{{string}}


სახელი:
E-მაილი
ტექსტი
ხარაგაულის მუნიციპალიტეტი
MUNICIPALITY OF KHARAGAULI
  • ლაშის ადმინისტრაციულ ერთეულში, სოფლის მხარდამჭერი პროგრამის ფარგლებში 10 პროექტი განხორციელდა

    ლაშის ადმინისტრაციულ ერთეულში სოფლის მხარდამჭერი პროგრამის ფარგლებში 30 ათასი ლარის ღირებულების 10 პროექტი განხორციელდა.

    გამგებლის წარმომადგენლის ლაშის ადმინისტრაციულ ერთეულში კახა კვინიკაძის ინფორმაციით, სოფელ ლაშეში შეკეთდა ცენტრალური და საუბნო გზები, მოწესრიგდა სანიაღვრეები (6 ათასი ლარი),  აღდგენითი სამუშაოები ჩაუტარდა ავღანეთის ომში დაღუპული მეომრის მემორიალს (1000 ლარი) ,  სოფლისათვის შეძენილი იქნა სასმელი წყლის მილები (3 ათასი ლარი). ლაშის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ ღვერკში 5100 ლარი გაიხარჯა  შიდა საუბნო გზების რეაბილიტაციისათვის. 900 ლარით შეძენილი იქნა ელექტროწისქვილის ძრავი.სოფელ ხემეღალში 3000 ლარი დაიხარჯა მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა მემორიალის შესაკეთებლად.ამავე სოფელში წყლის სისტემის რეაბილიტაციისათვის 2000 ლარი, ხოლო სოფელ უჩამეთში წყლის რეზერვუარის რეაბილიტაციისათვის 800ლარი გაიხარჯა.

    სოფელ უჩამეთში გზის გარკვეულ მონაკვეთზე (38 მეტრზე) დაიგო ბეტონის საფარი. პროექტის ღირებულება 4200 ლარს შეადგენდა.სოფელ იგორეთში მოხდა ცენტრალური გზის რეაბილიტაცია ( 4000 ლარი) , აღნიშნულ სამუშაოების  შესასრულებლად ადგილობრივი ბიუჯეტიდან დამატებით 2000 ლარი გამოიყო.

      

     

    9 სექტემბერი 2015

    ნანახია: 374 - ჯერ

    ვალუტის კურსი
    http://www.nbg.ge/rss.php not found!
    Kharagauli.ge © ხარაგაულის მუნიციპალიტეტი