{{string}}


სახელი:
E-მაილი
ტექსტი
ხარაგაულის მუნიციპალიტეტი
MUNICIPALITY OF KHARAGAULI
  • „მხიარული სტარტების“ ჩატარების იდეა სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანების დირექტორს, ირმა სებისკვერაძეს ეკუთვნის

    სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანებებში საბავშვო პროექტი ,,მხიარული სტრატები“ მიმდინარეობს. პროექტის იდეა ხარაგაულის ეთერ კიკნაძის ბაღების გაერთიანების დირექტორს ირმა სებისკვერაძეს ეკუთვნის. საბავშვო გასართობ პროექტში საბავშვო ბაღის აღსაზრდელები ერთმანეთს სხვდასხვა სპორტული სახის დაბრკოლებების გადალახვაში ეჯიბრებიან. პროექტი ხელს უწყობს ბავშვების ფიზიკურ და გონებრივ განვითარებას.

    ხარაგაულში „მხიარული სტარტები“ ზონალურად მიმდინარეობს. პირველი ტური ტრასის ზონაზე ჩატარდა, სადაც მონაწილეობას  ხუნევის, ვერტყვიჭალის, ბორითის საბავშვო ბაღის გუნდები იღებდნენ. თამაშები ვერტყვიჭალის საჯარო სკოლის დარბაზში ჩატარდა. 

    „მხიარულ სტარტებში“ დაბის N1 საბავშვო ბაღის 4 გუნდი იღებდა მონაწილეობას. შეხვედრა ხარაგაულის სპორტულ დარბაზში გაიმართა, ერთმანეთს  5-6 წლიანთა ორი გუნდი დაუპირისპირდა-  „ბომბორა“ ( პედაგოგები: მაია დევადრიანი, ეკა ტაბატაძე, ლენა ხომასურიძე ) და  „ნერგები“ (ია თაბუკაშვილი, ეკა შარიქაძე, ია შარიქაძე). თამაში საბოლოოდ თანაბარი ანგარიშით დასრულდა.

    „მხიარული სტარტების“ მონაწილეები იყვნენ ასევე  4-5 წლიანთა ორი გუნდი ,,ონავრები“ (თამუნა ლურსმანშვილი, თამუნა ოსანაძე, თინიკო კაკოიშვილი) და „ნაპერწკლები“( პედაგოგები თამარ სარალიძე, ირმა ყანჩაველი, ნანუკა ბარბაქაძე). საბოლოოდ გუნდებს შორის შეხვედრა თანაბარი ანგარიშით დამთავრდა.

    სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანების დირექტორის, ირმა სებისკვერაძის განცხადებით „მხიარული სტარტების“ ჩატარების იდეა აღმზრდელ-პედაგოგებმა მოიწონეს და გამოთქვეს სურვილი, რომ იგი სასწრაფოდ განხორციელებულიყო.

    „,,მხიარული სტარტების“ თამაშებში ბავშვები ასაკისა და მათი ფიზიკური შესაძლებლობების შესაბამისად შეირჩნენ. ეს პროექტი ბავშვის ფიზიკურ და გონებრივ განვითარებას უწყობს ხელს. გამოუმუშავდებათ მოძრაობითი  უნარები: სისწრაფე, მოქნილობა, გამძლეობა და კოორდინაცია“ -  აღნიშნა ირმა სებისკვერაძემ. 

    პროექტის ფარგლებში ზონალური შეხვედრები გაიმართება კიცხის, ლეღვნისა და მოლითის ადმინისტრაციულ ერთეულებში.

    ხარაგაულის სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანებებში 2016  საწავლო წელი ახალი  პროექტებით გამოირჩეოდა. პირველი პროექტი - ,,ღია მეცადინეობების კვირეული“ იყო, პროექტში  ყველა საბავშვო ბაღი იყო ჩართული. ღონისძიებები  ბაღების გაერთიანებაში 10 მარტს დაიწყო და 5 ივნისს დასრულდა. კვირეულში ჩართული იყო როგორც საბავშვო ბაღის აღმზრდელ-პედაგოგები ასევე აღმზრდელის თანამშემწეები. ღია მეცადინეობების კვირეულის დანიშნულება თემის უფრო ახლოს შესწავლა, განხილვა, მასწავლებლის მუშაობის შეფასება გახლდათ. კვირეულში სააღმზრდელო პროგრამის ყველა თემა იყო ჩართული. თემები აღმზრდელებმა და ბაღის გამგეებმა აირჩიეს. როდესაც პროექტი დამთავრდა მოხდა მისი განხილვა. საბოლოოდ სასწავლო -სააღმზრდელო პროგრამის წლიური მუშაობა დადებითად შეფასდა.

     

     

    12 ივლისი 2016

    ნანახია: 1269 - ჯერ

    ვალუტის კურსი
    http://www.nbg.ge/rss.php not found!
    Kharagauli.ge © ხარაგაულის მუნიციპალიტეტი