{{string}}


სახელი:
E-მაილი
ტექსტი
ხარაგაულის მუნიციპალიტეტი
MUNICIPALITY OF KHARAGAULI
  • ფრაქცია,, ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო"

       პაატა გოგოლაძე 

         ელ.ფოსტა: gogoladzep@mail.ru

         ტელეფონი: 595 51 98 15

     

     

    ბიოგრაფია

    პაატა გივის - ძე გოგოლაძე დაიბადა 1968 წლის 23 სექტემბერს ორჯონიკიძის რაიონში, დაბა ორჯონიკიძეში.

    1975 წელს შევიდა და 1985 წელს დაამთავრა  დაბა ორჯონიკიძის, გიორგი თავზიშვილის სახელობის №2 საშუალო სკოლა.

    1987 წელს ჩააბარა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ეკონომიურ ფაკულტეტზე, რომელიც დაამთავრა 1993 წელს  ფასწარმოქმნის ეკონომისტის სპეციალობით.

    1992 – 95 წლებში მუშაობდა საქართველოს პარლამენტის აპარატში მაჟორიტარი დეპუტატის საპარლამენტო წარმომადგენლობაში.

    1995-98 წლებში მუშაობდა ხარაგაულის საგადასახადო ინსპექციის კონტროლის განყოფილებაში უფროს ინსპექტორად.

    1998 – 2002 წლებში არჩეული იყო ხარაგაულის რაიონის საკრებულოში, საფინანსო-საბიუჯეტო და ინფრასტრუქტურის კომისიის თავმჯდომარედ.

    2002-2007 წლებში გახლდათ შპს ,,საქართველოს ფოსტა“-ს ხარაგაულის ფილიალის უფროსი.

    2011 წელს -  ა.ა.ი.პ. ,,ხარაგაულის კულტურის ცენტრთან“ არსებული სახალხო თეატრის რეჟისორი.

    2013 წლის მარტში დაინიშნა ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილედ.

    2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ არჩეული გახლდათ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ეკონომიკის, ქონების მართვისა და  ინფრასტრუქტურის საკითხთა კომისიის თავმჯდომარედ. 2014 წელს პირადი განცხადების საფუძველზე გათავისუფლდა თანამდებობიდან და დაინიშნა ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგებლის პირველ მოადგილედ. 2016 წლის ნოემბრიდან ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგეობის შიდა აუდიტისა და მონიტორინგის სამსახურის უფროსი გახლდათ. 

    ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.

     

     

    შიდა აუდიტისა და მონიტორინგის 

    ვალუტის კურსი
    http://www.nbg.ge/rss.php not found!
    Kharagauli.ge © ხარაგაულის მუნიციპალიტეტი