{{string}}


სახელი:
E-მაილი
ტექსტი
ხარაგაულის მუნიციპალიტეტი
MUNICIPALITY OF KHARAGAULI
  • კობა ლურსმანაშვილი ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლაში ეფექტურ მუნიციპალურ მართვაზე ლექციას წაიკითხავს

     

    ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგებელმა კობა ლურსმანაშვილმა ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის დირექტორის ქეთევან ჯაყელისგან,   ეფექტური მუნიციპალური მართვის თემაზე საჯარო ლექციის  წასაკითხად  მოწვევა მიიღო.

    ქეთევან ჯაყელი მოწვევას კობა ლურსმანაშვილის ფეისბუქ გვერდზე აქვეყნებს.

    ,, ბევრი კარგი საქმე გაქვთ გაკეთებული და კიდევ ბევრს ველოდებით თქვენგან. მუნიციპალურ მართვაში წარმატებას ორი რამ ესაჭიროება: კომპეტენტურობა და იმ მუნიციპალიტეტის სიყვარული, რომელსაც ემსახურები, ეს ორივე მახასიათებელი თქვენ გაგაჩნიათ, ხოდა აქვე, საჯაროდ მინდა მოგიწვიოთ ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლაში საჯარო ლექციის წასაკითხად ეფექტური მუნიციპალური მართვის თემაზე. ვფიქრობ,სხვებსაც უნდა გაუზიაროთ თქვენი გამოცდილება და დაეხმაროთ, რომ გახდნენ წარმატებული საჯარო მოხელეები“ - წერს ქეთევან ჯაყელი.

     

    5 იანვარი 2016

    ნანახია: 904 - ჯერ

    ვალუტის კურსი
    http://www.nbg.ge/rss.php not found!
    Kharagauli.ge © ხარაგაულის მუნიციპალიტეტი