{{string}}


სახელი:
E-მაილი
ტექსტი
ხარაგაულის მუნიციპალიტეტი
MUNICIPALITY OF KHARAGAULI
  • ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგებელი ჯაფაროულის მოსახლეობას შეხვდა

     სოფელ ჯაფაროულის მოსახლეობამ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგებელთან შეხვედრის სურვილი გამოთქვა. 85 პოტენციური გაზის აბონენტი სოფელ ჯაფაროულში  გაზიფიცირების სამუშაოების დაწყებას და ქსელში ჩართვას ელოდება. 

    ,,საუბარი იმაზე, რომ გაზიფიცირება  ბაზალეთში დაიწყო და ჯაფარეულში ეს არ მოხდება, სწორი დამოკიდებულება არაა. ამ უბნის  გაზიფიცირებასთან დაკავშირებულ  თემებზე აქტიურად ვმუშაობთ“ - აღნიშნა გამგებელმა კობა ლურსმანაშვილმა ჯაფარეულელებთან გამართულ შეხვედრაზე. მუნიციპალიტეტის გამგებლის ინფორმაციით შემდეგ ეტაპზე პირველი, სადაც გაზიფიცირება დაიწყება ჯაფაროული იქნება. ასევე განიხილება კიცხის იგოეთის, საქარიქეთის, ბორის და ამავდროულად ზედა ლაშის საკითხიც.

    კობა ლურსმანაშვილმა შეხვედრაზე განმარტა, რომ ენერგეტიკის სამინისტრო და სხვა უწყებები ამ თემაზე ზრუნავენ. ,,ამ საკითხზე, პრემიერ მინისტრი და  ვიცე -  პრემიერი, რომელიც ამავდროულად ენერგეტიკის მინისტრია საქმის კურსშია. ენერგეტიკის სამინისტრომ უკვე მოახდინა შესაბამისი რეაგირება. საკითხის მოგვარებაში  ჩართულია  სოკარ-ჯორჯია გაზი.  ჩვენ უკვე დაგვიკავშირდა სოკარის ვიცე - პრეზიდენტი მამუკა მეტრეველი, რომელმაც აღნიშნა, რომ ენერგეტიკის სამინისტრომ გამოხატა საკუთარი პოზიცია ხარაგაულში გაზიფიცირების  შემდეგ ეტაპთან დაკავშირებით. შესაბამისად სოკარმა გაზიფიცირების თემის შესწავლა აქტიურად დაიწყო“.

    კობა ლურსმანაშვილმა ჯაფარეულელებს სოკარ - ჯორჯია გაზის დირექტორის სახელზე გაგზავნილი წერილიც გააცნო. წერილში აღნიშნულია, რომ სოფელი ჯაფარეული, გასულ წლებში,  დაბის ტერიტორიაზე იყო მიბმული, რომლის მოსახლეობაც ბუნებრივი აირით სარგებლობდა. წერილში ასევე ვკითხულობთ: „რადგან დღეს სოფელი ჯაფარეული  საღანძილის ადმინისტრაციულ ერთეულში შედის სოფელი ვერ მოხვდა დადგენილების რეგულაციაში. მოგმართავთ თხოვნით, რომ გაითვალისწინოთ სოფლის მოსახლეობის თხოვნა და სოფელი შეტანილ  იქნას სემეკის დადგენილების 400 ლარიან რეგულაციაში და  2015 წელს მოხდეს სოფლის გაზიფიცირება.“

    „პირველივე შეხვედრაზე, რომელიც შედგა გიორგი კვირიკაშვილთან, როგორც პრემიერ-მინისტრთან, საუბარი მქონდა ჯაფარეულისა და ისლარის გაზიფიცირების პრობლემაზე და ეს საკკითხი ჩანიშნული იქნა“ - განაცხადა მუნიციპალიტეტის გამგებელმა მოსახლეობასთან შეხვედრაზე.     

    კობა ლურსმანაშვილი დარწმუნებულია, რომ ჯაფაროულშიც იგივე ტემპით წავა გაზიფიცირება, როგორაც ეს სხვა სოფლებში მიდის. ჯაფაროულის შემთხვევაში ან  ძველი მაგისტრალის დაერთება მოხდება, ან ახალი გაკეთდება.

    „საუბარია, 85 აბონენტის მომსახურებაზე, ეს კი რთული ამოცანა ნამდვილად არაა. ჯერ დაპროექტება უნდა მოხდეს და შემდეგ ხაზები შემოვიდეს.“ - განმარტავს გამგებელი.  

     

     

     

    13 ივლისი 2016

    ნანახია: 1563 - ჯერ

    ვალუტის კურსი
    http://www.nbg.ge/rss.php not found!
    Kharagauli.ge © ხარაგაულის მუნიციპალიტეტი