{{string}}


სახელი:
E-მაილი
ტექსტი
ხარაგაულის მუნიციპალიტეტი
MUNICIPALITY OF KHARAGAULI
  • სულ მალე, ხარაგაულელი მკითხველი იზა ვეფხვაძის ახალ წიგნს იხილავს

     

     " სულიკო ციმაკურიძე და ანსამბლი "ოდილა" - ასე ეწოდება იზა ვეფხვაძის ახალ წიგნს,რომელსაცმკითხველი  სულ მალე იხილავს.  წიგნში მოთხრობილი იქნება სულიკო ციმაკურიძის მიერ განვლილი სახელოვანი გზა , ფოლკლორის და ქართული სიმღერის სამსახურში50 ღირსეულად გატარებული წელი, ანსაბლ "ოდილას წარმატებები, გამარჯვებები, მიღწევები და დამსახურება ქართული სასიმღერო ფოლკლორის წინაშე. ანსამბლი ოდილა 1975 წელს კიცხის სასოფლო კლუბთან, სულიკო ციმაკურიძის ხელმძღვანელობით შეიქმნა, ანსამბლმადა მისმა ხელმძღვანელმა სულიკო ციმაკურიძემ 70 -ზე  მეტი სიმღერა გადაარჩინა გაქრობა-დაკარგვას. ანსამბლი წლების განმავლობაში დიდი წარმატებით გამოდიოდა და გამოდის ფესტივალებზე, კონკურსებზე, სახალხო ზეიმებსა და კონცერტებზე. არის არაერთი გრანპრის, სიგელის, მედლის, ჯილდოს მფლობელი, ოთხგზის ლაურეატი. ,,ოდილა" ხარაგაულის კულტურული ცხოვრების ჭეშმარიტი მარგალიტია.

     

    8 სექტემბერი 2015

    ნანახია: 542 - ჯერ

    ვალუტის კურსი
    http://www.nbg.ge/rss.php not found!
    Kharagauli.ge © ხარაგაულის მუნიციპალიტეტი