{{string}}


სახელი:
E-მაილი
ტექსტი
ხარაგაულის მუნიციპალიტეტი
MUNICIPALITY OF KHARAGAULI
  • ახალგაზრდული საკრებულოს ინიციატივით კალათბურთის ჩემპიონატი გაიმართა

     

    ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდული საკრებულოს ინიციატივითა და სპორტის გნვითარებისა და მართვის მუნიციპალური ცენტრის ხელშეწყობით მუნიციპალიტეტის სკოლებს შორის კალათბურთის ჩემპიონატი ჩატარდა.

    6 აპრილს, სპორტის გნვითარებისა და მართვის მუნიციპალურ ცენტრში ჩემპიონატის ნახევარფინალური და ფინალური შეხვედრა გაიმართა. ჩემპიონატს საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი დავით კიკნაძე და „ადამიანი, კანონი, თავისუფლების" დამფუძნებელი გიორგი ჭულუხაძე ესწრებდა.

    ფინალურ შეხვედრაში ერთმანეთს ბორისა და ნადაბურის სკოლები დაუპირისპირდნენ. გამარჯვებული ნადაბურის სკოლა გახდა. მეორე ადგილი ბორის სკოლამ, ხოლო – მესამე ვერტყვიჭალის საჯარო სკოლამ დაიკავა. საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსმა, დავით კიკნაძემ პირველ და მეორე ადგილზე გასულ გუნდებს საჩუქრები გადასცა.

     

     

     

     

    7 აპრილი 2016

    ნანახია: 489 - ჯერ

    ვალუტის კურსი
    http://www.nbg.ge/rss.php not found!
    Kharagauli.ge © ხარაგაულის მუნიციპალიტეტი