{{string}}


სახელი:
E-მაილი
ტექსტი
ხარაგაულის მუნიციპალიტეტი
MUNICIPALITY OF KHARAGAULI
  • გამოკვლევები ხარაგაულის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში მიმდინარეობს

    დღეს, ხარაგაულში C ჰეპატიტის და შიდსის უფასო სკრინინგი დაიწყო. ხარაგაულის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის შენობაში ქუთაისის დაავადებათა კონტროლის ლაბორატორიის მობილური ჯგუფი C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის ფარგლებში, ხარაგაულელეთა გამოკვლევას ორი დღის განმვალობაში განახორციელებს. დაავადებათა კონტროლის ქუთაისის ფილიალის დირექტორის, გოჩა გიორგიძის ინფორმაციით C ჰეპატიტთან ერთად ხარაგაულის მოსახლეობას საშუალება აქვს უფასო გამოკვლევა ჩაიტარონ აივ-ინფექციის( შიდსის) დასადგენად. სკრინინგის ჩატარებაროგორცC ჰეპატიტზე ასევე აივ-ინფექციაზე   კონფიდენციალობის ყველა წესის დაცვით ხდება.

    „პაციენტებს დადებითი პასუხის შემთხვევაში ვუტარებთ კონსულტაციებს, ვუხსნით რას ნიშნავს იყო ამ დაავადების მატარებელი. ჩვენ ვაძლევთ მითითებებს რომელ დაწესებულებებში უნდა ჩაიტარონ გამოკვლევები, ვიდრე უშუალოდ მკურნალობის პროცესში ჩაერთვებიან.  მკურნალობის პროცესი არის უფასო. მოგეხსენებათ პრეპარატი საკმაოდ ძვირადღირებულია.  ამ ეტაპზე  C ჰეპატიტის და აივ-ინფექციის (შიდსის) უფასო სკრინინგი მთელს იმერეთს მოიცავს“ - აღნიშნა ჩვენთან საუბარში გოჩა გიორგიძემ.

    შმაგი ხიჯაკაძე - ხარაგაულის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორი: „ხარაგაულშიC ჰეპატიტისა და აივ-ინფექციის უფასო სკრინინგი დღეს დილიდან დაიწყო. ეს არის სწრაფი, მარტივი მეთოდით დიაგნოზის დადგენა. პროგრამა ორდღიანია და ხარაგაულში იგი საღამოს 5 საათზე დასრულდება. ჩვენ ინფორმირებული გვყავს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულები, საჯარო სკოლები. აქტივობა ნამდვილად შეინიშნება. გამოკვლევები მოსახლეობის სურვილისამებრ მიმდინარეობს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ერთი ანალიზით, ორი დაავადების დიაგნოზის დადგენა ხდება“.

     თამარ მაღრაძე (N2 საჯარო სკოლის პედაგოგი) – „ეს არის უპერეცენდენტო შემთხვევა. მე მჯერა, რომ ეს პროგრამა წარმატებით განხორციელდება. ეს ჩვენი ხელისუფლების ერთ-ერთი უდიდესი მიღწევაა. ორივე დაავადება სიცოცხლისათვის საშიშია.  მთავარია ის, რომ პრეპარატი, რომლითაც მკურნალობა ხდება კლავს ამ ვირუსს და ადამიანები იკურნებიან. ძვირადღირებული პრეპარატი კი, სახელმწიფოს დახმარებით უფასოა.  ვიცი, რომ ვინც მკურნალობის ეტაპები გაირა სრულად განიკურნა. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, როგორც ჩვნეთვის, ასევე ჩვენი ქვეყნისთვის. 

    17 ნოემბერი 2015

    ნანახია: 546 - ჯერ

    ვალუტის კურსი
    http://www.nbg.ge/rss.php not found!
    Kharagauli.ge © ხარაგაულის მუნიციპალიტეტი