{{string}}


სახელი:
E-მაილი
ტექსტი
ხარაგაულის მუნიციპალიტეტი
MUNICIPALITY OF KHARAGAULI
  • სოციალურად დაუცველი ოჯახი მოინახულეს

     

    დღეს, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილემ, თემურ ჩხეიძემ და ა(ა)იპ „სათნოების სახლის“ დირექტორმა, გიორგი ჩიჩილიძემ ფარცხნალის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ ბოღოღიანში მცხოვრები სოციალურად დაუცველი ოჯახი მოინახულეს. ლევან და გოჩა ხარაძეების მრავალსულიანი ოჯახი მძიმე ეკონომიურ პირობებში ცხოვრობს. ისინი სოციალურად დაუცველნი არიან და ყველა იმ სოციალურ პროგრამაში არიან ჩართულნი, რომელსაც ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგეობა ადგილობრივი ბიუჯეტიდან აფინანსებს.

    თემურ ჩხეიძის ინფორმაციით, ხარაძეების ოჯახს დღეს საკვები პროდუქტები გადაეცათ, ისინი ასევე ერთჯერადი დახმარების სახით უახლოეს დღეებში  200-200 ლარს მიიღებენ. 

     

    27 იანვარი 2016

    ნანახია: 330 - ჯერ

    ვალუტის კურსი
    http://www.nbg.ge/rss.php not found!
    Kharagauli.ge © ხარაგაულის მუნიციპალიტეტი