრის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია
    1.ცენტრის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია ხდება მუნიციპალიტეტის გამგებლის გადაწყვეტილებით,ან კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
    2. ცენტრის ლიკვიდაციის პროცესი დაწყებულად ითვლება მისი რეგისტრაციის მომენტიდან.( მუნიციპალიტეტის გამგებლის გადაწყვეტილება ცენტრის ლიკვიდაციის პროცესის დაწყების შესახებ უნდა დარეგისტრირდეს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში.)
    3. ლიკვიდაცია ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
    4.ცენტრის ლიკვიდაციის შედეგად ცენტრის ქონება გადადის თვითმმართველობის საკუთრებაში ,ხოლო დარჩენილი ქონების (თუკი ასეთი არსებობს) მიღებაზე უფლებამოსილ პირებს განსაზღვრავს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულო კანონმდებლობის თნახმად.
    5. ლიკვიდაციას ახორციელებს ხელმძღვანელობის უფლებამოსილების მქონე პირი ან კანონით დადგენილი წესით დანიშნული ლიკვიდატორი. ლიკვიდატორი პასუხს აგებს,როგორც ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირი.
    მუხლი 10. წესდებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანას ახორციელებს მუნიციპალიტეტის გამგებელი .

     

    მუნიციპალიტეტის გამგებელი კობა ლურსმანაშვილი

     

    ვალუტის კურსი
    3.3043
    4.0147
    4.5223
  • სკოლის შესახებ
  • ადმინისტრაციის შესახებ
    Kharagauli.ge © ხარაგაულის მუნიციპალიტეტი