{{string}}


სახელი:
E-მაილი
ტექსტი
ხარაგაულის მუნიციპალიტეტი
MUNICIPALITY OF KHARAGAULI
  • ჯამრთელობის დაცვის ცენტრმა ხარაგაულის №3 საჯარო სკოლაში მომდევნო გეგმიური შემოწმება ჩაატარა

      ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის ცენტრი“ (დირექტორი შმაგი ხიჯაკაძე) ენტერობიოზის პრევენციისა და მართვის პროგრამის ფარგლებში, სკოლებში ენტერობიოზის გამოკვლევებს აგრძელებს. აქციის ფარგლებში 500-მდე I, II და III კლასის მოსწავლეს გამოიკვლევენ. პროგრამა 2015 წლის სასწავლო წლის დაწყებისთანავე დაიწყო და წლის ბოლომდე გაგრძელდება.
    25 ნოემბერს, ხარაგაულის მე-3 საჯარო სკოლაში მომდევნო გეგმიური შემოწმება ჩატარდა. შემოწმებას პარაზიტოლოგი ნინო ყიფშიძე, ლაბორანტი გულო ბუაჩიძე და პარაზიტოლოგის თანაშემწე ნინო ღამბაშიძე ახორციელებდნენ.
    „ენტერობიოზით უმეტესად სკოლამდელი და სასკოლო ასაკის ბავშვები ავადდებიან. ენტერობიოზი კონტაქტური ჰელმინთოზია, რაც იმას ნიშნავს, რომ ის ადვილად ვრცელდება ნივთების საშუალებით. კვერცხები პირის ღრუში ხვდება ბავშვთა ასაკში ფართოდ გავრცელებული ჩვევის – თითების პირში ჩადების გამო. გარდა ამისა, დაავადება გადაეცემა ჰაერისა და მტვრის საშუალებით, რომელიც შეიცავს პარაზიტის კვერცხებს. ენტერობიოზის დროს ყველაზე მკვეთრად გამოხატული სიმპტომია უკანა ტანის ქავილი. ამ ასაკის ბავშვები სამიზნე კონტინგენტია აღნიშნული დაავადებისთვის“ - აღნიშნა პარაზიტოლოგმა ნინო ყიფშიძემ.
    ცენტრის თანამშრომლების ინფორმაციით, პროგრამა მომდევნო წელსაც გაგრძელდება. 2016 წელს პროექტის პრეზენტაცია, მშობლებთან შეხვედრები და მათთვის პროგრამის დეტალური გაცნობა იგეგმება.
    ხარაგაულის „საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი“, ასევე აგრძელებს, საგანმანათლებლო ღონისძიებების ჩატარებას ბავშვებში, ჰიგიენის მნიშვნელობაზე. ცენტრის ექიმმა-პროფილაქტიკოსმა, თათია ბლუაშვილმა დაწყებითი კლასის მოსწავლეებს ტრენინგი თემაზე „სუფთა ხელები“, და „ჯანმრთელი პირის ღრუ“ ჩაუტარა. შეხვედრაზე, ბავშვებს თუ როგორ უნდა დავიბანოთ ხელები და გამოვიხეხოთ კბილები სწორად - ამ თემებზე შექმნილი ანიმაცია უჩვენეს
     

       

     

    26 ნოემბერი 2015

    ნანახია: 846 - ჯერ

    ვალუტის კურსი
    http://www.nbg.ge/rss.php not found!
    Kharagauli.ge © ხარაგაულის მუნიციპალიტეტი