{{string}}


სახელი:
E-მაილი
ტექსტი
ხარაგაულის მუნიციპალიტეტი
MUNICIPALITY OF KHARAGAULI
  • 2015 წლის  საბიუჯეტო ცვლილება

     

     18 დეკემბერს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომა გაიმართა. სხდომაზე დეპუტატებმა 2015 წლის საბიუჯეტო ცვლილების შესახებ იმსჯელეს. საკითხი მათ საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსმა ვლადიმერ გელაშვილმა გააცნო. 107 000 ლარი ხარაგაულში ა(ა)იპ-ებზე შემდეგნაირად გადანაწილდება.
    - ა(ა)იპ ხარაგაულდასუფთავება - 35 ათასი ლარი;
    - ა(ა)იპ კულტურის ცენტრი - 11 ათასი ლარი;
    - ა(ა)იპ საფეხბურთო კლუბი ,,ჩხერიმელა 2009" – 50 ათასი ლარი;
    - ა(ა)იპ ცენტრალურ ბიბლიოთეკას - 5 ათასი ლარი;
    - ა(ა)იპ ,,კეთილმოწყობას“ - 6 ათასი ლარი.
    ვლადიმერ გელაშვილის განმარტებით ახალი ვალდებულებების დასაფარად, შემცირდა რელიგიის სუბსიდირების ხარჯები 95 000 ლარით და მრავალბინიანი სახლების რეაბილიტაციის ხარჯები 44 200 ლარით.
    საბიუჯეტო ცვლილებაზე საკუთარი პოზიცია დააფიქსირა საკრებულოს თავმჯდომარემ ინგა მაღრაძემ: „გასაგებია, რომ დეკემბრის თვის ხელფასები გაუცემელია და ხელფასები აუცილებლად უნდა დარიგდეს, მაგრამ იქნებ უფრო დასაბუთებული მოთხოვნები წარმოადგინონ ა(ა)იპ-ების ხელმძღვანელებმა. ასევე მინდა, გამოვეხმაურო რელიგიის კუთხით თანხების შემცირებას. პირადად ჩემთვის რელიგიის მუხლიდან თანხის ამოღება და სხვა მიმართულებით გადანაწილება მიუღებელია.“
    რელიგიის მიმართულებით თანხების შემცირებას საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის წევრებიც არ დაეთანხმნენ.
    რელიგიის მუხლში არსებულ თანხებთან დაკავშირებით შენიშვნებს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგებელი კობა ლურსმანაშვილი გამოეხმაურა: „მიმდინარე წელს, რადგან რელიგიის კომისიისგან არ გვქონდა თანხმობა, ჩვენ მოკლებული ვიყავით ყველანაირ შესაძლებლობას - გადაგვედგა კონკრეტული ნაბიჯები ამ მიმართულებით და თანხა გაგვეცა. რელიგიის საკითხთა სააგენტოზე საკითხი რომ განხილულიყო, ამისთვის საჭირო იყო პროექტი და ხარჯთაღრიცხვა, რომელიც ახლა გაკეთდა. ფონდის დირექტორი ვერ ახერხებდა წარმოედგინა პროექტი და ხარჯთაღრიცხვა ამ დრომდე. უბისისა და მარგვეთის ეპარქია არის ეკლესიის ფონდის თანადამფინანსებელი და თუ ფონდის ორ დამფუძნებელს შორის არ მოხდებოდა შეთანხმება და არ დაეთანხმებოდნენ გამგეობის ჩართულობას ჩვენ ისე ეკლესიის მშენებლობის დაფინანსებაში მონაწილეობას ვერ მივიღებდით. ჩვენ ვაგზავნით რელიგიის სააგენტოში პროექტს და ხარჯთაღრიცხვას. ტაძრის მშენებლობისთვის 45 ათასი ლარია საჭირო. ვიმედოვნებთ პასუხი არ დაიგვიანებს და სწორედ ამის შემდეგ რელიგიის მუხლში გამოყოფილი თანხები გადაირიცხება ეპარქიის განვითარების ფონდში და იქედან სამართლებრივადაც და ფაქტობრივადაც მოწესრიგდება ყველა ის საკითხი, რომელიც ტაძრის მშენებლობის დასრულებასთან არის დაკავშირებული.“
    ა(ა)იპების დამატებით სუბსიდიას არ დაეთანხმა დეპუტატი გელა გოლუბიანი, მისი განმარტებით ყველა თვეში ა(ა)იპ-ებზე დამატებით თანხების გაცემის კუთხით საბიუჯეტო ცვლილებას არ უნდა განვიხილავდეთ.
    საბოლოოდ დეპუტატებმა საბიუჯეტო ცვლილებას კენჭი უყარეს. ცვლილებას მხარი არ დაუჭრეს ფრაქცია „რესპუბლიკელების“ წარმომადგენლებმა. საბიუჯეტო ცვლილებაზე რესპუბლიკელების მიერ წინააღმდეგი ხმის დაფიქსირების შემდეგ ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ, ვარლამ(ტატო) თავზარაშვილმა განცხადება გააკეთა და აღნიშნა: „მინდა, დღევანდელი დღისთვის ყველას მოგიხადოთ ბოდიში და ასევე იმ დღისთვის, როცა ჩვენ საკრებულოს თავმჯდომარის არჩევისას კონსულტაციებს გავდიოდით და ამ პოსტზე, ქალბატონ ინგა მაღრაძეს დავუჭირეთ მხარი. დღეს, უკვე დადასტურდა, რომ იგი ხელისუფლების მიერ არჩეულ კურსს არ მიჰყვება და ოპოზიციაშია. ამიტომ მე გპირდებით, რომ ეს კონკრეტული ფაქტი იქნება ზუსტად იმ პროცედურის საწყისი, რასაც საკრებულოს თავმჯდომარის იმპიჩმენტი ჰქვია და უახლოეს დღეებში ამ პროცედურის დასაწყებად მივმართავ საკრებულოს აპარატს.“ 

     

    21 დეკემბერი 2015

    ნანახია: 861 - ჯერ

    ვალუტის კურსი
    http://www.nbg.ge/rss.php not found!
    Kharagauli.ge © ხარაგაულის მუნიციპალიტეტი