{{string}}


სახელი:
E-მაილი
ტექსტი
ხარაგაულის მუნიციპალიტეტი
MUNICIPALITY OF KHARAGAULI
  • ინოვაციების ცენტრის მიზანია ახალგაზრდების საინფორმაციო ტექნოლოგიებთან წვდომა და დისტანციური სწავლებისა და დასაქმების შესაძლებლობების გაზრდა

     

    დღეს,ხარაგაულში  ინოვაციებისა და ტექნოლოგიების განვითარების ცენტრი გაიხსნა. საზოგადოებრივი ცენტრი ხარაგაულის ცენტრალურიბიბლიოთეკის ბაზაზე შეიქმნა. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციებისადა ტექნოლოგიების სააგენტო, მთელი ქვეყნის მასშტაბით, 500 ასეთი ცენტრის გახსნას გეგმავს. ხარაგაული არის პირველი მთელს საქართველოში, სადაც ინოვაციებისა და ტექნოლოგიების ცენტრი გაიხსნა. საზეიმო ვითარებაში ცენტრი ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარე ირაკლი ქაშიბაძემ, იმერეთის სახელმწიფო რწმუნებულის -გუბერნატორის პირველმა მოადგილემ, პაატა ნადირაძემ და ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგებელმა კობა ლურსმანაშვილმა გახსნეს.

    საზოგადოებრივი ინოვაციების ცენტრის მიზანია საინფორმაციო ტექნოლოგიებთან წვდომის, დისტანციური სწავლებისა და დასაქმების სისტემების მოსახლეობაში დანერგვის გზით საქართველოს მოსახლეობის კონკურენტუნარიანობის ამაღლება,  ასევე ინოვაციური და მეწარმეული ცოდნისა და უნარების განვითარება.

    ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს მიერ ცენტრისთვის გამოყოფილი ფართი უკვე აღჭურვილია უახლესი ტექნიკით, ცენტრში დასაქმდება ორი ახალგაზრდა მენეჯერი (ლიკა სვანიძე) და ტექნიკური ექსპერტი (ალექსი კიკნაძე).

    დღესვე, საზოგადოებრივი ცენტრის გახსნის ცერემონიალის შემდეგ საზოგადოებისთვის ჩატარდა ინფორმაციული ტრენინგი. ხარაგაულში ონოვაციებისა და ტექნოლოგიების სზოგადოებრივი ცენტრი დღეიდან შეუდგა მუშაობას. 

      

       

     

     

    15 დეკემბერი 2015

    ნანახია: 980 - ჯერ

    ვალუტის კურსი
    http://www.nbg.ge/rss.php not found!
    Kharagauli.ge © ხარაგაულის მუნიციპალიტეტი