-
მერია
- მერი
- პირველი მოადგილე
- მოადგილე
- მერიის დებულება
-
სტრუქტურული ერთეულები
- ადმინისტრაციული სამსახური
- საფინანსო საბიუჯეტო-სამსახური
- ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახური
- ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამსახური
- ზედამხედველობისა და არქიტექტურის სამსახური
- კულტურის, განათლების, სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახური
- ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის სამსახური
- სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახური
- შიდა აუდიტისა და მონიტორინგის სამსახური
- საკრებულო
- მაჟორიტარი დეპუტატი
- ადმინისტრაციული ერთეულები
-
იურიდიული პირები
- ა.ა.ი.პ ,,რეზო თაბუკაშვილის სახელობის სახალხო ლიტერატურული თეატრი"
- ა.ა.ი.პ ხარაგაულის ,,კულტურის ცენტრი"
- ა.ა.ი.პ ,,ნინო სახვაძის სახელობის მოსწავლე ახალგაზრდობის სახლი"
- ა.ა.ი.პ ,,ხარაგაულის ცენტრალური ბიბლიოთეკა"
- ა.ა.ი.პ ,,ეთერ კიკნაძის სახელობის სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანება"
- ა.ა.ი.პ ,,ხარაგაულის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი"
- ა.ა.ი.პ ,,ხარაგაულის ისტორიული მუზეუმი"
- ა(ა)იპ ,,ხარაგაულის სპორტის განვითარებისა და მართვის მუნიციპალური ცენტრი'
- ა.ა.ი.პ შოთა ბუაჩიძის სახელობის სამუსიკო სკოლა"
- ა.ა.ი.პ ,,სათნოების სახლი"
- ა.ა.ი.პ ,,ხარაგაულდასუფთავება"
- ა.ა.ი.პ ,,ხარაგაულკეთილმოწყობა''
- ა.(ა)ი.პ. „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის განვითარებისა და შიგა ტურიზმის სამსახურის
-
ა(ა)ი.პ. ხალხური შემოქმედების სახლი
- სამსახურის შესახებ
-
განათლება
- საგანმანათლებლო რესურსცენტრი
-
საჯარო სკოლები
- სადგურ მარელისის საჯარო სკოლა
- კიცხის საჯარო სკოლა
- ბორის საჯარო სკოლა - პანსიონი
- ზვარის საჯარო სკოლა
- ვაშლევის საჯარო სკოლა
- ბაზალეთის საჯარო სკოლა
- დაბის N 2 საჯარო სკოლა
- ხარაგაულის N3 საჯარო სკოლა
- საღანძილის საჯარო სკოლა
- ლეღვნის საჯარო სკოლა
- ვახანის საჯარო სკოლა
- მოლითის საჯარო სკოლა
- წიფის საჯარო სკოლა
- ხიდრის საჯარო სკოლა
- ვარძიის საჯარო სკოლა
- წყალაფორეთის საჯარო სკოლა
- ლაშის საჯარო სკოლა
- ნადაბურის საჯარო სკოლა
- ღორეშის საჯარო სკოლა
- ბორითის საჯარო სკოლა
- ხევის საჯარო სკოლა
- ვერტყვიჭალის საჯარო სკოლა
- სარგვეშის საჯარო სკოლა
- უბისის საჯარო სკოლა
- ხუნევის საჯარო სკოლა
- ვაშლევის საჯარო სკოლა
- წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის სასულიერო გიმნაზია
- სკოლამდელი დაწესებულებები
- მოსწავლე ახალგაზრდობის სახლი
- პროფკავშირები
- ადმინისტრაციის შესახებ
- ა.ა.ი.პ. „მოქალაქეთა ჩართულობისა და ინფორმირების მუნიციპლური ცენტრი“
- ბიუჯეტი
- სოფლის მეურნეობა
- სოფლის მხარდაჭერის პროგრამა
- კულტურა და სპორტი
- ჯანდაცვა და სოციალური სფერო
- ინფრასტრუქტურა
- სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო
- მართლწესრიგი
- კანონმდებლობა
- ნოტარიუსი
- არქივი


რა გახდა რეალურად ხარაგაულის საკათედრო ტაძრის მშენებლობის შემაფერხებელი მიზეზი, რაზეც არავინ საუბრობს
ხარაგაულის საკათედრო ტაძრის მშენებლობა დასრულების ეტაპზეა.
მაცხოვრის შობის სახელობის ეკლესიის მშენებლობის ფონდი ხარაგაულში 2007 წელს შეიქმნა. 2007 წლიდან 2013 წლამდე ხარაგაულის საკათედრო ტაძრის მშენებლობისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან, ჯამში 49 000 ლარია ჩარიცხული, ხოლო 2013 წლიდან 2014 წლის ჩათვლით, მას შემდეგ, რაც ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგებლად კობა ლურსმანაშვილი მუშაობს, ტაძრის მშენებლობის ფონდში 168 000 ლარია ჩარიცხული.
ბოლო დროს, საზოგადოებაში ხშირად ისმის მოარული ხმები, თითქოსდა ხარაგაულის ადგილობრივი ბიუჯეტიდან საკათედრო ტაძრის მშენებლობის ფონდში თანხები აღარ ირიცხება.
მივყვეთ ქრონოლოგიურად:
ბოლო ორი წლის მონაცემებით (2013-2014 წწ.) ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტის რელიგიის მუხლიდან 302 200 ლარია გახარჯული. მათ შორის ხარაგაულის მაცხოვრის შობის სახელობის საკათედრო ტაძრის მშენებლობისთვის 2013 წელს - 100 000, ხოლო 2014 წელს - 68 000 ლარია ჩარიცხული. დარჩენილი 134 000 ლარი, ადგილობრივი ბიუჯეტიდან მუნიციპალიტეტში არსებულ სხვა ეკლესია- მონასტრებს: დაბის წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის სამლოცველოს, ლაშის ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიას, ფარცხნალის კვირიკეს სახელობის ეკლესიას, რიკოთის, კიცხის, ხიდრის, ბაბისა და ვახანის წმ. გიორგის სახელობის ეკლესიებს, ნუნისის ღვთისმშობლის შობის სახელობის ეკლესიას, ახალსოფლის ეკლესიას, ვერტყვიჭალის ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიას, ბორითის ღვთისმშობლის ტაძარს, ღორეშის მოტყიერისა და უბისის მამათა მონასტრებს ჩაერიცხათ. ჩარიცხული თანხები ეკლესია-მონასტრების ინფრასტრუქტურის მოსაწესრიგებლად გაიხარჯა.
2014 წელს საქართველოს მთავრობის N177 დადგენილებით რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო შეიქმნა. ამ დროიდან, ადგილობრივი ბიუჯეტიდან რელიგიის კუთხით, აღნიშნულ სააგენტოსთან შეთანხმების გარეშე, თანხების გაცემა კანონით დაუშვებელი გახდა. სააგენტო უფლებამოსილია, საკუთარი დებულების საფუძველზე, რელიგიურ-საკულტო ნაგებობების მშენებლობის, მათი ადგილმდებარეობის განსაზღვრისა და სხვადასხვა შენობა-ნაგებობის რელიგიურ-საკულტო დანიშნულების შენობად გარდაქმნის თაობაზე უფლებამოსილი ორგანოებისთვის რეკომენდაციები გასცეს.
ყოველივე ზემოთ თქმულიდან გამომდინარე, ადგილობრივი ბიუჯეტს აღარ ჰქონდა კანონიერი უფლება, რომ რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოსთან შეთანხმების გარეშე, დაბის საკათედრო ტაძრის მშენებლობის ფონდში 2014 წლისთვის გაწერილი 100 000 ლარიდან დარჩენილი 32 000 ლარი ჩაერიცხა. აქედან გამომდინარე, მუნიციპალიტეტის გამგებელმა, კობა ლურსმანაშვილმა რელიგიის საკითხთა სააგენტოში წერილი გააგზავნა, რათა ეკლესიის მშენებლობის ფონდში თანხის ჩაირცხვაზე თანხმობა მიეღო. თუმცა, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტომ აღნიშნულ მოთხოვნაზე რეკომენდაცია არ გასცა, მიზეზი კი, ეკლესიის გუმბათის პროექტისა და ხარჯთაღრიცხვის არ არსებობა გახდა. ხოლო მას შემდეგ, რაც ხარჯთაღრიცხვა და პროექტი (44 744 ლარი) მომზადდა(რატომღაც პროექტის მომზადება დროში გაიწელა), აღნიშნულზეც გაკეთდა წერილი, რომელიც რელიგიის საკითხთა სააგენტოში უკვე გადაგზავნილია.
მუნიციპალიტეტის გამგებლის კობა ლურსმანაშვილის მიერ სააგენტოს დირექტორის, ზაზა ვაშაყმაძის სახელზე დაწერილ წერილში, რომელიც სააგენტოში გასული წლის 23 დეკემბერს გაიგზავნა, ნათქვამია: „ხარაგაულის მუნიციპალიტეტში, კერძოდ დაბა ხარაგაულში მიმდინარეობს მაცხოვრის შობის სახელობის საკათედრო ტაძრის მშენებლობა. ამჟამად, შესასრულებელია ტაძრის გუმბათისპირა თაღების და ფრთების, აგრეთვე გუმბათის ყელის მოწყობის სამუშაოები, რაზედაც შედგენილია ხარჯთაღრიცხვა. გთხოვთ, განიხილოთ საკითხი და მოგვცეთ რეკომენდაცია, რათა მოგვეცეს შესაძლებლობა ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში რელიგიისათვის გამოყოფილი თანხიდან დავაფინანსოთ აღნიშნული სამუშაოები“ . ამჟამად მუნიციპალიტეტის გამგეობა პასუხის მოლოდინშია.
საინტერესოა, როდის ჩაეყარა საფუძველი ხარაგაულში ეკლესიის მშენებლობას? შეგახსნებთ, რომ შენობაში, სადაც ახლა წმ. ანდრიაპირველწოდებულის სახელობის სამლოცველოა, 80-იან წლებში სამხედრო კომისარიატი იყო განთავსებული. 2015 წლის 2 თებერვალს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე, ფონდის დირექტორის, ცეზარ ბუბულაშვილის მიერ გაგზავნილი წერილის შესავალში წერია. „XX საუკუნის დასაწყისში მღვდელმსახურმა დეკანოსიძემ თავის სახლში გახსნა სამლოცველო, სადაც კომუნისტებმა მოგვიანებით მილიცია და სამხედრო კომისარიატი განათავსეს. ასე გრძელდებოდა 1990 წლამდე, ვიდრე საქართველოში ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ადგილობრივ წარმოადგენელთა ინიციატივით ამ შენობიდან კომისარიატი არ გამოასახლეს და იქ კვლავ სამლოცველო აღადგინეს, იგი დღესაც ხარაგაულელთა სამსახურშია“, ვკითხულობთ წერილში.
ყურადსაღებია ის ფაქტი, რომ სწორედ 1990 წლის 20 მარტს დაბა ხარაგაულში ჩატარებული მიტინგის ორგანიზატორთა ერთ-ერთი ძირითადი მოთხოვნა დაბის ტერიტორიაზე ყოფილი სამლოცველო სახლის აღდგენა იყო. ამ მიტინგისა და ხმამაღალი განცხადების ერთ-ერთი თანაავტორი სწორედ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის დღევანდელი გამგებელი, კობა ლურსმანაშვილი გახლდათ.
მკითხველისთვის, რომ ბუნდოვანი არ იყოს, განვმარტავთ - 2007 წლიდან დღემდე ეკლესიის მშენებლობისთვის 410 601 ლარია გახარჯული. მათ შორის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 217 000 ლარია ჩარიცხული, პრეზიდენტის ფონდიდან 20 000 ლარი, ხოლო დარჩენილი 173 601 ლარი შემომწირველთა თანხებია.
ტაძრის მშენებლობის ფონდის დირექტორი, ცეზარ ბუბულაშვილი ზემოთ ხსენებულ წერილში წერს კიდეც: „ის, რაც დღემდე არის აშენებული და გაკეთებული სახეზეა და ბევრის მოწონებასაც იმსახურებს. ყოველივე ამაში დიდ მხარდაჭერას და დახმარებას მიწევდნენ მუნიციპალიტეტის გამგებელი, კობა ლურსმანაშვილი და მაჟორიტარი დეპუტატი ნოდარ ებანოიძე“.
აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ სსიპ რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოსგან მიღებული თანხმობის საფუძველზე, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან მიმდინარე წელს, ხარაგაულის წმ. ანდრია პირველწოდებული სახელობის სასულიერო გიმნაზიის გასარემონტებლად - 25 000 ლარი, ხოლო ხარაგაულის სამლოცველოს კეთილმოსაწყობად - 13 000 ლარი გადაირიცხება. როგორც მუნიციპალიტეტის გამგებელმა, კობა ლურსმანაშვილმა ჩვენთან საუბარში აღნიშნა, რელიგიის სააგენტოში გიმნაზიის გასარემონტებლად მოთხოვნა 50 000 ლარზე ჰქონდა გაგზავნილი, მაგრამ მათ რეკომენდაცია გასცეს, რომ აღნიშნული სამუშაოები ადგილობრივი ბიუჯეტიდან ნაწილობრივ დაფინანსებულიყო.
ჩვენ ზემოხსენებულ საკითხებთან დაკავშირებით მუნიციპალიტეტის გამგებელს, კობა ლურსმანაშვილს, კომენტარის გაკეთება ვთხოვეთ.
,,რელიგიის მიმართულებით ადგილობრივი ბიუჯეტიდან ყოველწლიურად საკმაოდ სოლიდური თანხები იხარჯება. 2016 წლის ბიუჯეტში ამ მიმართულებით 60 ათასი ლარია გათვალისწინებული. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს თანხა კიდევ 30 000 ლარით გაიზარდოს. რაც შეეხება, ხარაგაულში მშენებარე საკათედრო ტაძრის გადახურვას, დღემდე დაბრკოლების საფუძველი პროექტის და ხარჯთაღრიცხვის არარსებობა იყო. სააგენტოს მივმართეთ, ნება დაერთო ამ მიმართულებით თანხის დახარჯვის თაობაზე, მაგრამ, ვიდრე არ იქნებოდა პროექტი და შესაბამისი ხარჯთაღრიცხვა, მანამდე თანხმობას ვერ მოგვცემდნენ. მათ ვისაც ეხებათ ეს საკითხი, უკეთ რომ ეზრუნათ და პროექტი და ხარჯთაღრიცხვა დროულად წარმოედგინათ, ამ მიმართულებით თანხის დახარჯვა უფრო ადრე მოხდებოდა. როგორც ვიცი, უახლოეს მომავალში იქნება სააგენტოში კომისიის სხდომა და ვიმედოვნებ, ეს საკითხი დადებითად გადაწყდება.
ტაძრის დასრულებას კიდევ ბევრი რამ სჭირდება და მუნიციპალიტეტი თავისი შესაძლებლობების ფარგლებში კვლავ მიიღებს მონაწილეობას ეკლესიის მშენებლობაში. ხშირ შემთხვევაში მუნიციპალიტეტის მიმართულებით იშვერენ ხელს, თითქოსდა, ჩვენი მხრიდან ხდება მშენებლობის დაბრკოლება. ეს არ შეესაბამება სინამდვილეს. სრული პასუხისმგებლობით შემიძლია განვაცხადო, რომ ასეთი აქტიური, ხელისუფლება ტაძრის მშენებლობაში შეტანილი წვლილით, როგორიც დღესაა არასოდეს ყოფილა. დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ გადაავლონ თვალი რა დროს, რა პერიოდში, რა თანხები დაიხარჯა ხარაგაულში საკათედრო ტაძრის მშენებლობისთვის. ამიტომ ყველას მოვუწოდებ თავი შეიკავონ ისეთი გამონათქვამებისგან, რომელიც ნამდვილად შორდება ეკლესიურობას და რომელიც არანაირად არ ჯდება ქრისტიანულ მრწამსში. არავის არ დაეკარგება აღნიშნულ მშენებლობაზე გაწეული ღვაწლი. ადგილობრივი თვითმმართველობა ამ საკითხის პოლიტიზირებას არასოდეს აკეთებდა. პირიქით, ჩვენ საზოგადოებასთან ერთად მზად ვართ გავაკეთოთ ყველაფერი ტაძრის მშენებლობის დასრულებისათვის. გარდა დაბაში ეკლესიის მშენებლობისა, ხარაგაულის მუნიციპალიტეტში არაერთ ტაძარს და ეკლესია - მონასტერს გაეწია ჩვენგან დახმარება ინფრასტრუქტურის თვალსაზრისით.
რაც შეეხება, წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის სასულიერო გიმნაზიას, ადგილობრივი თვითმმართველობა ყველანაირად ცდილობს ამ სკოლას შესაძლებლობის ფარგლებში გვერდით დაუდგეს და ინფრასტრუქტურის მოწესრიგების კუთხით გარკვეული თანხები დახარჯოს“.
როგორც ჩვენთვის ცნობილია, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს კომისიის სხდომა ორ თვეში ერთხელ იმართება. კომისიის დასკვნის საფუძველზე შესაძლებელი გახდება წარმოდგენილი ხარჯთაღრიცხვის დაფინანსება და ეკლესიის მშენებლობის დასრულება.
16 იანვარი 2016
ნანახია: 1707 - ჯერ