{{string}}


სახელი:
E-მაილი
ტექსტი
ხარაგაულის მუნიციპალიტეტი
MUNICIPALITY OF KHARAGAULI
  • ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგეობა საახალწლოდ 320 ადამიანს დაეხმარა

    ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგეობამ ადგილობრივი ბიუჯეტიდან საახალწლო საჩუქრებში 10 000 ლარამდე თანხა დახარჯა. როგორც გამგეობის ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის სამსახურიდან შეგვატყობინეს, წინაასახალწლოდ ფულადი დახმარება ჩაერიცხათ სოციალურად დაუცველ მოქალაქეებს, იძულებით გადაადგილებულ პირებს და უკიდურესად გაჭირვებულ ოჯახებს. სულ 311 ადამიანს 30 -30 ლარი ჩაერიცხა.   

    საახალწლოდ დახმარებები გაიცა ასევე ჩერნობილის დროს დაზარალებულ 8 მოქალაქეზე, თოთოეულს 50 ლარის ოდენობით თანხა გადაეცა.

    ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგეობამ საახალწლო საჩუქარი გაუკეთა, ასევე დამსახურებულ მასწავლებელს ენდი ბუაჩიძეს, რომელიც 28 დეკემბერს საპატიო ხარაგაულელად აირჩიეს. ქალბატონი ენდი ბუაჩიძე მუნიციპალიტეტისგან 500 ლარით დასაჩუქრდა.

     

    30 დეკემბერი 2015

    ნანახია: 581 - ჯერ

    ვალუტის კურსი
    http://www.nbg.ge/rss.php not found!
    Kharagauli.ge © ხარაგაულის მუნიციპალიტეტი