{{string}}


სახელი:
E-მაილი
ტექსტი
ხარაგაულის მუნიციპალიტეტი
MUNICIPALITY OF KHARAGAULI
  • ხარაგაულში დღემდე უცნობი ტურისტული მარშრუტების კვლევა მიმდინარეობს

    „ჩვენ, იმერეთში ბუნებრივი ძეგლების შესწავლასა და მათ პოპულარიზაციაზე ვმუშაობთ. ბუნებრივი ღირსშესანიშნაობების კვლევა ხარაგაულიდან დავიწყეთ. „ცაშეკრულის კანიონი“, „დევის ხვრელი“, „ჩხერის ციხე“, ხუროთმოძღვრების ძეგლი „კახორი“, „ბერების კლდე“ ნუნისში, მარტო სოფელი ფარცხნალი რად ღირს ხარაგაულისთვის, სოფელი, სადაც ყველაზე მეტი მეცნიერ-პროფესორი და აკადემიკოსი დაიბადა  და სოფელი, რომელიც ამის გამო შეიძლება მალე გინესის რეკორდების წიგნში შევიდეს. ასევე მნიშვნელოვანია, დღევანდელი დღის აღმოჩენა „ოხრას“ მღვიმე, რომელც სოფელ ხიდარში მდებარეობს. ეს ის მცირედი ჩამონათვალია, რომელიც ხარაგაულის ტურისტული მარშრუტების რუკაზე დაიტანება “ - აღნიშნა ხარაგაულში სტუმრობისას გეოგრაფიის დოქტორმა, პროფესორმა და თსუ-ს ასისტენტმა, გიორგი დვალაშვილმა.  პროექტი, რომელიც რიონის აუზის შესწავლას ეხება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამარჯვებულად გამოცხადდა. გიორგი დვალაშვილი აქტიურად თანამშრომლობს ხარაგაულის საგანმანათლებლო რესურსცენტრთან და ხარაგაული მუნიციპალიტეტის განვითარებისა და შიდა ტურიზმის სამსახურთან. „ხარაგაულის მუნიციპალიტეტში ჩატარებული კვლევების დროს ჩვენ, რამდენიმე საინტერესო ობიექტი გამოვავლინეთ. არის ჩანჩქერები, ტბები, მღვიმეები, არაერთი ბუნებრივი ძეგლი, რომელიც აქ ჩამოსულ ვიზიტორს შეიძლება დააინტერესოს“- აღნიშნავს გიორგი დვალიშვილი.

    პროექტის ფარგლებში, ხარაგაულზე  სპეციალური რუკა გაკეთდება, სადაც გამოსახული იქნება ყველა ღირსშესანიშნავი ადგილი. გიორგი დვალაშვილი  ხარაგაულში, გამგებლის პირველ მოადგილეს პაატა გოგოლაძეს, გამგებლის  წარმომადგენლებს ადმინისტრაციულ ერთეულებში და ხარაგაულის მუნიციპალიტეტის განვითარებისა და შიდა ტურიზმის სამსახურის თანამშრომლებს შეხვდა და პროექტის შესახებ ესაუბრა. „დღევანდელი სამუშაო შეხვედრის შემდეგ,  ჩვენ ზოგიერთი ტოპონიმი  დავაზუსტეთ. ხშირად რუკაზე აღნიშნული დეტალები არ არის ზუსტი. მათ შორის მდინარეების სახელები. მინდა გითხრათ, რომ ტოპონიმების დაზუსტების შემდეგ რუკა ხარაგაულზე უკვე  სრულყოფილი იქნება. მასზე დატანილი იქნება მარკირებული ტურისტული მარშრუტები. მოხდება მარშრუტის ზუსტი დაფიქსირება, მარკირება მოხდება ადგილზე. პროექტის მთავარი ნაწილი არის საზოგადოების აქტიურობა. ჩვენ გვაქვს სოციალურ ქსელში გვერდი სახელწოდებით - „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ბუნებრივი ღირსშესანიშნაობები“. კარგი იქნება სკოლების ჩართულობა პროექტის განხორციელებაში. გვინდა, რომ იმ ბუნებრივ ძეგლებს, რაც გვაქვს, სკოლის მოსწავლეები გაეცნონ.  „ცაშეკრულის კანიონი“ ხარაგაულის შემოსასვლელში, დევების მიმდებარე ტერიტორიაზე, არაჩვეულებრივად ლამაზია, ბევრმა ხარაგაულელემაც კი არ იცის ამის შესახებ, ამიტომ აუცილებელია იქ მარკირება ადგილზე მოხდეს“ - აღნიშნა სამუშაო შეხვედრაზე გიორგი დვალაშვილმა“.

    მნიშვნელოვანია, რომ დაიბეჭდება ბუკლეტები ხარაგაულზე, რომლებიც პირველ ეტაპზე იქნება მხოლოდ ქართულ ენაზე, ხოლო მომავალში დაიბეჭდება ბუკლეტის რუსული და   ინგლისური ვერსიები, რომელიც 2016 წლის გაზახულზე პოლონეთში, საგამოფენო სივრცეში განთავსდება რუკის სახით.  პროექტის ფარგლებში იგეგმება კონკურსის ჩატარება, რომლის ფარგლებშიც გამოიკითხებიან მოსწავლეები. რომელ ძეგლს ანიჭებენ ისინი უპირატესობას, რომელ დღესასწაულს და ა.შ. როგორც გიორგი დვალაშვილი ამბობს საქართველოს სოფლების შესწავლის დროს უკვე 15 წელია იყენებენ კითხვარებს მოსახლეობაში, რომლებიც ობიექტების შეფასების მიზნით არის შედგენილი.  ასეთი კითხვარებით რამდენიმე წიგნი დაიბეჭდა.  იმედს გამოთქვამენ, რომ ასეთი სრულყოფილი მასალა ხარაგაულსაც ექნება.

    „ხარაგაული ძალიან საინტერესო რეგიონია და ბუნებრივი ღორსშენიშნაობებით მდიდარია. რუკა და წიგნი ხარაგაულზე მალე დასრულდება. წიგნის  სახელწოდება იქნება „იმერეთის ბუნებრივი ღირსშესანიშნაობები“ სადაც 11 მუნიციპალიტეტთან ერთად ხარაგაულიც იქნება“.- დასძენს გიორგი დვალაშვილი.  

     

     

    18 ნოემბერი 2015

    ნანახია: 1455 - ჯერ

    ვალუტის კურსი
    http://www.nbg.ge/rss.php not found!
    Kharagauli.ge © ხარაგაულის მუნიციპალიტეტი