{{string}}


სახელი:
E-მაილი
ტექსტი
ხარაგაულის მუნიციპალიტეტი
MUNICIPALITY OF KHARAGAULI
  • პროექტის მიზანი ახალგაზრდა თაობაში ქართული სიმღერისადმი ინტერესის  გაღვიძებაა

     

    ხარაგაულის კინოთეატრში ფესტივალ „იმერეთის ხმის“ შესარჩევი კონკურსი გაიმართა. შესარჩევი კონკურსი ორ ასაკობრივ კატეგორიაში ჩატარდა.
    შესარჩევ კონკურსში მონაწილეობა ლეღვანის, ხევის, ვაშლევის , დაბის № 2 საჯარო სკოლის და წმ.ანდრია პირველწოდებულის სახელობის სასულიერო გიმნაზიის მოსწავლეებმა მიიღეს.
    ჟიურის მიერ შერჩეული იქნა წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის სასულიერო გიმნაზიის მოსწავლეები ნინო რამიშვილი (X კლასი), თათული ლურსმანშვილი (VII კლასი) და მარიამ მანჯავიძე (VII კლასი).
    ფესტივალ ,,იმერეთის ხმის“ შემდეგი ეტაპი ქუთაისში აპრილის ბოლოს გაიმართება. ადგილზე შერჩეული კონკურსანტები, საკონკურსო სიმღერით, ჟურის წინაშე ოპერის თეატრში წარსდგებიან. მონაწილეები შედევრებს ქართული კინო მუსიკიდან შეასრულებენ.
    პროექტის მიზანია, ქართული სიმღერის, როგორც ეროვნული ფენომენის პოპულარიზაცია, იმერეთის რეგიონში ახალგაზრდა ნიჭიერ მომღერალთა წარმოჩენა. ახალგაზრდა თაობაში ქართული სიმღერისადმი ინტერესის გაღვიძება, ახალგაზრდა თაობის გემოვნებიან მსმენელად ჩამოყალიბება.
    ფესტივალს კომპეტენტური ჟიური შეაფასებს, რომლის შემადგენლობაშიც ცნობილი სახეები იქნებიან. ჟიურის თავმჯდომარე ქალბატონი მარიკა კვალიაშვილი გახლავთ.
    შეგახსენებთ, რომ გასული წლის „იმერეთის ხმის“ გამარჯვებული და მთავარი პრიზის გრან-პრის მფლობელი, ხარაგაულელი სალომე კვირიკაშვილი გახდა.

     

     

    1 აპრილი 2016

    ნანახია: 543 - ჯერ

    ვალუტის კურსი
    http://www.nbg.ge/rss.php not found!
    Kharagauli.ge © ხარაგაულის მუნიციპალიტეტი