-
მერია
- მერი
- პირველი მოადგილე
- მოადგილე
- მერიის დებულება
-
სტრუქტურული ერთეულები
- ადმინისტრაციული სამსახური
- საფინანსო საბიუჯეტო-სამსახური
- ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახური
- ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამსახური
- ზედამხედველობისა და არქიტექტურის სამსახური
- კულტურის, განათლების, სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახური
- ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის სამსახური
- სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახური
- შიდა აუდიტისა და მონიტორინგის სამსახური
- საკრებულო
- მაჟორიტარი დეპუტატი
- ადმინისტრაციული ერთეულები
-
იურიდიული პირები
- ა.ა.ი.პ ,,რეზო თაბუკაშვილის სახელობის სახალხო ლიტერატურული თეატრი"
- ა.ა.ი.პ ხარაგაულის ,,კულტურის ცენტრი"
- ა.ა.ი.პ ,,ნინო სახვაძის სახელობის მოსწავლე ახალგაზრდობის სახლი"
- ა.ა.ი.პ ,,ხარაგაულის ცენტრალური ბიბლიოთეკა"
- ა.ა.ი.პ ,,ეთერ კიკნაძის სახელობის სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანება"
- ა.ა.ი.პ ,,ხარაგაულის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი"
- ა.ა.ი.პ ,,ხარაგაულის ისტორიული მუზეუმი"
- ა(ა)იპ ,,ხარაგაულის სპორტის განვითარებისა და მართვის მუნიციპალური ცენტრი'
- ა.ა.ი.პ შოთა ბუაჩიძის სახელობის სამუსიკო სკოლა"
- ა.ა.ი.პ ,,სათნოების სახლი"
- ა.ა.ი.პ ,,ხარაგაულდასუფთავება"
- ა.ა.ი.პ ,,ხარაგაულკეთილმოწყობა''
- ა.(ა)ი.პ. „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის განვითარებისა და შიგა ტურიზმის სამსახურის
-
ა(ა)ი.პ. ხალხური შემოქმედების სახლი
- სამსახურის შესახებ
-
განათლება
- საგანმანათლებლო რესურსცენტრი
-
საჯარო სკოლები
- სადგურ მარელისის საჯარო სკოლა
- კიცხის საჯარო სკოლა
- ბორის საჯარო სკოლა - პანსიონი
- ზვარის საჯარო სკოლა
- ვაშლევის საჯარო სკოლა
- ბაზალეთის საჯარო სკოლა
- დაბის N 2 საჯარო სკოლა
- ხარაგაულის N3 საჯარო სკოლა
- საღანძილის საჯარო სკოლა
- ლეღვნის საჯარო სკოლა
- ვახანის საჯარო სკოლა
- მოლითის საჯარო სკოლა
- წიფის საჯარო სკოლა
- ხიდრის საჯარო სკოლა
- ვარძიის საჯარო სკოლა
- წყალაფორეთის საჯარო სკოლა
- ლაშის საჯარო სკოლა
- ნადაბურის საჯარო სკოლა
- ღორეშის საჯარო სკოლა
- ბორითის საჯარო სკოლა
- ხევის საჯარო სკოლა
- ვერტყვიჭალის საჯარო სკოლა
- სარგვეშის საჯარო სკოლა
- უბისის საჯარო სკოლა
- ხუნევის საჯარო სკოლა
- ვაშლევის საჯარო სკოლა
- წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის სასულიერო გიმნაზია
- სკოლამდელი დაწესებულებები
- მოსწავლე ახალგაზრდობის სახლი
- პროფკავშირები
- ადმინისტრაციის შესახებ
- ა.ა.ი.პ. „მოქალაქეთა ჩართულობისა და ინფორმირების მუნიციპლური ცენტრი“
- ბიუჯეტი
- სოფლის მეურნეობა
- სოფლის მხარდაჭერის პროგრამა
- კულტურა და სპორტი
- ჯანდაცვა და სოციალური სფერო
- ინფრასტრუქტურა
- სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო
- მართლწესრიგი
- კანონმდებლობა
- ნოტარიუსი
- არქივი


პროექტში ხარაგაულთან ერთად საქართველოს 6 მუნიციპალიტეტია ჩართული
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგებელი კობა ლურსმანაშვილი მცირე საკონსულტაციო ფირმის ,,TBSC კონსალტინგის“ წარმომადგენლებს და მის პრეზიდენტს პოლ კლარკს შეხვდა. ,,TBSC კონსალტინგი“, არასამთავრობო ორგანიზაცია ,,რედ კავკასუსთან“ ერთად საქართველოს 6 მუნიციპალიტეტში, მსოფლიო ბანკის მიერ დაფინანსებული პროექტის განხორციელებას იწყებს. პროექტის მიზანია, გამოიკვლიოს რა მნიშვნელობა აქვს არამერქნულ ტყის რესურსს მოსახლეობისთვის, განსაკუთრებით დაბალშემოსავლიანი ოჯახებისთვის.
,,TBSC კონსალტინგის“ წარმომადგენლებმა ხარაგაულში სამი სოფელი შეარჩიეს. ხიდრის, ვარძიისა და გედსამანიის მოსახლეობიდან, გამოკითხვის მიზნით, 17 რესპოდენტი შეირჩევა, რომლებიც ამ პროგრამაში ჩაერთვებიან.
სოკო, მარწყვი, ჟოლო, თხილი, წაბლი, მოცვი - იმ არამერქნული რესურსის მცირე ჩამონათვალია , რომელიც ხარაგაულში მოიპოვება.
,,TBSC კონსალტინგის“ პრეზიდენტი პოლ კლარკი: ,,საქართველოში შერჩეულია 6 მუნიციპალიტეტი და მათში თითო სოფელი, სადაც განსხვავებული ტყეებია. მათი გამოკვლევა შესაძლებლობას მოგვცემს ანალიზი გავაკეთოთ, თუ რა მდგომარეობაა ამ მიმართულებით მთელი საქართველოს მასშტაბით. ეს არის პროგრამის პირველი ეტაპი და იქედან გამომდინარე, თუ რა შედეგები დაიდება, მასშტაბური პროექტები მომზადდება. მსოფლიო ბანკის მიზანია, შეამციროს ბუნებაზე უარყოფითი ზეგავლენა და მოსახლეობამ არამერქნული რესურსის მოპოვებით უფრო მეტი სარგებელი მიიღოს. შემუშავდება რეკომენდაციები, თუ როგორ შეიძლება გაუმჯობესდეს არამერქნული ნედლეულის მოპოვება და მისი რეალიზაცია. ჩვენი ინფორმაცია, მნიშვნელოვანი იქნება გარემოს დაცვის სამინისტროსთვისაც, რომელიც ტყის ახალ კოდექსზე მუშაობის პროცესშია.“
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგებელი კობა ლურსმანაშვილი: „ხარაგაულის მთიანი სოფლების მოსახლეობა არამერქნულ რესურსს მოიპოვებს. მართალია, მათი უმრავლესობა პროდუქციის რეალიზაციას ახდენს, მაგრამ ამ კუთხით საკმაო პრობლემები ექმნებათ. მათ არ აქვთ პირობები, რომ არამერქნული რესურსი გარკვეული დროის განმავლობაში შეინახონ. ამიტომ, კარგი იქნება, თუ გადამამუშავებელი საწარმოები და კოოპერატივები ადგილზე შიქმნება. ამ შემთხვევაში, საზოგადოების მხრიდან დაინტერესება უფრო დიდი იქნება“.
როგორც ,,TBSC კონსალტინგისა“ და ,,რედ კავკასუსის“ წარმომადგენლებმა განაცხადეს, გამოკვლევის შედეგების მომზადების შემდეგ მსოფლიო ბანკი მიიღებს გადაწყვეტილებას და ისეთი პროექტი შემუშავდება, რომელიც მოსახლეობას დაეხმარება არამერქნული რესურსის მოპოვებით მეტი სარგებელი მიიღოს ტყიდან და ეკონომიკური მდგომარეობა გაიუმჯობესოს.
ბატონმა, კობა ლურსმანაშვილმა იმედი გამოთქვა, რომ პროექტი განხორციელდება და ის მოსახლეობის საერთო ინტერესებს მოემსახურება.
TBSC კონსალტინგთან“ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გემგებლის მრჩეველი, სოფლის მეურნეობის საკითხებში, მურმან არჯევანიძე ითანამშრომლებს.
11 ნოემბერი 2015
ნანახია: 601 - ჯერ