-
მერია
- მერი
- პირველი მოადგილე
- მოადგილე
- მერიის დებულება
-
სტრუქტურული ერთეულები
- ადმინისტრაციული სამსახური
- საფინანსო საბიუჯეტო-სამსახური
- ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახური
- ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამსახური
- ზედამხედველობისა და არქიტექტურის სამსახური
- კულტურის, განათლების, სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახური
- ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის სამსახური
- სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახური
- შიდა აუდიტისა და მონიტორინგის სამსახური
- საკრებულო
- მაჟორიტარი დეპუტატი
- ადმინისტრაციული ერთეულები
-
იურიდიული პირები
- ა.ა.ი.პ ,,რეზო თაბუკაშვილის სახელობის სახალხო ლიტერატურული თეატრი"
- ა.ა.ი.პ ხარაგაულის ,,კულტურის ცენტრი"
- ა.ა.ი.პ ,,ნინო სახვაძის სახელობის მოსწავლე ახალგაზრდობის სახლი"
- ა.ა.ი.პ ,,ხარაგაულის ცენტრალური ბიბლიოთეკა"
- ა.ა.ი.პ ,,ეთერ კიკნაძის სახელობის სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანება"
- ა.ა.ი.პ ,,ხარაგაულის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი"
- ა.ა.ი.პ ,,ხარაგაულის ისტორიული მუზეუმი"
- ა(ა)იპ ,,ხარაგაულის სპორტის განვითარებისა და მართვის მუნიციპალური ცენტრი'
- ა.ა.ი.პ შოთა ბუაჩიძის სახელობის სამუსიკო სკოლა"
- ა.ა.ი.პ ,,სათნოების სახლი"
- ა.ა.ი.პ ,,ხარაგაულდასუფთავება"
- ა.ა.ი.პ ,,ხარაგაულკეთილმოწყობა''
- ა.(ა)ი.პ. „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის განვითარებისა და შიგა ტურიზმის სამსახურის
-
ა(ა)ი.პ. ხალხური შემოქმედების სახლი
- სამსახურის შესახებ
-
განათლება
- საგანმანათლებლო რესურსცენტრი
-
საჯარო სკოლები
- სადგურ მარელისის საჯარო სკოლა
- კიცხის საჯარო სკოლა
- ბორის საჯარო სკოლა - პანსიონი
- ზვარის საჯარო სკოლა
- ვაშლევის საჯარო სკოლა
- ბაზალეთის საჯარო სკოლა
- დაბის N 2 საჯარო სკოლა
- ხარაგაულის N3 საჯარო სკოლა
- საღანძილის საჯარო სკოლა
- ლეღვნის საჯარო სკოლა
- ვახანის საჯარო სკოლა
- მოლითის საჯარო სკოლა
- წიფის საჯარო სკოლა
- ხიდრის საჯარო სკოლა
- ვარძიის საჯარო სკოლა
- წყალაფორეთის საჯარო სკოლა
- ლაშის საჯარო სკოლა
- ნადაბურის საჯარო სკოლა
- ღორეშის საჯარო სკოლა
- ბორითის საჯარო სკოლა
- ხევის საჯარო სკოლა
- ვერტყვიჭალის საჯარო სკოლა
- სარგვეშის საჯარო სკოლა
- უბისის საჯარო სკოლა
- ხუნევის საჯარო სკოლა
- ვაშლევის საჯარო სკოლა
- წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის სასულიერო გიმნაზია
- სკოლამდელი დაწესებულებები
- მოსწავლე ახალგაზრდობის სახლი
- პროფკავშირები
- ადმინისტრაციის შესახებ
- ა.ა.ი.პ. „მოქალაქეთა ჩართულობისა და ინფორმირების მუნიციპლური ცენტრი“
- ბიუჯეტი
- სოფლის მეურნეობა
- სოფლის მხარდაჭერის პროგრამა
- კულტურა და სპორტი
- ჯანდაცვა და სოციალური სფერო
- ინფრასტრუქტურა
- სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო
- მართლწესრიგი
- კანონმდებლობა
- ნოტარიუსი
- არქივი


ბორის საჯარო სკოლა-პანსიონის მოსწავლეებს თემაზე - "ნაადრევი ქორწინება" ტრენინგი ჩაუტარდათ
ბორის საჯარო სკოლა-პანსიონში გამგებლის მრჩეველმა გენდერული თანასწორობის საკითხებში, ინგა ბერაძემ სკოლის IX-XII კლასის მოსწავლეებითვის თემაზე "ნაადრევი ქორწინება" ტრენინგი ჩაატარა. მოსწავლეებმა ნაადრევი ქორწინების გამომწვევ მიზეზებზე იმსჯელეს და მისი დადებითი და უარყოფითი მხარეები შეაფასეს. პრეზენტატორმა ახალგაზრდებს ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა თემებზე - რა განაპირობებს ადრეულ ასაკში ოჯახის შექმნას, როგორ რეგულირდება კანონით ნაადრევი ქორწინება და რა გამონაკლისები არსებობს. ტრენერის განმარტებით, „ნაადრევი ქორწინების“ თემა დღევანდელი ახალგაზრდებისათვის ძალიან მნიშვნელოვანია. აუცილებელია ბავშვებს ჰქონდეთ წარმოდგენა იმ შედეგებსა და საფრთხეებზე, რომელიც შეიძლება მოჰყვეს ნაადრევ ქორწინებას.
„მოგეხსენებათ, ნაადრევი ქორწინების გამომწვევი მიზეზები არაერთგვაროვანია: მიზეზები განსხვავდება რელიგიის, ეთნიკური წარმომავლობისა და რეგიონების მიხედვით. ეთნიკური და რელიგიური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში, ერთი მხრივ, ტრადიციები და პატრიარქალული ღირებულებები, და მეორე მხრივ განათლების ნაკლებობა და სიღარიბე წარმოადგენს ნაადრევი ქორწინების მთავარ განმაპირობებელ ფაქტორებს. ჩვენ არ ვცხოვრობთ იმ ტიპის რეგიონში, სადაც ნაადრევ ქორწინებას ასეთი ფაქტორები განსაზღვრავს, თუმცა „ნაადრევი ქორწინების“ შემთხვევები ჩვენთანაც ხშირია. უმრავლეს შემთხვევაში გოგონა თხოვდება იმის გამო, რომ თავი დააღწიოს სოციალურ მდგომარეობას, თუმცა ის ახალი რეალობა, რომელშიც ის ხვდება სულაც არ არის მისთვის სასიკეთო. ვფიქრობ, რომ ბავშვები ინტერესით უსმენდნენ დღევანდელ ტრენინგს. ისინი არ იყვნენ ინფორმირებული თუნდაც იმ კანონმდებლობის შესახებ, რომელიც საქართველოში ნაადრევ ქორწინებას არეგულირებს, არ ჰქონდათ ინფორმაცია იმაზე, რომ კანონით მშობლები, რომლებიც ვერ უზრუნველყოფენ შვილების განათლებას და ხელს უწყობენ გოგონების ადრეულ ქორწინებას, პასუხისმგებელნი არიან კანონის წინაშე. ჩვენ ერთად ვიმსჯელეთ, რომ საქართველოში, ამ სახის კანონდარღვევის შემთხვევაშიც კი, ოჯახის საქმეებში ჩარევა ხშირად არ ითვლება მიზანშეწონილად. საზოგადოების ასეთი მენტალობა და შეხედულებების მხარდაჭერა უარყოფითად აისახება გოგონების მომავალზე.
იმ ასაკში, რომელშიც ახლა ეს ბავშვები იმყოფებიან ძალიან მნიშვნელოვანია ვინმე მათ ამ თემაზე ესაუბროს. ტრენინგის დასრულების შემდეგ ბავშვებში დისკუსია არ ცხრებოდა, ანუ გაჩნდა მსჯელობის სურვილი, რაც მე ვფიქრობ შეხვედრის ლოგიკური გაგრძელება იყო და მაფიქრებინებს, რომ დღევანდელი ტრენინგი შედგა - ’’ აღნიშნა ჩვენთან საუბარში ინგა ბერაძემ.
ტრენინგთან დაკავშირებით მოსწავლეებმაც გამოთქვეს თავიანთი აზრი და აღნიშნეს, რომ მათთვის სწორედ ამ ასაკშია მნიშვნელოვანი მსგავსი თემების განხილვა.
„თემა იყო საკმაოდ საინტერესო და მორგებული ჩვენი ასაკისათვის, მივიღეთ ჩვენთვის აქამდე უცნობ საკითხებზე ინფორმაცია, გავიაზრეთ რომ ყოველი ჩვენი ქმედება აისახება ჩვენს მომავალზე და გონივრულად უნდა განვსაზღვროთ ჩვენი თითოეული ნაბიჯი. პრეზენტაციაში ყველა აქტიურად ვიყავით ჩართულები და მოგვეცა საშუალება დაგვეფიქსირებინა ჩვენი მოსაზრება ამ თემასთან დაკავშირებით. მინდა თითოეული ჩემი თანატოლის სახელით დიდი მადლობა გადავუხადო ქალბატონ ინგა ბერაძესა პრეზენტაციის შექმნისათვის და ჩვენთან შეხვედრისათვის“- აღნიშნა ბორის საჯარო სკოლა-პანსიონის მე-11 კლასის მოსწავლემ ლანა ღონღაძემ.
ტრენინგი ბორის სკოლა-პანსიონის დირექტორის ჰამლეტ ბერაძის უშუალო თხოვნით ჩატარდა. ტრენინგის მონაწილეები, გამგებლის მრჩევლის გენდერული თანასწორობის საკითხებში, ინგა ბერაძის თხოვნით, ნაადრევ ქორწინებასთან დაკავშირებით ვიდეო რგოლს მოამზადებენ.
13 ნოემბერი 2015
ნანახია: 1179 - ჯერ