{{string}}


სახელი:
E-მაილი
ტექსტი
ხარაგაულის მუნიციპალიტეტი
MUNICIPALITY OF KHARAGAULI
  • საქველმოქმედო აქცია გამგეობის კულტურის, განათლების, სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის ორგანიზებით მოეწყო

    ხარაგაულის  გამგეობის კულტურის, განათლების, სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის ორგანიზებით მუნიციპალიტეტის მასშტაბით წინასაახალწლო საქველმოქმედო აქცია მოეწყო. პროექტის „ჩვენ ერთმანეთის თანადგომა გადაგვარჩენს“ ინიციატორი კულტურის სამსახურის მთავარი სპეციალისტი ლელა შარიქაძეა.

    წინასაახალწლო საქველმოქმედო აქციაში ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგეობის და ა(ა)იპ-ების თანამშრომლებიარიან ჩართულები. საახალწლო ნობათი და საჩუქრები სოციალურად გაჭირვებულ 25 ოჯახს გადაეცა. ლელა შარიქაძის ინფორმაციით, პროექტი წელს პირველად განხორციელდა და იგი მომავალ წლებში უფრო მასშტაბურ სახეს შეიძენს.

      

     

     

    30 დეკემბერი 2015

    ნანახია: 503 - ჯერ

    ვალუტის კურსი
    http://www.nbg.ge/rss.php not found!
    Kharagauli.ge © ხარაგაულის მუნიციპალიტეტი