{{string}}


სახელი:
E-მაილი
ტექსტი
ხარაგაულის მუნიციპალიტეტი
MUNICIPALITY OF KHARAGAULI
  • 24 დეკემბერს ხარაგაულის ამბულატორიაში უფასო გამოკვლევების აქცია გაიმართა

     

    ხარაგაულის ამბულატორიაში პაციენტებს ყოველ ხუთშაბათს შპს „რეგიონული ჯანდაცვის ცენტრიდან“ (დირექტორი  ნუგზარ ბოლქვაძე) მოწვეული სპეციალისტები ემსახურებიან. მუნიციპალიტეტის მოსახლეობას რეგიონული ჯანდაცვის ცენტრის დირექტორ, ნუგზარ ბოლქვაძის, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგებელ, კობა ლურსმნაშვილისა და ამბულატორიის მთავარი ექიმის, ქეთევან აბრამიშვილის ინიციატივით 24 დეკემბერს უფასო აქცია ჩაუტარდა. ამ დღეს თბილისიდან მოწვეულები იყვნენ ექიმები - კარდიოლოგი, ოფთალმოლოგი, ექოსკოპისტი და ენდოკრინოლოგი. 

    პროფესორი ალექსანდრე ალექსიძე - ოფთალმოლოგი: „კატარაქტა, გლაუკომა, რიგ შემთხვევებში ორივე დაავადება ერთად და  თვალთან დაკავშირებული სხვა პათოლოგიები, საკმაოდ გავრცელებული დაავადებებია.  ჩვენ ხარაგაულში გვყავს უკვე 15-მდე პაციენტი ამ დაავადებით, რომლებიც ოპერაციას საჭიროებენ. ოპერაცია საყოველთაო დაზღვევის პირობებში ტარდება. როცა პაციენტები ოპერაციამდე ყველა პროცედურას გაივლიან ჩვენ უსისხლო, ლაზერულ ოპერაციას ხარაგაულის მოსახლეობისთვის ადგილზე ჩავატარებთ. ეს ძალიან მნიშვნელოვანია“- განმარტა ჩვენთან საუბარში პროფესორმა ალექსიძემ.

    კარდიოლოგი მაია ჩიგოგიძე - „ასეთი ტიპის აქციები ძალიან მნიშვნელოვანია რეგიონის მოსახლეობისთვის. შპს „რეგიონული ჯანდაცვის ცენტრის“ ჩართულობით ხარაგაულში ყოველ ხუთშაბათს  თბილისიდან პროფესიონალი კადრები ჩამოდიან. სახელმწიფო დაზღვევის ფარგლებში, კონსულტაცია კარდიოლოგთან უფასოა. მაგრამ აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ  ჩვენი მომსახურება მხოლოდ კონსულტაციით არ შემოიფარგლება. აქვე კეთდება ანალიზებიც და ინიშნება მკურნალობა, ასე, რომ აქ მოსული პაციენტი  სრულფასოვან გამოკვლევას მიიღებს. ხარაგაულის მოსახლეობას ახლა თბილისიდან ჩამოსული პროფესიონალი კადრები ემსახურებიან, ამიტომ მათ გამოკვლევებზე სხვა ქალაქებში  წასვლა აღარ მოუწევთ.

    „მომართვიანობა მაღალი იყო, აქციის ფარგლებში 84 პაციენტი გამოვიკვლიეთ, მოსახლეობა კმაყოფილია. პაციენტები ხშირად გვეკითხებოდნენ, სად გამოეხატათ მადლობა, იმ მომსახურებისთვის, რასაც ჩვენთან იღებენ. ამიტომ ამბულატორიაში მადლობის წიგნი გავხსენით. ექიმები ხარაგაულში ყოველ ხუთშაბათს ჩამოდიან. რაც შეეხება კარდიოლოგს, ოფთალმოლოგს და სხვა ექიმებს, როგორც კი ამის საჭიროება იქნება ისინი  მზად არიან მოემსახურონ რეგიონის მოსახლეობას“ -  გვეუბნება ამბულატორიის მთავარი ექიმი ქეთევან აბრამიშვილი. 

     

     

    26 დეკემბერი 2015

    ნანახია: 1545 - ჯერ

    ვალუტის კურსი
    http://www.nbg.ge/rss.php not found!
    Kharagauli.ge © ხარაგაულის მუნიციპალიტეტი