-
მერია
- მერი
- პირველი მოადგილე
- მოადგილე
- მერიის დებულება
-
სტრუქტურული ერთეულები
- ადმინისტრაციული სამსახური
- საფინანსო საბიუჯეტო-სამსახური
- ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახური
- ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამსახური
- ზედამხედველობისა და არქიტექტურის სამსახური
- კულტურის, განათლების, სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახური
- ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის სამსახური
- სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახური
- შიდა აუდიტისა და მონიტორინგის სამსახური
- საკრებულო
- მაჟორიტარი დეპუტატი
- ადმინისტრაციული ერთეულები
-
იურიდიული პირები
- ა.ა.ი.პ ,,რეზო თაბუკაშვილის სახელობის სახალხო ლიტერატურული თეატრი"
- ა.ა.ი.პ ხარაგაულის ,,კულტურის ცენტრი"
- ა.ა.ი.პ ,,ნინო სახვაძის სახელობის მოსწავლე ახალგაზრდობის სახლი"
- ა.ა.ი.პ ,,ხარაგაულის ცენტრალური ბიბლიოთეკა"
- ა.ა.ი.პ ,,ეთერ კიკნაძის სახელობის სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანება"
- ა.ა.ი.პ ,,ხარაგაულის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი"
- ა.ა.ი.პ ,,ხარაგაულის ისტორიული მუზეუმი"
- ა(ა)იპ ,,ხარაგაულის სპორტის განვითარებისა და მართვის მუნიციპალური ცენტრი'
- ა.ა.ი.პ შოთა ბუაჩიძის სახელობის სამუსიკო სკოლა"
- ა.ა.ი.პ ,,სათნოების სახლი"
- ა.ა.ი.პ ,,ხარაგაულდასუფთავება"
- ა.ა.ი.პ ,,ხარაგაულკეთილმოწყობა''
- ა.(ა)ი.პ. „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის განვითარებისა და შიგა ტურიზმის სამსახურის
-
ა(ა)ი.პ. ხალხური შემოქმედების სახლი
- სამსახურის შესახებ
-
განათლება
- საგანმანათლებლო რესურსცენტრი
-
საჯარო სკოლები
- სადგურ მარელისის საჯარო სკოლა
- კიცხის საჯარო სკოლა
- ბორის საჯარო სკოლა - პანსიონი
- ზვარის საჯარო სკოლა
- ვაშლევის საჯარო სკოლა
- ბაზალეთის საჯარო სკოლა
- დაბის N 2 საჯარო სკოლა
- ხარაგაულის N3 საჯარო სკოლა
- საღანძილის საჯარო სკოლა
- ლეღვნის საჯარო სკოლა
- ვახანის საჯარო სკოლა
- მოლითის საჯარო სკოლა
- წიფის საჯარო სკოლა
- ხიდრის საჯარო სკოლა
- ვარძიის საჯარო სკოლა
- წყალაფორეთის საჯარო სკოლა
- ლაშის საჯარო სკოლა
- ნადაბურის საჯარო სკოლა
- ღორეშის საჯარო სკოლა
- ბორითის საჯარო სკოლა
- ხევის საჯარო სკოლა
- ვერტყვიჭალის საჯარო სკოლა
- სარგვეშის საჯარო სკოლა
- უბისის საჯარო სკოლა
- ხუნევის საჯარო სკოლა
- ვაშლევის საჯარო სკოლა
- წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის სასულიერო გიმნაზია
- სკოლამდელი დაწესებულებები
- მოსწავლე ახალგაზრდობის სახლი
- პროფკავშირები
- ადმინისტრაციის შესახებ
- ა.ა.ი.პ. „მოქალაქეთა ჩართულობისა და ინფორმირების მუნიციპლური ცენტრი“
- ბიუჯეტი
- სოფლის მეურნეობა
- სოფლის მხარდაჭერის პროგრამა
- კულტურა და სპორტი
- ჯანდაცვა და სოციალური სფერო
- ინფრასტრუქტურა
- სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო
- მართლწესრიგი
- კანონმდებლობა
- ნოტარიუსი
- არქივი


2016 წლის მცირე მიწიან ფერმერთა საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტის განხორციელება დაიწყო
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში 2016 წლის მცირე მიწიან ფერმერთა საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტის განხორციელება დაიწყო. ხარაგაულის მუნიციპალიტეტში ამ ეტაპზე, აღნიშნული პროგრამით სულ 11 657 ბენეფიციარი ისარგებლებს.
სოფლის მეურნეობის სამინისტროს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საინფორმაციო საკონსულტაციო სამსახურიდან მოპოვებული ინფორმაციით, მოსარგებლეებს რომელთაც საკუთრებაში, ან ფაქტობრივ მფლობელობაში გააჩნიათ 0,25 ჰა-მდე ჯამური ფართობის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი „აგრო ბარათზე “ დაერიცხებათ 50 ქულა.
აღნიშნული ქულა, რომელიც 50 ლარს შეადგენს მოსარგებლეებს პირველ მარტს დაერიცხებთ. ხარაგაულის მუნიციპალიტეტში ასეთი მოსარგებლე 3 541-ია. ასევე მოსარგებლეებს, რომელთაც საკუთრებაში, ან ფაქტობრივ მფლობელობაში გააჩნიათ 0,25 ჰა-დან - 1,25 ჰა-სჩათვლით ფართობის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელსაც იყენებენ ერთწლიანი კულტურების მოსაყვანად:
გადაეცემათ ნაკვეთის ფართობის პროპორციული ღირებულების სასოფლო-სამეურნეო (ხვნის) ბარათი, 1 ჰექტარზე 140 ლარის გადაანგარიშებით.
ხარაგაულში ამ ტიპის ხვნის ბარათს სულ 8 116 მოსარგებლე მიიღებს.
აღსანიშნავია, რომ ბარათის გადაცემისას გამგებლის წარმომადგენელმა მოსარგებლეს უნდა აუხსნას ხვნის ბარათით სარგებლობის წესი. მოსარგებელე უფლებამოსილია, გარკვეულ შემთხვევაში დააბრუნოს ხვნის ბარათი სააგენტოში, რათა ამ ბარათით გათვალისწინებული სარგებლის ექვივალენტი ქულების ოდენობა სააგენტომ მოსარგებლეს ჩაურიცხოს „აგრო ბარათზე“.
დაკარგული ანდაზიანებული ბარათი
დაკარგვის ან დაზიანებისას ხვნის ბარათი შეიძლება გამოიცვალოს. თუ ბარათი მოსარგებლეზე გადაცემის შემდეგ დაზიანდა, მაშინ გამგებლის წარმომადგენელმა სააგენტოს უნდა მიმართოს წერილით, რომელსაც უნდა დაერთოს: მოსარგებლის ახსნა-განმარტება, დაზიანებული ბარათი და მოსარგებლის პირადობის ასლი. ხოლო მოსარგებლეს თუ დაეკარგა ბარათი მაშინ საჭიროა გამგებლის წარმომადგენელმა მიმართოს სააგენტოს წერილით და თან დაურთოს: მოსარგებლის ახსნა-განმარტება, მოსარგებლის მიერ ბარათის დაკარგვის შესახებ პოლიციაში შეტანილი განცხადებისა და მოსარგებლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლები.
აგრო ბარათი
მოსარგებლეებს ქულები დაერიცხებათ 2014-2015 წლებში „ლიბერთი ბანკის“ მიერ დარიგებულ „აგრო ბარათზე“. თუ 2016 წლის საგაზაფხულო პროექტის მოსარგებელეს არ გააჩნია „აგრო ბარათი“, იგი უნდა მივიდეს „ლიბერთი ბანკის“ ნებისმიერ ფილიალში, სადაც მას გადასცემენ მისთვის განკუთვნილ „აგრო ბარათს“
თუ მოხდა მოსარგებლის აგრო-ბარათის“ დაკარგვა ან დაზიანება, უნდა მიმართოს „ლიბერთი ბანკის“ ფილიალს, სადაც მას გადასცემენ ახალ ბარათს. დაკარგული „აგრო ბარათების“აღსადგენად, მოსარგებლემ „ლიბერთი ბანკს“ უნდა მიმართოს პირველ მარტამდე, რომ არ მოხდეს, მათ „აგრო ბარათზე“ დარიცხული თანხის სხვის მიერ გამოყენება. (დაკარგული „აგრო-ბარათის“ აღდგენა შეიძლება პირველი მარტის შემდეგაც, თუმცა თუ მოხდა დაკარგული „აგრო ბარათით“ ქულების გამოყენება, მაშინ ეს ჩაითვლება მოსარგებლის მიერ გამოყენებულად და მას დამატებითი ქულები აღარ დაერიცხება).
თუ მოსარგებლე არის უნარშეზღუდული და არ შეუძლია ბანკში მისვლა მისთვის განკუთვნილი „აგრო ბარათის“ ასაღებად, მაშინ საჭიროა მიმართოს გამგებლის წარმომადგენელს და მიუთითოს ნდობით აღჭურვილი პირი, რომლის სახელზეც დაიბეჭდება მისთვის განკუთვნილი „აგრო ბარათი“, რაზეც დაირიცხება შესაბამისი ქულები.
17 თებერვალი 2016
ნანახია: 467 - ჯერ