{{string}}


სახელი:
E-მაილი
ტექსტი
ხარაგაულის მუნიციპალიტეტი
MUNICIPALITY OF KHARAGAULI
  • პროექტის ,,იმერი-იმერეთის მუნიციპალიტეტების ერთობლივი ინიციატივა" ფარგლებში ხარაგაულის ადგილობრივმა ხელისუფლებამ სოფლ პატარა სახვლარის პრობლემური საკითხი დადებითად გადაჭრა

     

    სულ მალე, სოფელ პატარა სახვლარს ელექტროენერგია ექნება. სოფელში ელექტროენერგია არასოდეს ყოფილა. სოფლის წინაშე არსებულ პრობლემაზე ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგებელმა კობა ლურსმანაშვილმა ა/ო ,,ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველოს“ მიერ პროექტ ,,იმერის“ ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე ისაუბრა. შეხვედრის მიზანი გახლდათ, პროექტის ფარგლებში ხარაგაულის მუნიციპალიტეტში კონკრეტული სოფლის შერჩევა და ადგილობრივი ხელისუფლების და ,,ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტოს“ დახმარებით და ჩართულობით სოფლის წინაშე არსებული კონკრეტული პრობლემის ადვოკატირება და სხვადასხვა უწყებებთან შუამდგომლობის დაყენებით აღნიშნული პრობლემის გადაწყვეტა.
    პროექტის ფარგლებში, ხარაგაულის მუნიციპალიტეტიდან სოფელი სახვლარი შეირჩა. სოფელ პატარა სახვლარში მცხოვრებ სამ ოჯახს პირადად შეხვდა ნინო თვალთვაძე, პროექტის კოორდინატორი დავით სარალიძე და გამგებლის პირველი მოადგილე პაატა გოგოლაძე.
    ნინო თვალთვაძე ( ა/ო ,,ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტოს - საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორი): სახვლარი იყო ერთადერთი გამორჩეული სოფელი, იმ 10 დასახლებიდან, რომელიც პროექტის ფარგლებში იმერეთის მუნიციპალიტეტის მასშტაბით შეირჩა. სოფელში სულ მუდმივად 3 ოჯახი ცხოვრობს. მათი პრობლემა სპეციფიური იყო. სოფელს არასოდე ჰქონდა ელექტროენერგია და ჩვენ ადვოკატირება გავუწიეთ ამ საკითხის დადებითად გადაწყვეტას.  ჩვენი მხრიდან ეს იყო ძალიან კარგი თანამშრომლობის მაგალითი არასამთავრობო ორგანიზაციას, ადგილობრივ ხელისუფლებას და მოქალაქეებს შორის. ასევე ადგილობრივ ხელისუფლებასა და ცენტრალურ ხელისფლებას შორის. სწორედ ამ კარგი თანამშორმლობის შედეგად შესაძლებელი გახდა, ისეთი თითქოსდა გადაუჭრელი პრობლემის მოგვარებაც კი, როგორც არის ელექტროენერგიის შეყვანა დასახლებაში, სადაც ელექტროენერგია არასდროს ყოფილა. მინდა ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგეობას აქტიური თანამშრომლობისთვის და პროექტში ჩართულობისთვის.პროექტის ფარგლებში მოვამზადეთ სიუჟეტი,რომელიც ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული იყო ჩვენს მიერ მომზადებულ სიუჟეტებს შორის. სრულიად სხვა რაკურსით დაგვანახეს იქ მცხოვრებმა მოქალაქეებმა რას ნიშნავს სოფელი, სოფლად ცხოვრება და გაცილებით ღრმა თემებზე დაგვაფიქრეს. განსაკუთრებით ისეთზე, როგორიცაა სოფლებიდან მოსახლეობის, განსაკუთრებით ახალგაზრდების მასიური მიგრაცია.  პროექტის ფარგლებში კიდევ ერთი სიუჟეტი მომზადდება, სადაც ნათლად იქნება წარმოჩენილი, რა ეტაპები გავიარეთ იმისათვის, რომ ეს პრობლემა გადაჭრილიყო
    კობა ლურსმანაშვილი (ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგებელი) - სოფელი პატარა სახვლარი, უკვე სარგებლობს მაღალმთიანი სოფლის სტატუსით და იქ მაცხოვრებლები დამატებით შეღავათებს მიიღებენ. მნიშვნელოვანია, რომ მაღალმთიან სოფელს მიეწოდოს ელექტროენერგია, რათა იგი საერთოდ არ დაიცალოს მოსახლეობისგან. ხარაგაულის მუნიციპლიტეტმა და ა/ო ,,ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველომ“ ურთიერთ თანამშრომლობით ერთობლივი პროექტ ,,იმერის“ ფარგლებში მოახერხა ამ ფრიად მნიშვნელოვანი საკითხის გადაწყვეტა და სოფელში ელექტროენერგიის მიწოდების განხორციელება. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ქალბატონ ნინო თვალთვაძეს და ბატონ დავით სარალიძეს გამოჩენილი აქტიურობისათვის. ეს მუნიციპალიტეტის და არასამთავრობო სექტორის ნაყოფიერი მუშაობის კარგი მაგალითია. ჩვენ ვიმყოფებით „ენერგო პრო ჯორჯიასგან“ ტექნიკური პირობის გაცემის მოლოდინის რეჟიმში, რაც ავტომატურად ნიშნავს ქსელზე დაერთებას და ელექტროენერგიის მიწოდებას პატარა სახვლარისთვის. სოფელ სახვლარში სამუშაოების განხორციელებისას ძალიან კარგად იმუშავეს ა(ა)იპ ,,ხარაგაულდასუფთავებამ“ და ,,ხარაგაულკეთილმოწყობამ“, რისთვისაც მათ  მადლობა მინდა გადავუხადო.

    გთავაზობთ, ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო და ამავდროულად დამაფიქრებელ სიუჟეტს სოფელზე, სადაც მხოლოდ სამი ოჯახი ცხოვრობს და სადაც ელექტრო ენერგია არასდროს ყოფილა. პროექტი "იმერი-იმერეთის მუნიციპალიტეტების ერთობლივი ინიციატივა" ფარგლებში ხარაგაულის ადგილობრივმა ხელისუფლებამ შეძლო სოფლის ყველაზე მტკივნეული საკითხის დადებითად გადაჭრა. სოფელს ელექტროენერგია უახლოეს მომავალში მიეწოდება.

     

    28 მარტი 2016

    ნანახია: 951 - ჯერ

    ვალუტის კურსი
    http://www.nbg.ge/rss.php not found!
    Kharagauli.ge © ხარაგაულის მუნიციპალიტეტი