{{string}}


სახელი:
E-მაილი
ტექსტი
ხარაგაულის მუნიციპალიტეტი
MUNICIPALITY OF KHARAGAULI
  • სოციალურად დაუცველებს ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით შეშით ამარაგებენ

    31 დეკემბერს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით ა(ა)იპ „ხარაგაულდასუფთავების“ (დირექტორი თეიმურაზ ფურცელაძე) სამსახურმა მორიგი აქტივობა განახორციელა.  ამჯერად  შეშით დაბა ხარაგაულში მცხოვრებ სოციალურად დაუცველ,  თამარ ჩერქეზიშვილს დაეხმარენ. აქცია 15 დეკემბრიდან დაიწყო, რომლის ფარგლებში მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრებ სოციალურად დაუცველ მოსახლეობას  შეშით ეხმარებიან. ტრანსპორტირებაში კი „შპს - 2011“ (დირექტორი ოლეგი კაციტაძე) უწევს დახმარებას.  ა(ა)იპ „ხარაგაულდასუფთავების“  თანამშრომლებმა ჩერქეზიშვილების ოჯახს შეშა ადგილზე მიუტენეს. ლევან ჩერქეზიშვილმა (თამარ ჩერქეზიშვილის მეუღლე),  ჩვენთან საუბრისას, მადლობა გადაუხადა მუნიციპალიტეტის გამგებელს, ბატონ კობა ლურსმანაშვილს და ადგილობრივ ხელისუფლებას.

     

    31 დეკემბერი 2015

    ნანახია: 602 - ჯერ

    ვალუტის კურსი
    http://www.nbg.ge/rss.php not found!
    Kharagauli.ge © ხარაგაულის მუნიციპალიტეტი