საექსკურსიო მარშრუტები მოსწავლეთათვის
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში
ექსკურსია „ბერების კლდეზე“

„ბერების კლდე“ მდებარეობს ხარაგაულში სოფ. ნუნისიდან 1,5 კმ-ში. დაბა ხარაგაულიდან ბერების კლდემდე 28 კმ-ია. აქედან 26 კმ-ის გავლა შესაძლებელია ნებისმიერი ტრანსპორტით, 2 კმ. ექსკურსიის მსურველებმა უნდა გაიარონ ფეხით. “ბერების კლდემდე“ ექსკურსანტებს შეუძლიათ დაათვალიერონ ხარაგაულის ისტორიული მუზეუმი დაბა ხარაგაულში, მოინახულონ კურორტი “ნუნისი“, ნუნისის „მამათა მონასტერი“ და „ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი“-ს შესანიშნავი ბუნება.
ექსკურსია “ ქუცუმას“ მთაზე

მარშრუტი -- უბისის წმინდა გიორგის მონასტერი, კოზმანის ეკლესია, ქუცუმას მთაზე
მდებარე წმინდა გიორგის ეკლესია.
ეს საექსკურსიო მარშრუტი მდებარეობს თბილისი -ლესელიძის ცენტრალურ საავტომობილო მაგისტრალზე ხარაგაულის მუნიციპალიტეტში.
- უბისის „წმ.გიორგის მონასტერი“ (IX ს.) მდებარეობს მდ.ძირულას ხეობაში სოფ.უბისის ჩრდილო-აღმოსავლეთით. ცენტრალური საავტომობილო გზიდან 200 მ-ში.
- „კოზმანის“ ეკლესია (VIII ს.) მდებარეობს მდ. ძირულას ხეობაში, მარცხენა ნაპირზე, ცენტრალური საავტომობილო გზიდან 6 კმ-ში (მისვლა შესაძლებელია ნებისმიერი ტრანსპორტით).
- „ქუცუმას“ მთა მდებარეობს რიკოთის უღელტეხილზე, სოფ.ხევის აღმოსავლეთით 5 კმ-ზე,სადაც მდებარეობს წმ.გიორგის ეკლესია ( XV ს.), ტრანსპორტირება შესაძლებელია ნებისმიერი სახის ტრანსპორტით. ეს ადგილი გამორჩეულია საოცარი ბუნებით.
ექსკურსია „დევის ხვრელში“

გამოქვაბული „დევის ხვრელი“ მდებარეობს დაბა ხარაგაულში ცენტრიდან
2 კმ-ში მდ.ჩხერიმელას მარჯვენა მხარეს.ტრანსპორტირება შესაძლებელია გამოქვაბულის ძირამდე. 0,5კმ ექსკურსანტებმა უნდა გაიარონ ფეხით.
„დევის ხვრელში“ აღმოჩენილია ზედა პალეოლითის ნაშთები,რომელიც დაახლოებით 50-40 ათასი წლის წინა ეპოქისაა. ექსკურსიის მსურველებს, გარდა „დევის ხვრელისა“ შესაძლებლობა ექნებათ დაათვალიერონ ისტორიული მუზეუმი ხარაგაულში და „ციხის ყელი“ ე.წ. „დევების წყაროს“ თავზე.
