{{string}}


სახელი:
E-მაილი
ტექსტი
ხარაგაულის მუნიციპალიტეტი
MUNICIPALITY OF KHARAGAULI
  • წესდება

     

    დამტკიცებულია
    ხარაგაულის მუნიციპალიტეტის
    საკრებულოს 2007წლის 30 ივლისის
    №40 განკარგულებით.

    არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის - ხარაგაულის
    ისტორიული მუზეუმის
    წესდება
    მუხლი 1. იურიდიული სტატუსი და ადგილსამყოფელი
    1. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ისტორიული მუზეუმი (შემდგომში „მუზეუმი“) არის არასამეწარმეო (არაკომერციული ) იურიდიული პირი.
    2. მუზეუმი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს კანონებით სხვა სამართლებლივი აქტებით და ამ წესდებით.
    3. მუზეუმის სახელწოდებაა არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი „ხარაგაულის ისტორიული მუზეუმი“
    4. მუზეუმი შექმნილია და ფუნქციონირებს ხარაგაულის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის ბაზაზე და წარმოადგენს მის სამართალმემკვიდრეს.
    5. მუზეუმს აქვს დამოუკიდებელი ბალანსი, ბეჭედი და შტამპი საკუთარი დასახელებით, საბანკო ანგარიშები და იურიდიული პირისათვის დამახასიათებელი რეკვიზიტები.
    6. იურიდიული მისამართი : დ. ხარაგაული, 9 აპრილის № 47, ტელ: 8(433) 22-14-16

    მუხლი 2. მუზეუმის მიზნები, ამო0ცანები და საქმიანობის საგანი
    1. მუზეუმში დაცული საგანძური წარმოადგენს ქვეყნის კულტურულ მემკვიდრეობას, სახელმწიფო საკუთრებას, ეროვნული სიმდიდრის შემადგენელ ნაწილს, ერის მატერიალური და სულიერი კულტურის ძეგლების ერთობლიობას, ხელშეუხებელ ერთიან სამუზეუმო ფონდს.
    2. მუზუმის ძირითადი მიზნები და ამოცანები:
    ა) სამუზეუმო ფონდის შევსების და სრულყოფის მიზნით შეიძინოს ან შემოწირულობა - საჩუქრის სახით შეკრიბოს ისტორიისა სა კულტურულ ცხოვრებასთან დაკავშირებული მატერიალური და სულიერი კულტურის ძეგლები.
    ბ) დააკომპლექტოს, მოუაროს, დაიცვას, მეცნიერულად შეისწავლოს და პოპულარიზაცია გაუწიოს ზემოთხსენებულ კულტურულ ფასეულობებს.
    გ) მოაწყოს ექსპოზიციები და დროებითი გამოფენები.
    3. მუზეუმს უფლება აქვს:
    ა) ითანამშროლოს ხელოვნების სხვადასხვა დარგის მოღვაწეებთან, კულტურის სფეროს დაწესებულებებთან, არასამთავრობო და კომერციულ ორგანიზაციებთან, შემოქმედებით კოლექტივებთან და ცალკეულ ხელოვანებთან, შეიმუშაოს კულტურული პროგრამები თავისი საქმიანობის სფეროში.
    ბ) ჩაატაროს სამეცნიერო სესიები და სემინარები, მოაწყოს არქეოლოგიური,ეთნოგრაფიული თუ სხვა სახის ექსპედიციები რაიონის ფარგლებში.
    გ) მოაწყოს სტაციონალური ექსპოზიცია და მოძრავი გამოფენები.
    დ) განახორციელოს „მუზეუმის შესახებ“ საქართველოს კანონითა და საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა საქმიანობა.


    მუხლი 3. მუზეუმის მართვა

    1. მუზეუმის მართვას ახორციელებს დირექტორი , რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს მუნიციპალიტეტის საკრებულო.
    2. მუზეუმის დირექტორი:
    ა) ხელმძღვანელობ მუზეუმის საერთო საქმიანობას და პასუხისმგებელია ამ საქმიანობის კანონიერებასა და ეფექურობაზე.
    ბ) მინდობილობის გარეშე წარმოადგენს მუზეუმს ყველა ინსტანციაში, ნიშნავს რწმუნებულებს, გასცემს მინდობილობებს, მუზეუმის სახელით დებს გარიგებებს.
    გ) მოქმედი კანონმდებლობისა და წინამდებარე წესდების შესაბამისად, განაგებს მუზეუმის ქონებას და საფინანსო სახსრებს. პასუხისმგებელია მათ კანონიერ გამოყენებაზე.
    დ) საქართველოს შრომის კოდექსის შესაბამისად წარმართავს შრომით ურთიერთობებს.
    ე) მუზეუმის წინაშე მდგარი რიგი საკითხების გადასაწყვეტად უფლებამოსილია შექმნას დროებითი სამუშაო ჯგუფები, კომისიები. ამტკიცებს დაწესებულების შინაგანაწესს, სტრუქტურას და სამსახურებრივ ინსტრუტციებს.

    მუხლი 4. სახელმწიფო კონტროლი
    მუზეუმის საქმიანობის სახელმწიფო კონტროლი ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

    მუხლი 5. მუზეუმის საქმიანობის ბუღალტრული აღრიცხვა-ანგარიშგება
    მუზეუმი ვალდებულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აწარმოოს საფინანსო- ეკონომიკური საქმიანობა.

    მუხლი 6. მუზეუმის დაფინანსების წყაროები
    1. მუზეუმის დაფინანსების წყაროებია :
    ა) შესაბამისი ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი სახსრები.
    ბ) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავალი.
    2. ამ მუხლის პირველ პუნქტში ჩამოთვლილი ფინანსური სახსრები და შემოსავლები მთლიანად ხმარდება მუზეუმის წესდებით განსაზღვრული მიზნებისა და ფუნქციების განხორციელებას. მუზეუმის სახსრების სხვა მიზნით გამოყენება აკრძალულია.

     

     

     

    ვალუტის კურსი
    http://www.nbg.ge/rss.php not found!
  • მუზეუმის შესახებ
  • ადმინისტრაციის შესახებ
    Kharagauli.ge © ხარაგაულის მუნიციპალიტეტი