{{string}}


სახელი:
E-მაილი
ტექსტი
ხარაგაულის მუნიციპალიტეტი
MUNICIPALITY OF KHARAGAULI
  • სამსახურის შესახებ

     

     

     

    ხარაგაულის ხალხური შემოქმედების სახლი დაფუძნდა 2010 წელს
     
     
    ხალხური შემოქმედების სახლში მუშაობს შემდეგი შემოქმედებითი წრეები:
    ხალხური სიმღერის ჯგუფი - ლოტბარი მაია მაღრაძე
    ბავშვთა უმცროსი ასაკის ანსამბლი ,, საუნჯე“
    მოზარდთა ანსამბლი ,,საუნჯე“
    ვაჟთა ანსამბლი ,,კახორი“
    ქორეოგრაფიული ანსამბლი ,,საუნჯე“ – 2 ასაკობრივი ჯგუფი (ქორეოგრაფი რომან ბუაჩიძე)
    ხალხური შემოქმედების სახლში ფუნქციონირებს სხვადასხვა ფოლკლორული წრე
    ფანდური (პედაგოგი მაია მაღრაძე)
    გალობა ( პედაგოგი მაია მაღრაძე)
    ჩონგური ( პედაგოგი ნიკოლოზ კვაშილავა)
    სალამური ( პედაგოგი გიორგი ბერაძე)
    ხალხური ზეპირსიტყვიერება -( პედაგოგი თამარ ავალიშვილი)
    ხელით ნაკეთობები - (პედაგოგი ინგა ლურსამაშვილი)
    ანსამბლი ,,საუნჯე“ 1997 წელს შეიქმნა. შექმნის დღიდან ანსამბლი მონაწილეობას ღებულობს სხვადასხვა რესპუბლიკურ და საერთაშორისო ფესტივალ კონკურსებში საიდანაც გამარჯვებულის სტატუსით ბრუნდება.
     
     

    ანსამბლს მიღებული აქვს ,,გრან-პრი“ , ,,ოქროს ბულბული“, პირველი ადგილები , ვიმპელები, სიგელები, ანსამბლის ყველა მონაწილეს მიღებული აქვს ლაურეატის წოდება, ხოლო ხელმძღვანელს დალი მაღრაძეს და ლოტბარს მაია მაღრაძეს ,,მოძღვარის“ დიპლომი.
    ქალაქ თელავში 2014 წლის ნოემბრის თვეში ჩატარდა ფოლკლორული ფესტივალი ,,შენ ხარ ვენახი“, სადაც ,,საუნჯესა“ და ,,კახორს“ გადაეცა ,,შენ ხარ ვენახის“ ემბლემა.
     
     
    ანსამბლი ,,კახორი“ 2012 წელს შეიქმნა ანსამბლ ,,საუნჯის“ ზრდასული მომღერლების ინიციატივით. ანსამბლი არის 2 გრანპრისა და ბულგარეთში ქალაქ ნესემბერში გამართული საერთაშორისო ფოლკლორული ფესტივალის პირველი ადგილის მფლობელი.
    2014 წლის ივლისის თვეში ქალაქ ქობულეთში გამართულ საერთაშორისო ფესტივალზე ხალხური შემოქმედების სახლს გადაეცა გრან-პრი.
     
     
    ქორეოგრაფიული ანსამბლი ,,საუნჯე“ შეიქმნა 2012 წელს.
     
     
     
     
    ანსამბლმა მონაწილეობა მიიღო ქობულეთში გამართულ საერთაშორისო ფოლკლორულ ფესტივალზე სადაც ქორეოგრაფი რომან ბუაჩიძე დასახელდა საქართველოში საუკეთესო ქორეოგრაფად და გადაეცა ოქროს მედალი.
    ხალხური შემოქმედების სახლის მიზანი: ქართული ფოკლორის უნიკალური ნიმუშების დაცვა და ისეთი პროექტების განხორციელება , რომელიც ხალხური ფოლკლორული მემკვიდრეობის შენარჩუნებას ისახავს მიზნად.
     
     
     
    ვალუტის კურსი
    http://www.nbg.ge/rss.php not found!
  • განათლება
  • ადმინისტრაციის შესახებ
    Kharagauli.ge © ხარაგაულის მუნიციპალიტეტი