-
მერია
- მერი
- პირველი მოადგილე
- მოადგილე
- მერიის დებულება
-
სტრუქტურული ერთეულები
- ადმინისტრაციული სამსახური
- საფინანსო საბიუჯეტო-სამსახური
- ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახური
- ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამსახური
- ზედამხედველობისა და არქიტექტურის სამსახური
- კულტურის, განათლების, სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახური
- ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის სამსახური
- სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახური
- შიდა აუდიტისა და მონიტორინგის სამსახური
- საკრებულო
- მაჟორიტარი დეპუტატი
- ადმინისტრაციული ერთეულები
-
იურიდიული პირები
- ა.ა.ი.პ ,,რეზო თაბუკაშვილის სახელობის სახალხო ლიტერატურული თეატრი"
- ა.ა.ი.პ ხარაგაულის ,,კულტურის ცენტრი"
- ა.ა.ი.პ ,,ნინო სახვაძის სახელობის მოსწავლე ახალგაზრდობის სახლი"
- ა.ა.ი.პ ,,ხარაგაულის ცენტრალური ბიბლიოთეკა"
- ა.ა.ი.პ ,,ეთერ კიკნაძის სახელობის სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანება"
- ა.ა.ი.პ ,,ხარაგაულის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი"
- ა.ა.ი.პ ,,ხარაგაულის ისტორიული მუზეუმი"
- ა(ა)იპ ,,ხარაგაულის სპორტის განვითარებისა და მართვის მუნიციპალური ცენტრი'
- ა.ა.ი.პ შოთა ბუაჩიძის სახელობის სამუსიკო სკოლა"
- ა.ა.ი.პ ,,სათნოების სახლი"
- ა.ა.ი.პ ,,ხარაგაულდასუფთავება"
- ა.ა.ი.პ ,,ხარაგაულკეთილმოწყობა''
- ა.(ა)ი.პ. „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის განვითარებისა და შიგა ტურიზმის სამსახურის
-
ა(ა)ი.პ. ხალხური შემოქმედების სახლი
- სამსახურის შესახებ
-
განათლება
- საგანმანათლებლო რესურსცენტრი
-
საჯარო სკოლები
- სადგურ მარელისის საჯარო სკოლა
- კიცხის საჯარო სკოლა
- ბორის საჯარო სკოლა - პანსიონი
- ზვარის საჯარო სკოლა
- ვაშლევის საჯარო სკოლა
- ბაზალეთის საჯარო სკოლა
- დაბის N 2 საჯარო სკოლა
- ხარაგაულის N3 საჯარო სკოლა
- საღანძილის საჯარო სკოლა
- ლეღვნის საჯარო სკოლა
- ვახანის საჯარო სკოლა
- მოლითის საჯარო სკოლა
- წიფის საჯარო სკოლა
- ხიდრის საჯარო სკოლა
- ვარძიის საჯარო სკოლა
- წყალაფორეთის საჯარო სკოლა
- ლაშის საჯარო სკოლა
- ნადაბურის საჯარო სკოლა
- ღორეშის საჯარო სკოლა
- ბორითის საჯარო სკოლა
- ხევის საჯარო სკოლა
- ვერტყვიჭალის საჯარო სკოლა
- სარგვეშის საჯარო სკოლა
- უბისის საჯარო სკოლა
- ხუნევის საჯარო სკოლა
- ვაშლევის საჯარო სკოლა
- წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის სასულიერო გიმნაზია
- სკოლამდელი დაწესებულებები
- მოსწავლე ახალგაზრდობის სახლი
- პროფკავშირები
- ადმინისტრაციის შესახებ
- ა.ა.ი.პ. „მოქალაქეთა ჩართულობისა და ინფორმირების მუნიციპლური ცენტრი“
- ბიუჯეტი
- სოფლის მეურნეობა
- სოფლის მხარდაჭერის პროგრამა
- კულტურა და სპორტი
- ჯანდაცვა და სოციალური სფერო
- ინფრასტრუქტურა
- სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო
- მართლწესრიგი
- კანონმდებლობა
- ნოტარიუსი
- არქივი
მეორე მსოფლიო ომში უგზო-უკვლოდ დაკარგული ბაზალეთელი აკაკი თხელიძის კვალი ნაპოვნია
ჰოლანდიაში ქალაქ ამერსფორტში, ,,საბჭოთა ჯარისკაცების სასაფლაოზე“, მეორე მსოფლიო ომში უგზო-უკვლოდ დაკარგული 865 საბჭოთა ჯარისკაცი განისვენებს. მათ შორისაა ბაზალეთელი აკაკი თხელიძე, რომელიც მეორე მსოფლიო ომში ახალგაზრდა გაიწვიეს. აკაკი თხელიძის შესახებ არანაირი ინფორმაცია არ ჰქონდა ოჯახს და ის უგზოუკვლოდ დაკარგულად ითვლებოდა.
102 წლის ქეთო თხელიძეს არ ახსოვს, რამდენი წლის იყო მისი ძმა, როდესაც სამამულო ომში წავიდა. ახსოვს, რომ ფრონტის ხაზიდან წერილი ორჯერ მოვიდა და აკაკის კვალი საერთოდ გაქრა. ,,აკაკის ყავდა ცოლი, რომელიც მის ჩამოსვლას არ დალოდებია და მალევე გათხოვდა. ომი რომ დამთავრდა დიდხანს ველოდებოდით ჩემს ძმას, რომ აღარ გამოჩნდა, ვეძებდით, მაგრამ უშედეგოდ, არაფერი აღარ ვიცოდით მის შესახებ. არც ტყვედ ჩავარდნის შესახებ ვიცოდით რამე, ვიცოდით რომ ომში დაიკარგა. ძალიან ჯავრობდა დედაჩემი, 1979 წელს დაიღუპა დედა, სიცოცხლის ბოლომდე ელოდებოდა .“ - გვიყვება ქეთო ბებო.
ქეთევან თხელიძეზე საკუთარი დაკარგული ძმის შესახებ ინფორმაციის არსებობამ ამაღელვებლად იმოქმედა.
,,ძალიან გაუხარდა, იტირა, დიდი სურვილი აქვს ძმის საფლავზე ჩავიდეს, თუმცა ეს მის ასაკში შეუძლებელია და მხოლოდ ოცნებაა“ - გვიყვება ქეთო თხელიძის თანასოფლელი თაკო კამკამიძე.
რენკო რეიდინგი ჰოლანდიელი ჟურნალისტი, (ფონდი ,,საბჭოთა დიდების ველის“ ) წარმომადგენელი :
„18 წელია ვეძებ ,,საბჭოთა დიდების ველზე“ დასაფლავებულ ჯარისკაცთა ნათესავებს.
21 წლის ვიყავი, როდესაც აღმოვაჩინე, რომ ჩვენს ქალაქში იყო ჯარისკაცების სასაფლაო, რომლის შესახებაც მანამდე არ გამეგონა და არანაირი ინფორმაცია არ მქონდა. ეს არის ,,საბჭოთა დიდების ველი“, სადაც მეორე მსოფლიო ომის 865 მსხვერპლი არის დასაფლავებული. ეს ის ადამიანები არიან, რომლებიც მეორე მსოფლიო ომის დროს ტყვედ ჩავარდნენ. მე მქონდა ინფორმაცია, რომ ამ ადამიანების ნათესავები არავის არ უძებნია და არ უპოვნია. ჩემი მიზანი იყო ამ ადგილზე დასაფლავებული ჯარისკაცებისათვის სახელები დამებრუნება და მათი ისტორია გამეცოცხლებინა.ეს იდეა ჩემი ცხოვრების მიზანი გახდა. 21 წლის ბიჭი, რა თქმა უნდა, არ ვფიქრობდი, რომ 18 წლის შემდეგ მოვძებნიდი აკაკი თხელიძის ნათესავებს და აქ თქვენთან ბაზალეთში ვიქნებოდი. დღეისათვის ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებში 200 ჯარისკაცის ოჯახია მოძებნილი. გვქონდა რამდენიმე წარმატებული ძიება საქართველოში, ჩვენი საქმიანობა საქართველოში უფრო წარმატებული გახდა მას შემდეგ, რაც დავუკავშირდით ქართველ ზაზა მილაძე, მასთან ერთად საქართველოში კიდევ 7 ოჯახი აღმოვაჩინეთ. ეს კეთილი ნების საქმეა, ჩვენ გვქონდა სურვილი, რომ დაღუპული ჯარისკაცების ოჯახებს სცოდნოდათ და ჰქონოდათ ინფორმაცია, სად არის დასაფლავებული მათი წინაპარი და ოჯახის წევრი. ქართველები დასაფლავებულები არიან არა მხოლოდ კუნძულ ტექსელზე, არამედ ჰოლანდიის მატერიკულ ტერიტორიაზე. თუ ხარაგაულში არიან ადამიანები, რომელთა ოჯახის წევრები დაღუპულნი არიან ტექსელზე, ჩვენ ვეძებთ ინფორმაციას მათ შესახებ. გვაინტერესებს მათი ბიოგრაფიული მონაცემები და სურათები, რადგან იგეგმება გაკეთდეს ხსოვნის წიგნი, რომელსაც ევროპის მოსახლეობა გაეცნობა.
დღეს დნმ ანალიზი გაკეთდა. ,,საბჭოთა დიდების ველზე“ უცნობი ჯარისკაცების საფლავებია. მათი იდენტიფიცირების მიზნით, ოფიციალურად კეთდება დნმ ანალიზი პირველი რიგის ნათესავებთან, დნმ-ს ანალიზის მიხედვით მოხდება დასაფლავებულთა ექსგუმაცია, მათი პიროვნების დადგენის მიზნით. დღეს, ქეთო თხელიძისგან აღებული იქნა დნმ ანალიზი, მისი ძმის აკაკი თხელიძის გვამის იდენტიფიკაციის მიზნით. იდენტიფიკაციას და დადებითი პასუხის მილოდინში შეიძლება 2 წელიც გავიდეს, რადგან არის ბევრი ბიუროკრატიული საკითხი , რაც მსგავს კვლევას აფერხებს.
ჩვენი საბოლოო მიზანია საბჭოთა ჯარისკაცების საფლავებზე დაიდგას ქვა , რომელზედაც დაფიქსირდება საბჭოთა ქართველი ჯარისკაცის სახელი და გვარი და დამაგრდება ფოტოსურათი " –ამბობს ჰოლანდიელი ჟურნალისტი რენკო რეიდინგი.
სტუმრები დაინტერესდნენ როგორ ცხოვრობს ქეთო ბებო, ვინ უვლის, ვინ პატრონობს.
ქეთო თხელიძეს დიდ ყურადღებას აქცევს ლალი კვინცხაძის ოჯახი, ასევე პატრონობენ საკუთარი ბიძაშვილიშვილები, თანასოფლელები.
ქალბატონი ქეთო ყურადღებისათვის მადლობას უხდის სოფლის დეპუტატს ვარლამ ჭიპაშვილს, რომელიც მას მზრუნველობას არ აკლებს.
ფოტოზე მარცხნიდან პირველი აკაკი თხელიძე
ჰოლანდია, ქალაქი ამერსფორტი, ,,საბჭოთა ჯარისკაცების სასაფლაო“
ჰოლანდია, ქალაქი ამერსფორტი, ,,საბჭოთა ჯარისკაცების სასაფლაო“
ჰოლანდია, ქალაქი ამერსფორტი, ,,საბჭოთა ჯარისკაცების სასაფლაო“
16 მარტი 2016
ნანახია: 1580 - ჯერ