{{string}}


სახელი:
E-მაილი
ტექსტი
ხარაგაულის მუნიციპალიტეტი
MUNICIPALITY OF KHARAGAULI
  • საჩხერეში აკაკი წერეთლის ლექსებზე შექმნილი სიმღერის კონკურს-ფესტივალი „ნათელას სიმღერა“ გაიმართა

     კონკურს-ფესტივალი სრულიად საქართველოს მაშტაბით გაიმართა და მასში ხარაგაულის, საჩხერის, თბილისის, თერჯოლის,  და სხვა მუნიციპალიტეტების მუსიკალური ჯგუფები და ინდივიდუალური შემსრულებლები მონაწილეობდნენ.

    კომპოზიტორებისა და მუსიკოსებისაგან შემდგარმა ჟიურიმ, რომელსაც მომღერალი ნუკრი კაპანაძე თავმჯდომარეობდა, გრან-პრის და სამი საპრიზო ადგილის გამარჯვებული გამოავლინა.

    გრან-პრისა და 500 ლარის მფლობელი ხარაგაულელი ნინო ავალიშვილი გახდა, რომელიც კონკურს-ფესტივალზე თბილისის ვოკალურ-თეატრალური სკოლა-სტუდია „ლურჯა ცხენები“-ს  სახელით გამოდიოდა. II ადგილზე გავიდა ხარაგაულის კულტურის ცენტრთან არსებული გოგონების დუეტი თიკო ჯანიაშვილის და თიკო ლურსმანაშვილის შემადგენლობით, გოგონებს ჯილდოდდიპლომი და 300 ლარი გადაეცათ. 

    სხვასაპრიზო ადგილები ასე გადანაწილდა: I ადგილი - დიპლომი და 400 ლარი, თერჯოლის კულტურის ცენტრთან არსებული ქალთა ანსამბლი „იამე“, III ადგილი - დიპლომი და 200 ლარი, საჩხერის კულტურის ცენტრის სოლისტები ლელა ძინძიბაძე და მანანა ტატაშიძე.

    გამარჯვებულები მუნიციპალიტეტის გამგებელმა და სხვა ოფიციალურმა პირებმა დააჯილდოეს.  ფესტივალის დასასრულს წმინდა ნინოს ტაძრის მგალობლების შესრულებით მგოსნის ლექსზე შექმნილი ახალი სიმღერა გაჟღერდა (კომპოზიტორი ვაჟა დურგლიშვილი).

    ფესტივალს საჩხერის მუნიციპალიტეტის გამგებელი მალხაზ ბაზაძე, გამგებლის მოადგილეები და მუნიციპალიტეტის საკრებულოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ

    კონკურს-ფესტივალი აკაკი წერეთლის საიუბილეო წლის ფარგლებში საჩხერის მუნიციპალიტეტის გამგეობის ორგანიზებით გაიმართა და იგი ყოველწლიური გახდება.

       

     

     

    16 ოქტომბერი 2015

    ნანახია: 1637 - ჯერ

    ვალუტის კურსი
    http://www.nbg.ge/rss.php not found!
    Kharagauli.ge © ხარაგაულის მუნიციპალიტეტი