{{string}}


სახელი:
E-მაილი
ტექსტი
ხარაგაულის მუნიციპალიტეტი
MUNICIPALITY OF KHARAGAULI
  • სამოქალაქო განათლების ოლიმპიადა ორგანიზაცია “მოქალაქის” პროექტია, რომელსაც გამოცდების ეროვნული ცენტრი ახორციელებს

    15 დეკემბერს, ხარაგაულის საგანმანათლებლო რესურსცენტრში სამოქალაქო განათლების ოლიმპიადაში გამარჯვებული მოსწავლეები დააჯილდოეს. სამოქალაქო განათლების ოლიმპიადა ორგანიზაცია “მოქალაქის” პროექტია, რომელსაც გამოცდების ეროვნული ცენტრი ახორციელებს. პროექტში გამარჯვებულების დაჯილდოება ორ ეტაპად გაიმართა. პირველი ეტაპი ქუთაისში ჩატარდა, სადაც მოსწავლეები გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, მაია მიმინოშვილმა დააჯილდოვა. ქუთაისში, ხარაგაულიდან ბორის საჯარო სკოლა-პანსიონის მოსწავლე - ფერიდე ბერაძე, წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის გიმნაზიის მოსწავლე - არჩილ მაისურაძე და მე-2 საჯარო სკოლის მოსწავლე - ნათია ტაბატაძე დაჯილდოვდნენ. ოლიმპიადის პირველი ტურის გამარჯვებულებს გადაეცათ სერტიფიკატები და სამახსოვრო საჩუქრები.
    სამოქალაქო განათლების ოლიმპიადაში გამარჯვებული მოსწავლეების დაჯილდოების მეორე ეტაპი, ხარაგაულის საგანმანათლებლო რესურსცენტრში გაიმართა. გამარჯვებულებს სახელმძღვანელოები, წიგნის მაღაზიის 50 ლარიანი ვაუჩერი და სამახსოვრო საჩუქრები გადაეცათ.
    ხარაგაულის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსმა, დავით კიკნაძემ პროექტის მნიშვნელობაზე ისაუბრა და თითოეულ მონაწილეს მონაწილეობისათვის მადლობა გადაუხადა: „სამოქალაქო სექტორი ისეთ განვითარებად ქვეყნებში, როგორიც საქართველოა გაცილებით უფრო სუსტად მუშაობს, ვიდრე განვითარებულ ქვეყნებში. ამიტომ, ვფიქრობ, ეს პროექტი ნამდვილად მნიშვნელოვანია. იგი მიზნად ისახავს, მოსწავლე-ახალგაზრდობის დემოკრატიული საზოგადოების სრულფასოვან წევრებად ჩამოყალიბებას. ჩვენ რამდენიმე წლის შემდეგ თქვენი სახით ისეთი თაობა გვეყოლება, რომელიც ქვეყნის ისტორიაში თავის სიტყვას იტყვის. თითოეულ თქვენთაგანს და თქვენს სკოლას ვულოცავ ამ წარმატებას.“

    დაბის 2 საჯარო სკოლის მოსწავლე - ანი აბაშიძე.

    დაბის 2 საჯარო სკოლის მოსწავლე - მაჭავარიანი ნონა.

    დაბის 3 საჯარო სჯკოლის მოსწავლე - ნინო ჭყოიძე.

    მარელისის საჯარო სკოლა - მარიამ ფცქიალაძე.

    ბაზალეთის საჯარო სკოლა - გიორგი კვირიკაშვილი.

    ბაზალეთის საჯარო სკოლა- შველიძე ნათია.

    ბორის საჯარო სკოლა-პანსიონი  - დეა ბერაძე.

    ბორის საჯარო სკოლა-პანსიონი  - გვანცა ბერაძე.

    ბორის საჯარო სკოლა-პანსიონი  - სპარტაკ ნიქაბაძე.

    ვახანის საჯარო სკოლა - მერი ღონღაძე.

    ღორეშის საჯარო სკოლა - ელგუჯა მჭედლიძე.

    ხევის საჯარო სკოლა - მარიამ გრიგალაშვილი.

    ხევის საჯარო სკოლა - თამარ ხაჩიძე.

    ხარაგაულის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის გიმნაზია - სოფიო შველიძე.

       

     

    15 იანვარი 2016

    ნანახია: 835 - ჯერ

    ვალუტის კურსი
    http://www.nbg.ge/rss.php not found!
    Kharagauli.ge © ხარაგაულის მუნიციპალიტეტი