{{string}}


სახელი:
E-მაილი
ტექსტი
ხარაგაულის მუნიციპალიტეტი
MUNICIPALITY OF KHARAGAULI
  • საერთაშორისო ასოციაციამ „საქართველოს ქალები მშვიდობისა და სიცოცხლისათვის“ ხარაგაულში მორიგი სოციალურ აქცია გამართა

    საერთაშორისო ასოციაციამ „საქართველოს ქალები მშვიდობისა და სიცოცხლისათვის“(ხელმძღვანელი მაია კვეზერელი-კოპაძე) ხარაგაულში მორიგი საქველმოქმედო აქცია განახორციელა. მუნიციპალიტეტის გამგეობისა და ა(ა)იპ „მოქალაქეთა ჩართულობისა და ინფორმირების მუნიციპალური ცენტრის“ ინიციატივით, საერთაშორისო ასოციაციამ ხარაგაულში მცხოვრებ სოციალურად დაუცველ ოჯახებს ტანსაცმელი გადასცა. ხარაგაულის მუნიციპალიტეტიდან საქველმოქმედო აქციით 45-მა ოჯახმა ისარგებლა.

    ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილემ, თემურ ჩხეიძემ,  „მოქალაქეთა ჩართულობისა დ აინფორმირების მუნიციპალური ცენტრის“ ხელმძღვანელმა ეკა შავიძემ და ამავე  ცენტრის  წარმომადგენელმა  ოთარ ლურსმანაშვილმა, სოციალურად დაუცველ ოჯახებს ტანსაცმელი პირადად გადასცეს.

    შეგახსენებთ, რომასოციაცია „საქართველოს ქალები მშვიდობისა და სიცოცხლისათვის“ ხარაგაულში სხვადასხვა საქველმოქმედო აქციებს  პერმანენტულად ახორციელებს. 

     

    7 მარტი 2016

    ნანახია: 1468 - ჯერ

    ვალუტის კურსი
    http://www.nbg.ge/rss.php not found!
    Kharagauli.ge © ხარაგაულის მუნიციპალიტეტი