{{string}}


სახელი:
E-მაილი
ტექსტი
ხარაგაულის მუნიციპალიტეტი
MUNICIPALITY OF KHARAGAULI
  • ხარაგაულის ოთარ აბაშიძის სახელობის სახალხო თეატრი

     

    საუკუნოვანი ტრადიციის მქონეა ხარაგაულის თეატრალური ცხოვრება. იგი ამ საუკუნის დასაწყისიდან იღებს სათავეს. მაშინ სასცენო მუშაობა საზოგადოების დიდ ინტერესს იწვევდა.

    1910 წლიდან კვლავ აღრძინდა თეატრალური საქმიანობა. ხარაგაულში მისი ხელშემწყობი ყოფილა სპირიდონ კიკნაძის ოჯახი, რომლის ეზოში იმართებოდა წარმოდგენები. ხარაგაულელი სცენისმოყვარენი სპექტაკლებს აჩვენებდნენ მოლითში, ხაშურში, ზესტაფონში, ძირულაში. მათი მოწვევით ხარაგაულში იმდროისათვის ცნობილი ბევრი მსახიობი თამაშობდა. აქ, სცენაზე შალვა დადიანიც კი მსახიობობდა. საიუბილეო საღამო გაუმართეს კოტე ყიფიანს. აღნიშნული საქმიანობის სულისჩამდგმელი იყო შალვა ხარაძე, რომლის გვერდშიც იდგა შემდეგ ცნობილი ექიმი ასკალონ ლომსაძე. მათ შემოკრებილი ყავდათ  ნიჭიერი ენთუზიასტები ნ. გურგენიძე, ნ. დეკანოსიძე, ტ. ვეფხვაძე, ე. მაღრაძე, ი. დეკანოსიძე, მ. მანჯავიძე, ლ. ჭიპაშვილი.

    მეტად შთამბეჭდავი იყო თეატრალური ცხოვრება 20_იან წლებში, იმ დროისთვის რკინიგზელთა კლუბი იყო სცენისმოყვარეთა დასის ადგილსამყოფელი. დასს კლუბის გამგე ნოე აბაშიძე ხელმძღვნელობდა. მასში ირიცხებოდნენ ანიკო კიკნაძე, ქეთევან შატბერაშვილი, სოფიო ბუაჩიძე, ნინო ებანოიძე, დავით ყიფშიძე, ეკატერინე ხარაძე, ირინე კიკნაძე, სავლე აბულაძ, დავით ყიფშიძე, პეტრე ვეფხვაძე, დავით თაბუკაშვილი, დავით ჩიკვაიძე, კაწირა და ირაკლი კიკნაძეები, მიხეილ გაბუნია და სხვები. მათ არაერთი სპექტაკლი დადგეს, რომელთაც დიდი აღფრთოვანებით ღებულობდა მაყურებელი.

    30_40 _იან წლებში ხარაგაულში მუდმივმოქმედი თეატრალური დასი არსებობდა, რომელსაც ზემოთხსენებული ნიჭიერი რეჟისორი ნოე აბაშიძე ხელმძღვანელობდა. დასის წევრები იყვნენ მარო ტაბატაძე, ქეთო ბუაჩიძე , სარა ჩიჯავაძე , სერგო კიკნაძე, პლატონ ორჯონიკიძე, პეტრე ბუაჩიძე, ზაქრო ციცქიშვილი, დავით ჭიპაშვილი, ალექსანდრე ბლუაშვილი, კ. აბაშიძე, უ. მეტრეველი, ვ. კვირიკაშვილი და სხვები.

    1943_1947 წლებში ხარაგაულის თეატრს სახელმწიფო სტატუსი ჰქონდა მინიჭებული. მაშინ ძირითადად იდგმებოდა ჰეროიკული პიესები „ლეიტენანტი გამიდოვი“, „რაისა ტარასოვა“ , „რობინ ჰუდი“, „პატარა კახი“, „სამშობლო“, „გეგეჭკორი“ ამ დროისათვის მიიღეს აქ ნათლობა დღეს უკვე აღიარებულმა  სახალხო არტისტებმა დრამის რეჟისორმა იური კაკულიამ და კინო რეჟისორმა დევი აბაშიძემ.

    დევი აბაშიძე ხარაგაულის სცენაზე დადგა ი. ჭავჭავაძის „კეთილი მეზობლები“ და კ. ბუაჩიძის „მკაცრი ქალიშვილები“, საგულისხმოა, რომ მთავარი როლების შემსრულებლად მან  მოიწვია ცნობილი მსახიობები იპოლიტე ხვიჩია და შოთა ხაჟალია.

    1959 წელს ხარაგაულის თეატრალურ კოლექტივს სახალხო წოდება მიენიჭა. მისი პირველი რეჟისორი იყო რესპუბლიკის დამსახურებული არტისტი,აწგანსვენებული ოთარ აბაშიძე. ვის სახელსაც დღეს ატარებს ხარაგაულის სახალხო თეატრი.იგი ამავე დროს წარმატებით მსახიობობდა კიდეც და არაერთი როლი განასახიერა ხარაგაულის სცენაზე.

    ძალზედ დიდია ბატონ ოთარის დამსახურება რაიონის თეატრალურ ცხოვრებაში, როგორც ნიჭიერი შემოქმედის, მსახიობთა მრავალი ტაობის აღმზრდელისა და დამრიგებლისა. ბატონ ოთარის მიერ ხარაგაულის სცენაზე განხორციელდა მრავალი სპექტაკლი. მათგან განსაკუთრებით აღსანიშნავია შ. მილორავას „მოხუცი გული“, პ.კაკაბაძის „ ყვარყვარე თუთაბერი“, მ. მთვარაძის „ სახსოვარი“, ნ. არეშიძის „შენ ჩემი შვილი არ ხარ“, გ. თელიას „ზედაზედი ქალი“. მეიო დენიკენის  „ბიჭუნა“ , ო. ტურიაშვილის „ალაშტრახი“, ც, სოლოდარის „ერთი დღე აგარაკზე“ და სხვა. ამასთან ერთად მისი ხელმძღვანელობით მრავალი მხატვრული ღონისძიება ჩატარდა რაიონში.

    ბატონ ოთართან ერთად სცენას ამშვენებდნენ ნიჭიერი სცენის მოყვარეები, რომელთაც ფასდაუდებელი ამაგი დასდეს ხარაგაულის თეატრს და კეთილი ხსოვნა დატოვეს. ესენი იყვნენ მარიამ ტაბატაძე, ნორა ჩოლოყაშვილი, პაშა გიორგაძე, თამარ ხარატიშვილი, ლენა ბუაჩიძე, ბიჭიკო აბაშიძე, გივი ბუაჩიძე, ვახტანგ ბერიძე, ოთარ კიკნაძე, გრიგოლ ტაბატაძე, ჯონდო გიორგაძე, გივი ხარატიშვილი, ელგუჯა და თენგიზ დეკანოსიძეები, შოთა ნიქაბაძე, ვაჟა სვანიძე, გიული ლომიძე და სხვა. არაერთი საინტერესო სცენური სახე შექმნა როლანდი ხიჯაკაძემ.

    თამაზ კიკნაძის სარეჟისორო მოღვაწეობა ამ თეატრში  სადიპლომო  სპექტაკლით „კოლმეურნის ქორწინება“  დაიწყო. განხორციელდა  გ. შატბერაშბვილის „ფიქრის გორა“, ა. სამსონიას „ ჩემი შვილი სიმონი“, ო.იოსელიანის „სანამ ურემი გადაბრუნდება“ ,ნ . დუმბაძის „საბრალდებო დასკვნა“ , დ.კლდიაშვილის „დარისპანის გასაჭირი“, „სოლომან მორბელაძე“, რ. ერისთავის „ჯერ დაიხოცნენ ,მერე იქორწინეს“ და სხვა.შთამბეჭდავია თეატრის მიერ მისი ხელმძღვანელობით მოპოვებული წარმატებანი. 1990 წელს გურჯაანში სახალხო თეატრების რესპუბლიკურ დათვალიერებაზე  „დარისპანის გასაჭირს“ მთავარი პრიზი მიენიჭა. იმავე სპექტაკლმა ლატვიის ქალაქ ლიმბაჟის მოყვარულთა თეატრების საერთაშორისო  ფესტივალზე საყოველთაო ღიარება მოიპოვა. რაშიც დიდი იყო თამაზ კიკნაძის ,როგორც მსახიობის დამსახურება. სპექტაკლის წარამტება დიდად განაპირობა პაშა გიორგაძის, გივი ხარატიშვილის, თამაზ იორდანიშვილის, ნიკო დეკანოსიძის, ირინა ჩხეიძის, ლუიზა კიკნაძის, მხატვრის გაიოზ შუბითიძის, მუსიკალური  გამფორმებლის დალი მერაბიშვილის ოსტატობამ.

    2001 წელს იმერეთის თეატრალურ  ფესტივალზე სახალხო თეატრის სპექტაკლს „ჯერ დაიხოცნენ,მერე იქორწინეს“ მიენიჭა მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო თეატრის სპეციალური პრიზი „მსახიობთა საუკეთესო გუნდისათვის“, ხოლო თამაზ კიკნაძეს პრიზი მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისათვის. მსახიობთა უფროს თაობას კარგ პარტნიორობას უწევენ ახალგაზრდები თამთა მეტრეველი, გია მეგრელიშვილი, თამარ მეტრეველი, კოტე კიკნაძე, ნიკო მაჭავარიანი, პაატა გოგოლაძე, ნინო ნანიტაშვილი, ტარიელ მდინარაძე. სახალხო თაეტრში სხავადასხვა დროს რეჟისორებად მუშაობდნენ: დ. კამკამიძე, ო. ჩხეიძე, დ. ბოგვერაძე. მხატვრებად: ი. პეტრაიტისი, ი. ხუროშვილი, ვ. შარიქაძე, რ. ბაკურაძე, გ. ბერეჩიკიძე, ა. გოგოლაძე, გ. შუბითიძე.

    ხარაგაულის სახალხო თეატრში 1959 წლიდან დაიდგა შემდეგი სპექტაკლები:

    1.       ე. რანეტი  „გზააბნეული შვილი“.
    2.       ნ. არეშიძე  „ შენ ჩემი შვილი არ ხარ“.
    3.       კ. ბუაჩიძე   „მკაცრი ქალიშვილები“.
    4.       ნ. ანანიაშვილი  „პროფესია“.
    5.       პ.კაკაბაძე „კოლმეურნის ქორწინება“.
    6.       პ.კაკაბაძე  „ყვარყვარე თუთაბერი“.
    7.       დ. კლდიაშვილი „ დარისპანის გასაჭირი“.
    8.       ს. მთვარაძე „სახსოვარი“.
    9.       ა. სტეფანსკი „ ჯადო“.
    10.   ლ. მილორავა „ კერპჯიუტა“
    11.   მ.ენიკენი  „ბიჭუნა“.
    12.   ლ. საველივე „ მცდარი ნაბიჯი“
    13.   ა. დევიძე „სადიპლომო სპექტაკლი“
    14.   კაჭკაჭიშვილი „ამბავი ორი ბიჭისა“
    15.    ც. სოლოდარი „ერთი დღე აგარაკზე“
    16.   გ. მოდებაძე „ ორნაირი სიყვარული“
    17.   ა.სამსონია „ჩემი შვილი სიმონი“
    18.   გ.გიგაური „განთიადისას“
    19.   ლ.მილორავა „სადიყო ჭკუა“
    20.   კ. მეძველია „შეხვედრა მეორედ“
    21.   გ. თელია „ ზედაზელი ქალი“
    22.   ა. დევიძე „ ჩვენ ყველანი“
    23.   კ.შატბერაშვილი „ფიქრის გორა“
    24.   გ. კლდიაშვილი „ბუხრები“
    25.   რაზმაძე „საქმროების არჩევანში“
    26.   გ. მოდებაძე „ცხოვრების გზაზე“
    27.   ი. ტაბიძე „შავი წიგნი“
    28.   ო.იოსელიანი „სანამ ურემი გადაბრუნდება“
    29.   ი. ჭავჭანიძე „ კეთილი მეზობლები“
    30.   მ შამხალოვი „დედამთილი“
    31.   ნ. ხუნწარია „ხუმრობას ნუ ეხუმრებით“
    32.   ნ. დუმბაძე „ თეთრი ბაირაღები“
    33.   ა. ჩხაიძე „დაბრუნება“
    34.   რ. ერისთავი „ ჯერ დაიხოცნენ, მერე იქორწინეს „
    35.   დ. კლდიაშვილი „ სოლომონ მორბელაძე“

    საესტრადო მუსიკალური სანახაობები

    1.       მ. გოგიაშვილი „ მოგველოდით და მოვედით“
    2.       ნ . ხუნწარია „ზოგჯერ ასეც ხდება“
    3.       თ. ფერაძე „შედევრების გამოფენა“
    4.       ვ. პატარაია „განა ყველა კაცია“
    5.       ნ. არეშიძე „ არვინ გაგვიგოს“
    6.       აკ. წრეთელი „ კომედიების საღამო“
    7.       ს. წერეთელი „ იმხიარულეთ ჩვენთან ერთად“

     

     

     

     

     

    ვალუტის კურსი
    http://www.nbg.ge/rss.php not found!
  • ცენტრის შესახებ
  • ადმინისტრაციის შესახებ
  • ანსამბლი უბისი
  • ფოლკლორული ანსამბლი კახორი
    Kharagauli.ge © ხარაგაულის მუნიციპალიტეტი