{{string}}


სახელი:
E-მაილი
ტექსტი
ხარაგაულის მუნიციპალიტეტი
MUNICIPALITY OF KHARAGAULI
  • რატომ  ემუქრებიან  ბაზალეთის მაჟორიტარ დეპუტატს

    საკრებულოს სხდომაზე, საფინანსო–საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარემ, ვარლამ ჭიპაშვილმა განცხადება გააკეთა:

    „როდესაც ბაზალეთი–უბისის დამაკავშირებელ გზაზე გარე განათების ქსელის მოწყობის სამუშაოების შესრულების შესახებ განცხადება გავაკეთე, აღვნიშნე რომ „ხარაგაულკეთილმოწყობის“ სამსახური სამუშაოებს არაჯეროვნად ახორციელებდა. (განათების მონტაჟისას გზის მონკვეთები დაზიანდა). იქვე განვაცხადე, რომ თუ სამსახური ამ პრობლემას არ მოაგვარებდა მათ თანხას არ ჩავურიცხავდით. ამის შემდეგ, ჩემი მისამართით  ხარაგაულის საკრებულოს თავმჯდომარესთან დაკავშირებული პირებიდან მუქარები არ წყდება“.

    საკრებულოს თავმჯდომარე, ინგა მაღრაძემ აღნიშნულთან დაკავშირებით განაცხადა, რომ მომავალ სხდომაზე აუცილებლად მოიწვევენ  ა(ა)იპ „ხარაგაულკეთილმოწყობის“ სამსახურის დირექტორს, მიხეილ ჭიპაშვილს, რომელიც მის მიმართ გაჩენილ კითხვებს თავად უპასუხებს. 

     

    12 ოქტომბერი 2015

    ნანახია: 560 - ჯერ

    ვალუტის კურსი
    http://www.nbg.ge/rss.php not found!
    Kharagauli.ge © ხარაგაულის მუნიციპალიტეტი