{{string}}


სახელი:
E-მაილი
ტექსტი
ხარაგაულის მუნიციპალიტეტი
MUNICIPALITY OF KHARAGAULI
  • 12 ოქტომბერს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა გაიმართა

     ხარაგაულში მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომა გაიმართა. სხდომაზე, დეპუტატებმა მუნიციპალიტეტის გამგებლისა  და საკრებულოს წევრების მოსახლეობასთან საჯარო შეხვედრების მოწყობის წესის დამტკიცების შესახებ იმსჯელეს. წესის თანახმად, მუნიციპალიტეტის გამგებელი და საკრებულოს წევრები ამომრჩეველს წელიწადში ერთხელ, 1 ნოემბრამდე წარუდგენენ ანგარიშს, რომლის გასაჯაროებას საკრებულოს აპარატი უზრუნველყოფს.

    საკრებულოს სხდომაზე, შემგეგ საკითხებს უყარეს კენჭი:

    1. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 04 მაისის N20 დადგენილებაში „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ტეგისტრირებულ სოციალურად დაუცველ და მძიმე ეკონომიური მქონე მოქალაქეებზე მატერიალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე;

    2.  ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის N19 დადგენილებაში „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგეობის საშტატო ნუსხისა და თანამდებობის პირთა და სხვა მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების ოდენობების განსაზღვრის შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე;

    3. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2007 წლის 18 ივნისის N27 განკარგულებით დამტკიცებულ არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის „ეთერ კიკნაძის სახელობის სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანების“ წესდებაში ცვლილების შეტანის თაობაზე;

    4. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგებლისა და მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების მიერ მუნიციპალიტეტის ამომრჩევლებთან საჯარო შეხვედრების მოწყობის წესის დამტკიცების შესახებ;

    5. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 6 ივლისის N 26 დადგენილების „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტჯიცების შესახებ“ ბათილად გამოცხადების თაობაზე.

     

    12 ოქტომბერი 2015

    ნანახია: 296 - ჯერ

    ვალუტის კურსი
    http://www.nbg.ge/rss.php not found!
    Kharagauli.ge © ხარაგაულის მუნიციპალიტეტი