{{string}}


სახელი:
E-მაილი
ტექსტი
ხარაგაულის მუნიციპალიტეტი
MUNICIPALITY OF KHARAGAULI
  • ჩხერი, ბაზალეთი, ახალსოფელი, თეთრაწყარო, კიცხი და ლაშე - ეს ის სოფლებია, რომელთა გაზიფიცირება 2016 წელს დაიწყება

     

    ხარაგაულის სოფლების გაზიფიცირების საკითხს დეპუტატი ვარლამ ჭიპაშვილი გამოეხმაურა.

    ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ორი სოფლის ლაშისა და კიცხის გაზიფიცირების შესახებ  სოციალურ ქსელში ინფორმაცია, რამდენიმე დღის წინგავრცელდა. აღნიშნულ მასალას ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე, ვარლამ ჭიპაშვილი გამოეხმაურა. იგი  აღნიშნავს, რომ გავრცელებულ ინფორმაციაში ნახსენები არ არის  ის ოთხი სოფელი (ბაზალეთი, ჩხერი, ახალსოფელი და თეთრაწყარო), რომელთა გაზიფიცირება 2015  წელს იყო დაგეგმილი.

    ვარლამ ჭიპაშვილი: ,,ენერგეტიკის სამინისტროს განცხადებით, 2015 წლის სამუშაო გეგმის მიხედვით, სოფელი ბაზალეთი, ჩხერი, ახალსოფელი და თეთრაწყარო უნდა გაზიფიცირებულიყო, მაგრამ კერძო კომპანია „სოკარ-ჯორჯია გაზმა“, წინა წელს ვერ უზრუნველყო ვალდებულების შესრულება. გამომდინარე აქედან, აღებული ვალდებულება  მიმდინარე წელს შესრულდება და ეს სოფლები გამრიცხველიანდება. როგორც სამინისტროს წარმომადგენელმა განმარტა, სწორედ ამიტომ აღარ მოხვდა ეს ოთხი სოფელი ახალ სამუშაო გეგმაში, მაგრამ მათი გაზიფიცირება კვლავ პრიორიტეტია.რაც შეეხება სოფლების: ლაშისა და კიცხის გაზიფიცირებას ეს ახალი ვალდებულებაა და მათი გაზიფიცირება თავისთავად მოხდება.“

    2016 წელს ხარაგაულის ექვსი სოფელი: ბაზალეთი, ჩხერი, ახალსოფელი, თეთრაწყარო, ლაშე და კიცხი გაზიფიცირდება.

     

    1 მარტი 2016

    ნანახია: 1675 - ჯერ

    ვალუტის კურსი
    http://www.nbg.ge/rss.php not found!
    Kharagauli.ge © ხარაგაულის მუნიციპალიტეტი