სამსახურის უფროსი
გიორგი ჭყოიძე
დაიბადა 1990 წლის 22 ნოემბერს.
2009 წელს დაამთავრა აკადემიკოს ევგენი ხარაძის სახელობის, ხარაგაულის №3 საშუალო სკოლა და ჩაირიცხა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე. 2012 წელს გადავიდა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ბიზნესის ადმინისტრირების (საბანკო-საფინანსო საქმე) ფაკულტეტზე, რომელიც დაამთავრა 2015 წელს ფინანსისტის სპეციალობით.
2011 წელს თანადამფუძნებლებთან ერთად დააფუძნა ა(ა)იპ „ახალგაზრდა ინიციატორთა კავშირი“. იყო აღნიშნული ა/ო-ს გამგეობის წევრი და ხელმძღვანელობდა საფინანსო-საორგანიზაციო მიმართულებებს.
2014-2015 წლებში გაიარა სტაჟირება ფინანსთა სამინისტროს საბიუჯეტო დეპარტამენტში. სტაჟირების დასრულების შემდგომ, 2015 წლის ივნისიდან - 2015 წლის ნოემბრამდე, მუშაობა განაგრძო ხარაგაულის მაჟორიტარი პარლამენტის წევრის ბიუროში ფინანსისტად.
2015 წლის ნოემბრიდან - 2016 წლის დეკემბრამდე მუშაობდა ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატში.
2017 წლის იანვრიდან - 2018 წლის თებერვლამდე მუშაობდა ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტისა და მონიტორინგის სამსახურის მეორე კატეგორიის უმცროს სპეციალისტად.
