{{string}}


სახელი:
E-მაილი
ტექსტი
ხარაგაულის მუნიციპალიტეტი
MUNICIPALITY OF KHARAGAULI
  • ღონისძიებიდან შემოსული თანხით თბილისში მომხდარი სტიქიის შედეგად  დაზარალებულებს დაეხმარნენ

    28 ივლისს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდული საკრებულოს ინიციატივით, ხარაგაულის კინოთეატრში, 13 ივნისს მომხდარი სტიქიის შედეგად დაზარალებუთა დასახმარებლად საქველმოქმედო ღონისძიება ჩატარდა. ღონისძიებაში ხარაგაულის ხალხური შემოქმედების სახლთან არსებული ფოლკლორული ანსამბლი „კახორი“ და ქორეოგრაფიული  ანსამბლი „საუნჯე“, კულტურის ცენტრთან არსებული ქორეოგრაფიული ანსამბლი „უბისი“, ბორის სკოლა-პანსიონის ფოლკლორული ანსამბლი „მთიები“, მომღერლები სალომე კვირიკაშვილი, დები თიკო და თათული ლურსმანაშვილები, თიკო ჯანიაშვილი და ნია ბერაძე  მონაწილეობდნენ. აქცია-კონცერტის ფარგლებში, კინოთეატრის შესასვლელში,  ხარაგაულელი ახალგაზრდების ნახატებისა და ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა მოეწყო. საქველმოქმედო ღონისძიებიდან შემოსული თანხით ახალგაზრდული საკრებულოს წევრებმა არამალფუჭებადი საკვები პროდუქტები და პირველადი მოხმარების ნივთები შეიძინეს და 13 ივნისის სტიქიით დაზარალებულთა დასახმარებლად (გამგეობის მიერ გამოყოფილი ტრანსპორტით) თბილისში ჩაიტანეს. ახალგაზრდული საკრებულოს თავმჯდომარე, ნანა ჭიპაშვილი მადლობას უხდის ყველას, ვინც ამ კონცერტის ჩატარებაში წვლილი შეიტანა: „მადლობა მუნიციპალიტეტის გამგეობას, კულტურის სახლს და საგანმანათლებლო რესურსცენტრს გვერდში დგომისთვის. მათ გარკვეული წვლილი შეიტანეს საქველმოქმედო ღონისძიების ჩატარებაში, მადლობა თითოეულ მონაწილეს, რომ არა ისინი, ეს კონცერტი ასეთი კარგი ვერ გამოვიდოდა“ - განაცხადა ნანა ჭიპაშვილმა ჩვენთან საუბარში.  

      

    1 ივლისი 2015

    ნანახია: 802 - ჯერ

    ვალუტის კურსი
    http://www.nbg.ge/rss.php not found!
    Kharagauli.ge © ხარაგაულის მუნიციპალიტეტი