{{string}}


სახელი:
E-მაილი
ტექსტი
ხარაგაულის მუნიციპალიტეტი
MUNICIPALITY OF KHARAGAULI
  • რა პროცედურებია საჭირო, რომ ადგილობრივი ბიუჯეტიდან მშენებარე ტაძრისთვის თანხები გაიცეს

    ხარაგაულში  მაცხოვრის შობის საკათედრო ტაძრის  მშენებლობა 2007 წელს დაიწყო. ტაძარი შემოწირულობებით  შენდება და ამ ეტაპზე მშენებლობის პროცესი თითქმის  დასრულებულია. საკათედრო ტაძრის მშენებლობაში ხარაგაულის მუნიციპალიტეტის  გამგეობა აქტიურადაა  ჩართული.  ადგილობრივი ბიუჯეტიდან   ტაძრის მშენებლობის ფონდში საკმაოდ სოლიდური თანხები გადაირიცხა. მიუხედავად ამისა, არიან ადამიანები, რომლებიც ღიად საუბრობენ, თითქოსდა  ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელი პირები ტაძრის მშენებლობას ხელს უშლიან. ეს სინამდვილეს არ შეესაბამება. მკითხევლისთვის, რომ ნათელი იყოს, განვმარტავთ: 2014 წელს საქართველოს მთავრობის N177 დადგენილებით რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო  შეიქმნა. რის შემდეგაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან აღნიშნულ სააგენტოსთან შეთანხმების გარეშე, რელიგიის კუთხით თანხების გაცემა კანონით დაუშვებელი გახდა. სააგენტო უფლებამოსილია, საკუთარი დებულების საფუძველზე  რელიგიურ-საკულტო ნაგებობების მშენებლობის, მათი ადგილმდებარეობის განსაზღვრისა და სხვადასხვა შენობა-ნაგებობის რელიგიურ-საკულტო დანიშნულების შენობად გარდაქმნის თაობაზე უფლებამოსილი ორგანოებისთვის  რეკომენდაციები გასცეს. აქედან გამომდინარე,  ვიდრე  რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო  თანხმობას არ გასცემს, ადგილობრივი  ბიუჯეტიდან   მშენებარე ტაძრისათვის თანხების გადარიცხვა არაკანონიერია.

     რა პროცედურებია  საჭირო, ადგილობრივი ბიუჯეტიდან  მშენებარე ტაძრისთვის თანხების გასაცემად, ამ საკითხთან დაკავშირებით, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს  თავმჯდომარეს, ზაზა ვაშაყმაძეს ვესაუბრეთ.

    ზაზა ვაშაყმაძე: „იმისთვის, რომ ადგილობრივი ბიუჯეტიდან მშენებარე ტაძრისთვის თანხები გაიცეს შემდეგი პროცედურებია საჭირო. პირველ რიგში თუ მუნიციპალიტეტში არსებული რომელიმე რელიგიური ორგანიზაცია მიმართავს ადგილობრივ თვითმმართველობას ფინანსური დახმარებისთვის,  ეს უკანასკნელი ვალდებულია რელიგიის სააგენტოს მიმართოს. იგივე ხდება ადგილობრივი ბიუჯეტიდან რელიგიის კუთხით თანხის გადარიცხვასთან დაკავშირებითაც. რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს დებულების შესაბამისად, ასეთი საკითხების განხილვა სააგენტოს "რელიგიური გაერთიანებების ქონებრივ და ფინანსურ საკითხთა შემსწავლელ სარეკომენდაციო კომისიაში" ხდება. კომისია  იღებს გადაწყვეტილებას  და ცემს შესაბამის რეკომენდაციებს. კომისიის რეკომენდაციის გარეშე ადგილობრივი თვითმმართველობა თანხას ვერცერთ შემთხვევაში ვერ გასცემს“ - აღნიშნა ჩვეთან საუბარში ზაზა ვაშაყმაძემ.

    საუბრის  დროს  ბატონ ზაზას ვთხოვეთ დაეკონკრეტებინა,  რატომ ვერ  მოხერხდა ამ დრომდე რელიგიის სააგენტოდან რეკომენდაციის გაცემა,   რომ   ადგილობრივი ბიუჯეტიდან  ხარაგაულში მშენებარე ტაძარს თანხები ჩაერიცხოს.  როგორც ბატონმა ზაზამ   განმარტა, ეს საკმაოდ ვრცელი თემაა  და სატელეფონო საუბარში ამის ახსნა ვერ მოხერხდებოდა. როგორც მან აღნიშნა,   მუნიციპალიტეტის გამგებელი, კობა ლურსმანაშვილი, ამ საკითხების მოგვარებაში აქტიურადაა ჩართული და ის  ყველანაირად ცდილობს, საკათედრო  ტაძრის მშენებლობის ფონდში  ადგილობრივი ბიუჯეტიდან  თანხები  გადაირიცხოს.

    შეგახსენებთ, რომ  ხარაგაულში  მშენებარე  საკათედრო  ტაძრის მშენებლობის ფონდში     2013 წლამდე 49 000 ლარია ჩარიცხული, ხოლო 2013 წლიდან 2014 წლის ჩათვლით, მას შემდეგ, რაც ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგებლად კობა ლურსმანაშვილი მუშაობს, ტაძრის მშენებლობის ფონდში 168 000 ლარი ჩაირიცხა. ბოლო ორი წლის მონაცემებით (2013-2014 წწ.) ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტის რელიგიის მუხლიდან სულ  302 200 ლარია გახარჯული. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ სსიპ რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოსგან მიღებული თანხმობის საფუძველზე, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან ხარაგაულის წმ. ანდრია პირველწოდებულის  სახელობის სასულიერო გიმნაზიის გასარემონტებლად - 25 000 ლარი ჩაირიცხა.  ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგეობა   ასევე  მზადყოფნაშია რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოსგან მიღებული თანხმობის  საფუძველზე, ხარაგაულში არსებულ  სამლოცველო სახლის სარემონტო სამუშაოებისათვის 13 000 ლარი გადარიცხოს.

     

    28 მარტი 2016

    ნანახია: 606 - ჯერ

    ვალუტის კურსი
    http://www.nbg.ge/rss.php not found!
    Kharagauli.ge © ხარაგაულის მუნიციპალიტეტი