{{string}}


სახელი:
E-მაილი
ტექსტი
ხარაგაულის მუნიციპალიტეტი
MUNICIPALITY OF KHARAGAULI
  • უფასო ტრენინგებს საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრი 1 ივლისიდან 30 სექტემბრამდე საქართველოს 33 სოფელში ჩაატარებს

    ტრენინგების გავლა 1 ივლისიდან საქართველოს 8 რეგიონში იქნება შესაძლებელი. ხარაგაულელთათვის ტრენინგებს გავლა შესაძლებელი იქნება ხევის საზოგადოებრივ ცენტრში. ტრენინგები იუსტიციის სასწავლო ცენტრის ახალი პროექტის - „სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება“- ფარგლებში ტარდება.
    საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრი 1 ივლისიდან 30 სექტემბრამდე საქართველოს 33 სოფელში იწყებს ტრენინგების უფასოდ ჩატარებას. სამართლებრივი და პიროვნული განვითარების ტრენინგები სოფლების საზოგადოებრივ ცენტრებში გაიმართება და მათი მიზანია სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება, რეგიონის მცხოვრებთა სამართლებრივი ცნობიერების ამაღლება და პიროვნული განვითარების ხელშეწყობა.
    სატრენინგო თემები შერჩეულია სოფლად მცხოვრები მოსახლეობის ინტერესების და საჭიროებების გათვალისწინებით და ორიენტირებულია პრაქტიკული უნარების გამომუშავებაზე, რათა სოფლის მკვიდრებმა უკეთ ისარგებლონ საკუთარი უფლებებით და სახელმწიფო სერვისებით, აქტიურად მიიღონ მონაწილეობა სახელმწიფოებრივ და საზოგადოებრივ პროცესებში.
    პროექტში მონაწილეობის მიღება შეუძლია 18-65 წლის ასაკის ნებისმიერ დაინტერესებულ პირს, რომელსაც აქვს სურვილი მიიღოს ინფორმაცია საკუთარი სამოქალაქო უფლებებისა და ვალდებულებების შესახებ და დაინტერესებულია სოციალური უნარების განვითარებით.
    სწავლებაში მონაწილეობის მისაღებად საჭიროა გაიაროთ რეგისტრაცია 18 ივნისიდან 1 ივლისამდე სოფლებში არსებულ საზოგადოებრივ ცენტრებში ან ვებგვერდზე tcj.gov.ge. ტრენინგების ბოლოს გაიცემა სერტიფიკატები.
    ტრენინგების თემებია:
    სამართალი და ადამიანის უფლებები,
    კონსტიტუციურ ორგანოთა სისტემა და ადგილობრივი თვითმმართველობა, საკუთრების უფლება , სამეწარმეო და საგადასახადო სამართლის საბაზისო ცნებები, რა არის ევროკავშირი, რა არის დისკრიმინაცია, ეფექტიანი კომუნიკაცია, კონფლიქტის მართვა, დროის მართვა, პროექტის მართვა და პროექტის წერა. ორიენტირებულია პრაქტიკული უნარების გამომუშავებაზე, რათა სოფლის მკვიდრებმა უკეთ ისარგებლონ საკუთარი უფლებებით და სახელმწიფო სერვისებით, აქტიურად მიიღონ მონაწილეობა სახელმწიფოებრივ და საზოგადოებრივ პროცესებში.
    პროექტში მონაწილეობის მიღება შეუძლია 18-65 წლის ასაკის ნებისმიერ დაინტერესებულ პირს, რომელსაც აქვს სურვილი მიიღოს ინფორმაცია საკუთარი სამოქალაქო უფლებებისა და ვალდებულებების შესახებ და დაინტერესებულია სოციალური უნარების განვითარებით.
    სწავლებაში მონაწილეობის მისაღებად საჭიროა გაიაროთ რეგისტრაცია 18 ივნისიდან 1 ივლისამდე სოფლებში არსებულ საზოგადოებრივ ცენტრებში ან ვებგვერდზე tcj.gov.ge. ტრენინგების ბოლოს გაიცემა სერტიფიკატები.
    ტრენინგების თემებია:
    სამართალი და ადამიანის უფლებები, კონსტიტუციურ ორგანოთა სისტემა და ადგილობრივი თვითმმართველობა, საკუთრების უფლება, სამეწარმეო და საგადასახადო სამართლის საბაზისო ცნებები, რა არის ევროკავშირი, რა არის დისკრიმინაცია, ეფექტიანი კომუნიკაცია, კონფლიქტის მართვა, დროის მართვა, პროექტის მართვა და პროექტი წერა. სწავლება ხევის საზოგადოებრივ ცენტრთან ერთად კიდევ 33 სოფელში ჩატარდება.

     

     

     

    21 ივნისი 2016

    ნანახია: 507 - ჯერ

    ვალუტის კურსი
    http://www.nbg.ge/rss.php not found!
    Kharagauli.ge © ხარაგაულის მუნიციპალიტეტი