{{string}}


სახელი:
E-მაილი
ტექსტი
ხარაგაულის მუნიციპალიტეტი
MUNICIPALITY OF KHARAGAULI
  • იმიტირებულ სამუშაო გარემო ახალგაზრდებისთვის


    დღეს, პროფორიენტაცის და კარიერის დაგეგმვის პროექტის ფარგლებში ვერტყვიჭალის, ბორითის, მარელისის და დაბის №3 საჯარო სკოლის მოსწავლეები, ხარაგაულის კინოთეატრს, სახანძრო სამაშველო სამსახურს, პოლიციასა და ისტორიულ მუზეუმს სტუმრობდნენ.
    კინოთეატრში, რეჟისორმა ირინე ჩხეიძემ მოსწავლეებისთვის ხარაგაულის თეატრის წარსულსა და დღევანდელობაზე მცირე ისტორიული ექსკური გააკეთა და ბავშვებს ძველი სპექტაკლებიდან კადრები უჩვენა. პარალელურად, ახალგაზრდებმა პასუხები მიიღეს კითხვებზე, რომელიც ხარაგაულის თეატრის საქმიანობას ეხებოდა . მსგავსი ხასიათის იყო შეხვედრა სახანძრო სამაშველო სამსახურში, პოლიციასა და ისტორიულ მუზეუმში. მოსწავლეები გაეცვნენ მიმდინარე სამუშაო პროცესს, მათ ასევე მონაწილეობა მიიღეს იმიტირებულ სამუშაო გარემოში.
    პროფორიენტაცის და კარიერის დაგეგმვის პროექტი 2013 წლიდან დაიწყო. ხარაგაულში უკვე ათი სკოლის მაღალი კლასის მოსწავლეები არიან ჩართულნი ამ პროგრამაში.მოსწავლეებს უტარდებათ სესიები, სადაც მათ აქვთ შესაძლებლობა უფრო მეტი გაიგონ სხვადასხვა პროფესიაზე. პროექტი მოსწავლეებს თვითგამორკვევასა და პროფესიის არჩევაში ეხმარება.
    მოსწავლეები წინასწარ ავსებენ ანკეტებს, სადაც უთითებენ რომელი პროფესიის ადამიანებთან შეხვედრა ან რომელი ორგანიზაციის დათვალიერება სურთ.
    აღნიშნულ პროექტს მანდატურის სამსახურის პროფორიენტაციისა და კარიერის დაგეგმვის სამმართველო ახორციელებს.

    №3 საჯარო სკოლის პედაგოგი თამარ მაქაძე: „უკვე რამდენიმე წელია, საქართველოში მიმდინარეობს პროგრამა ,,უწყვეტი განათლების სისტემა“, რომლის ფარგლებშიც პროფორიენტაციისა და კარიერის დაგეგმვის შემსწავლელი სესიები იმართება სკოლებში. გავიარე ტრენინგები და მეორე წერია რაც ვარ ჩართული ამ პროგრამაში. მაღალ კლასებში მოსწავლეებს თვეში ერთხელ უტარდებათ სესია, რაც მათ კარიერის არჩევასა და დაგეგმვაში ეხმარება.“
    №3 საჯარო სკოლის მოსწავლე ვახო ჩუბინიძე: „ერთი თვეა, რაც ჩვენ სკოლაში დაიწყო ლექცია–სემინარები, სადაც გავდივართ კარიერის დაგეგმვასთან დაკავშირებულ სხვადასხვა საკითხებს. ვფიქრობ, ეს პროგრამა ჩვენი სამომავლო გეგმების განხორციელებაში გარკვეულწილად დაგვეხმარება.“

     

     

    20 აპრილი 2016

    ნანახია: 1069 - ჯერ

    ვალუტის კურსი
    http://www.nbg.ge/rss.php not found!
    Kharagauli.ge © ხარაგაულის მუნიციპალიტეტი