{{string}}


სახელი:
E-მაილი
ტექსტი
ხარაგაულის მუნიციპალიტეტი
MUNICIPALITY OF KHARAGAULI
  • „იმერეთის ინტელექტ-ჩემპიონატ - 2016“-ის  შესარჩევი ტური ხარაგაულიდან დაიწყო

    დღეს, ხარაგაულის მუნიციპალიტეტში იმერეთის „ინტელექტ-ჩემპიონატი - 2016“-ის შესარჩევი  ტური გაიმართა. კონკურსში 26 მოსწავლე მონაწილეობდა. ფინალურ შეხვედრაში ერთმანეთს 12 ნახევარფინალისტი დაუპირისპირდა. ინტელექტ-ჩემპიონატის გამარჯვებული  მარელისის საჯარო სკოლის მე-12 კლასის მოსწავლე მარიამ ფცქიალაძე გახდა. მარიამს და ხარაგაულის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეს ნონა მაჭავარიანს ერთნაირი ქულები (40 ქულა) დაუფიქსირდათ. მათ შორის გამარჯვებულის გამოსავლენად გადამწყვეტი როლი  დროის ფაქტორმა ითამაშა. სამეულში მოხვდა ასევე სოფელ ბორითის საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლე სოსო გოგოლაძე. საუკეთესო სამეულს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგებლისაგან საჩუქრად „ლეპტოპები“ გადაეცამთ.

    გამარჯვებული ხარაგაულელი ეტალონი მოსწავლე კი, 2016 წლის 21 მაისს თბილისში, სპორტის სასახლეში გამართული ინტელექტ-ჩემპიონატის  „ეტალონი – 2016“–ის მონაწილე გახდება.

      

    3 ნოემბერი 2015

    ნანახია: 470 - ჯერ

    ვალუტის კურსი
    http://www.nbg.ge/rss.php not found!
    Kharagauli.ge © ხარაგაულის მუნიციპალიტეტი