-
მერია
- მერი
- პირველი მოადგილე
- მოადგილე
- მერიის დებულება
-
სტრუქტურული ერთეულები
- ადმინისტრაციული სამსახური
- საფინანსო საბიუჯეტო-სამსახური
- ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახური
- ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამსახური
- ზედამხედველობისა და არქიტექტურის სამსახური
- კულტურის, განათლების, სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახური
- ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის სამსახური
- სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახური
- შიდა აუდიტისა და მონიტორინგის სამსახური
- საკრებულო
- მაჟორიტარი დეპუტატი
- ადმინისტრაციული ერთეულები
-
იურიდიული პირები
- ა.ა.ი.პ ,,რეზო თაბუკაშვილის სახელობის სახალხო ლიტერატურული თეატრი"
- ა.ა.ი.პ ხარაგაულის ,,კულტურის ცენტრი"
- ა.ა.ი.პ ,,ნინო სახვაძის სახელობის მოსწავლე ახალგაზრდობის სახლი"
- ა.ა.ი.პ ,,ხარაგაულის ცენტრალური ბიბლიოთეკა"
- ა.ა.ი.პ ,,ეთერ კიკნაძის სახელობის სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანება"
- ა.ა.ი.პ ,,ხარაგაულის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი"
- ა.ა.ი.პ ,,ხარაგაულის ისტორიული მუზეუმი"
- ა(ა)იპ ,,ხარაგაულის სპორტის განვითარებისა და მართვის მუნიციპალური ცენტრი'
- ა.ა.ი.პ შოთა ბუაჩიძის სახელობის სამუსიკო სკოლა"
- ა.ა.ი.პ ,,სათნოების სახლი"
- ა.ა.ი.პ ,,ხარაგაულდასუფთავება"
- ა.ა.ი.პ ,,ხარაგაულკეთილმოწყობა''
- ა.(ა)ი.პ. „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის განვითარებისა და შიგა ტურიზმის სამსახურის
-
ა(ა)ი.პ. ხალხური შემოქმედების სახლი
- სამსახურის შესახებ
-
განათლება
- საგანმანათლებლო რესურსცენტრი
-
საჯარო სკოლები
- სადგურ მარელისის საჯარო სკოლა
- კიცხის საჯარო სკოლა
- ბორის საჯარო სკოლა - პანსიონი
- ზვარის საჯარო სკოლა
- ვაშლევის საჯარო სკოლა
- ბაზალეთის საჯარო სკოლა
- დაბის N 2 საჯარო სკოლა
- ხარაგაულის N3 საჯარო სკოლა
- საღანძილის საჯარო სკოლა
- ლეღვნის საჯარო სკოლა
- ვახანის საჯარო სკოლა
- მოლითის საჯარო სკოლა
- წიფის საჯარო სკოლა
- ხიდრის საჯარო სკოლა
- ვარძიის საჯარო სკოლა
- წყალაფორეთის საჯარო სკოლა
- ლაშის საჯარო სკოლა
- ნადაბურის საჯარო სკოლა
- ღორეშის საჯარო სკოლა
- ბორითის საჯარო სკოლა
- ხევის საჯარო სკოლა
- ვერტყვიჭალის საჯარო სკოლა
- სარგვეშის საჯარო სკოლა
- უბისის საჯარო სკოლა
- ხუნევის საჯარო სკოლა
- ვაშლევის საჯარო სკოლა
- წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის სასულიერო გიმნაზია
- სკოლამდელი დაწესებულებები
- მოსწავლე ახალგაზრდობის სახლი
- პროფკავშირები
- ადმინისტრაციის შესახებ
- ა.ა.ი.პ. „მოქალაქეთა ჩართულობისა და ინფორმირების მუნიციპლური ცენტრი“
- ბიუჯეტი
- სოფლის მეურნეობა
- სოფლის მხარდაჭერის პროგრამა
- კულტურა და სპორტი
- ჯანდაცვა და სოციალური სფერო
- ინფრასტრუქტურა
- სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო
- მართლწესრიგი
- კანონმდებლობა
- ნოტარიუსი
- არქივი
,,dreams come true“ - ოცნებები ხდება
ბორის საჯარო სკოლა-პანსიონის XI კლასის მოსწავლე , ფერიდე ბერაძე , flex-ის კონკურსის ფინალურ ეტაპზე გადავიდა და ერთი წლით ამერიკაში სწავლის უფლება მოიპოვა.
,,dreams come true“ - ოცნებები ხდება - ასეთი სტატუსი დადო ფერიდე ბერაძემ ფეისბუქის პირად გვერდზე, როდესაც მისთვის მოულოდნელად ტელეფონზე დაურეკეს და flex-ის კონკურსში გამარჯვება აცნობეს.
ბორის სკოლა-პანსიონის დირექტორი ჰამლეტ ბერაძე ფერიდე წარმატებას , სკოლის და ზოგადად ხარაგაულის წარმატებად თვლის. ,, ფერიდემ მეორედ სცადა flex-ის კონკურსში ბედი და ამჯერად წარმატებულად. გასულ წელს ის ფინალურ ეტაპზე გავიდა, გასაუბრებაც გაიარა, მაგრამ შერჩეულ კანდიდატთა შორის ვერ მოხვდა. მიუხედავად ამისა, წელს ფერიდე კიდევ უფრო დიდი ინტერესით ჩაერთო flex-ის კონკურსში და წარმატებასაც მიაღწია. მინდა აღვნიშნო, რომ Flex-ის კონკურსით ჩვენი სკოლის სხვა მოსწავლეებიც არიან დაინტერესებულნი, რომლებიც წელს ამ კონკურსში მონაწილეობდნენ. მართალია, მათ შემდეგი ეტაპი ვერ გადალახეს , მაგრამ სერიოზული გამოცდილება მიიღეს და მომავალ წელსაც ფიქრობენ კონკურსში ჩართვას.“
ჰამლეტ ბერაძე ამბობს, რომ ფერიდეს წარმატებაში სერიოზული წვლილი შეიტანა სკოლის ინგლისური ენის პედაგოგმა ნანა ბერიძემ და მშვიდობის კორპუსის ამერიკელმა მოხალისემ ელისაბეთ ბირჩლერმა, რომელიც მოსწავლეებს საფუძვლიან ცოდნას აძლევს. ასევე ბავშვების მოტივაციაზე დადებითად მოქმედებს ის ფაქტი, რომ მათ ყოველწლიურად უხდებათ შეხვედრა ამერიკელ მოხალისეებთან, რომლებიც ბორის სკოლა-პანსიონის მეგობრები არიან და რომლებთან ერთადაც მოსწავლეები ძალიან მრავალ საინტერესო აქტივობას ახორციელებენ.
ფერიდე ბერაძესთვის ეს გამარჯვება ძალიან მნიშვნელოვანია. ,, ძალიან მინდოდა და ბევრს ვოცნებობდი ამერიკაში სწავლის გაგრძელებაზე. როდესაც გავიგე , რომ არსებობდა ასეთი კონკურსი, რომელიც მაძლევდა საშუალებას ამერიკაში ცხოვრების და სწავლის უფლება მომეპოვებინა. დავიწყე აქტიური მზადება ინგლისურ ენაში. ამ გამარჯვებისთვის შინაგანადაც ვემზადებოდი, ვიცოდი, რომ მომიწევდა დამოუკიდებლად ცხოვრება, უცხო ოჯახთან შეგუება. ვფიქრობ, ეს არ გამიჭირდება. ამერიკელებთან ხშირად გვიწევს ურთიერთობა, ჩვენს ოჯახში ერთი წლის განმავლობაში ცხოვრობდა აფრიკელი მოხალისე ჟიზელ ჰორნერი, რომელიც ჩვენ ოჯახის წევრივით მივიღეთ.“ -გვიყვება ფერიდე. ფერიდე ამერიკაში სასწავლებლად ზაფხულში გაემგზავრება. მანამდე კი ცდილობს დრო მაქსიმალურად გამოიყენოს და ბებიასგან გემრიელი ქართული კერძების მომზადება ისწავლოს. ამერიკაში წასვლისას იცის, რომ თან აუცილებლად წაიღებს ფანდურს. უხარია, რომ მისი წარმატება სკოლის და ზოგადად ხარაგაულის წარმატებაცაა და თავის თანატოლებს ოცნებების ახდენას უსურვებს.
23 მარტი 2016
ნანახია: 891 - ჯერ